„ბარსელონას” მწვრთნელს ერნესტო ვალვერდეს ესპანეთის ნაკრების თავკაცის ლუის ენრიკეს გადაწყვეტილების შეფასება სთხოვეს — ენრიკემ ნაკრებში ჟორდი ალბა არ გამოიძახა. „ლა როხას” „ერთა ლიგის” A ლიგის მე-4 ჯგუფში 8 სექტემბერს ინგლისთან, ხოლო 11-ში ხორვატიასთან უწევს დაპირისპირება. ვალვერდემ „ბლაუგრანას” თავკაცის პოსტზე თავისი წინამორბედის ქება ან კრიტიკა არ დაიწყო. მან ყურადღება იმაზე გაამახვილა, თუ რა უნდა მოიმოქმედოს ალბამ, [...]
საქართველოს ნაკრების ბერმუდის სამკუთხედი
სულ ცოტაც და ჩვენი ქვეყნის უპირველესი საფეხბურთო გუნდი მორიგ ევროპულ ოდისეას დაიწყებს. უეფას ახალი ფორმატიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე ყაზახების, ლატვიელებისა და ანდორის დაჩაგვრა გვმართებს. 6 სექტემბერს ევროპირველობის ფინალურ ეტაპზე მოხვედრაზე ოცნებას საქართველო სწორედ ყაზახებთან სტუმრობით იწყებს და სამ დღეში ლატვიას უმასპინძლებს. ვლადიმირ ვაისმა საუკეთესო ქართველებს უხმო. სულ რჩეული ბიჭებია, საკუთარ კლუბებში სეზონი წარმატებით რომ დაიწყეს, [...]
ყირამალა ჩემპიონი
დღეს, ჩვენს დროში, მას არავინ აღირსებდა საკრივო ლიცენზიას. არც ერთი ქვეყნის არც ერთი ათლეტთა კომისია არ დაუსვამდა ბეჭედს მის მოკრივეობას. თუ ამგვარი ბეჭედი ადრეღა ჰქონდა დასმული, სასწრაფოდ გააუქმებდა. ეს ისტორია ძველისძველია და, ალბათ, არსად და არასდროს მოიძებნება მოკრივე მისი მაგივრობა რომ გასწიოს. უბრალოდ, ასეთი აღარ დაიბადება… მილუოკელი შურისმაძიებელი იყო დრო და მილუოკიში ცხოვრობდა მძიმეწონოსანი მოკრივე [...]
ანტუან გრიზმანი: ბრაზილიამ გამაკვირვა, ბარსელონამ – გვაიძულა
საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის ატლეტიკოს ვარსკვლავი, ანტუან გრიზმანი იმის გარდა, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია, სხვა მხრივაც გამორჩეული ადამიანია. ის გოლებს ვიდეოთამაშის მიბაძვით აღნიშნავს. ამ ზაფხულს არ გადავიდა ბარსელონაში, თუმცა კატალონიელები დღევანდელზე უკეთეს პირობებს სთავაზობდნენ. კალათბურთი ლამის ფეხბურთზე მეტად უყვარს და ნბა-ს ვარსკვლავებთან ხშირად იღებს სელფებს. ახლახან მასზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს და ფიფას ოფიციალურმა საიტმა ინტერვიუც ჩაწერა. [...]
კლოპი მოურინიუს არ აჰყვა
იურგენ კლოპი ჟოზე მოურინიუს მორიგ გამოწვევას არ აჰყვა და „განსაკუთრებულთან” სიტყვიერ დუელში არ შევიდა. კლოპის „ლივერპულმა” პრემიერლიგის მეოთხე ტურში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა — სტუმრად მოუგო „ლესტერს” 2:1. მოურინიუს „მანჩესტერ იუნაიტედი” კი მეოთხე შეხვედრას დღეს ატარებს ბარნლიში. წინა სამიდან ერთი მოიგო და ორი წააგო. პორტუგალიელმა გერმანელი სწორედ „ბარნლისთან” შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე გაკენწლა, როდესაც ჟურნალისტებმა თავიანთი საყვარელი [...]
ვარლამი წავიდა, უჩა მოვიდა
„რუსთავს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს – ქვემოქართლელებს წლის ბოლომდე უჩა სოსიაშვილი უხელმძღვანელებს. მიუხედავად ბოლოდროინდელი არასტაბილური შედეგებისა, მაინც მოულოდნელი იყო რუსთავულ კლუბში სამწვრთნელო ცვლილება, რაკიღა ძალზედ დიდია ამ ქალაქში ვარლამ კილასონიას ფაქტორი. კილასონიამ გაზაევის წასვლის შემდეგ სოლიდური სამუშაო გასწია გუნდში, თუმც, რიგი ფაქტორების გათვალისწინებით სასურველი შედეგი ვერ მიიღო, მიუხედავად ამისა სამწვრთნელო ცვლილებად სხვა მიზეზი სახელდება. რუსთავული კლუბის [...]
ქართველების ორი მერვედი
წუხელ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებამ და აშშ-ის ღია პირველობის მერვედფინალში გასვლამ უზომოდ გაგვახარა და ამ წარმატების ფონზე, ოდნავ ყურადღების მიღმა დაგვრჩა კიდევ ერთი ჩვენიანი – ოქსანა კალაშნიკოვა. ოქსანამ იაპონელ მეწყვილე ნაო ფაბინოსთან ერთად მეორე წრის ბარიერი დაძლია, რაც მერვედფინალში გასვლას ნიშნავს. ბასილაშვილის და კალაშნიკოვას შეხვედრები ფაქტობრივად, პარალელურად მიმდინარეობდა. ოქსანა მერვედფინალისტი ათი წუთით გვიან გახდა. მან და [...]
მთვრალი დიეგო ბრესტში… ძარაზე
დიეგო მარადონა ავტომობილის ძარაზე შემოჯდა, პერანგის ღილები შეიხსნა, და ღიმილით ქანაობდა აქეთ-იქით. ეს ამბავი ბრესტში მოხდა, ბელარუსში, სადაც ლეგენდა ადგილობრივი „დინამოს” თავმჯდომარედ დაინიშნა. გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის უფრო მთვრალი იქნებოდა, ვიდრე ნარკოტიკით გაბრუებული, თუმცა… ეშმაკმა იცის. უაზროდ და ბედნიერად მომღიმარი დიეგო ცხადია ბელარუსი გულშემატკივრებით იყო გარშემორტყმული, რომლებიც თავიანთ კერპს უმღეროდნენ. მარადონას სიგიჟის [...]
ნიკოლოზ სასწაულმოქმედი!
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნადალზე გაიწია! ეს უკვე ზღვარსგასული ოცნების სფეროდანაა – ქართველი ჩოგბურთელი US open-ის მერვედფინალში გავიდა. მსოფლიო ჩოგბურთის ელიტა უკვე ხელის გაწვდენაზეც აღარ არის – საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი მისი წევრია. არგენტინელი გვიდო პელა დაუძლეველი ბარიერი ნამდვილად არ ჩანდა, მაგრამ ამ დროს გადამწყვეტი ნერვების სიმტკიცეა – აშშ-ის ღია პირველობის მეოთხე კი არა, მესამე წრემდეც კი აქამდე [...]








