„ჩელსიმ” ბასკი მეკარე კეპა არისაბალაგა ამ ზაფხულს გოლკიპერთათვის სარეკორდო თანხად, 80 მილიონ ევროდ იყიდა. 23 წლის კარის მცველი პრემიერლიგაში იოლად გადავიდა, სკანდალური წინაისტორიები არ ჰქონია. სეზონიც კარგად დაეწყო — დასავლეთ ლონდონელებს პირველ ოთხ ტურში თამაში არ წაუგიათ. და ახლა, როდესაც ევროპული ფეხბურთის კარს სანაკრებო კვირამ მოუკაკუნა, კეპას „მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარესთან, ცნობილ დავიდ დე ხეასთან უწევს [...]
ჟოზეს ციხე მიუსაჯეს
ჟოზე მოურინიუს ესპანეთში თაღლითობისთვის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პორტუგალიელს ქვეყნის საგადასახადო სამსახურებისთვის დაახლოებით 3,2 მილიონი ევრო დაუმალავს. გაზეთი „ელ მუნდო” წერს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა დანაშაული აღიარა. მას ორ უკანონო ქმედებაში სდებდნენ ბრალს. სასამართლომ თითოეულისთვის 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის მიუხედავად „რეალის” ყოფილი მწვრთნელი ციხეში ერთ დღესაც არ გაატარებს. მიზეზი: ესპანეთში არის კანონი, [...]
მესი და რონალდუ
ლეო მესიმ კატალონიის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ბევრ საკითხზე ილაპარაკა, რომელთა შორის ერთ-ერთი კრიშტიანუ რონალდუს „რეალიდან” „იუვენტუსში” გადასვლა იყო. „რეალი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია დიდებული შემადგენლობით, მაგრამ ფაქტია, რომ კრიშტიანუ რონალდუს წასვლა მისთვის კარგი ვერაფრით იქნება. ეს ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ აშკარა ფავორიტად „იუვენტუსს” აქცევს. რონალდუს გადასვლამ გამაკვირვა. ვერც ის წარმომედგინა „რეალს” თუ დატოვებდა და ვერც ის, [...]
ფილ ბერდსლი ბოღმა ჰერბერტია
ფილ ბერდსლი „მანჩესტერ იუნაიტედის” მოძულე ორპირა ჰერბერტიაო, თქვა მარკუს რეშფორდის ბავშვობის მწვრთნელმა დეივ ჰოროკსმა. აქამდე ვიცოდით, რომ ჰერბერტი კაცის სახელი იყო, მაგრამ თურმე ჰოროკსის თაობის ინგლისელების ჟარგონზე ცუდ კაცსაც ნიშნავს. ამრიგად, ლინგვისტურმა ძიებამ შედეგი მოგვიტანა, გავიგეთ, რანაირად შეიძლება ფილი ჰერბერტი ყოფილიყო და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ხოლო ის, თუ რატომ არის ფილი ჰერბერტი, „სარბიელის” მკითხველმა იცის: „ტარფ [...]
ტორპედო ჩემპიონატს დაუბრუნდა…
სანაკრებო პაუზისწინა ტურს ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. ეგ არის, „დილამ“ „ჩიხურას“ გადაუსწრო და მესამე ადგილზე დამკვიდრდა, „ტორპედო“ კი ეროვნულ ლიგაში თითქმის ორთვიანი „ევრომივლინების“ შემდეგ დაბრუნდა. მივყვეთ თანმიმდევრულად. ტურის პირველი მატჩი პარასკევს გაიმართა ივანწმინდაში. „ჩიხურა“ „დინამოს“ დაუხვდა და 1:2 წააგო. თავისი მე-14 ბურთი გაიტანა საჩხერელთა მთვარმეგოლე გიორგი გაბედავამ. დინამოელთაგან კი მისი უშუალო მდევარი ბუდუ ზივზივაძე [...]
გათხოვილი კაცის სიხარული
პოპ მუსიკის დიდი ვარსკვლავი სერ ელტონ ჯონი კვირას „უოტფორდის” მიერ „ტოტენჰემის” 2:1 ძლევას დაესწრო. პაპარაცებმა 71 წლის ლეგენდა მაშინ გადაიღეს, როდესაც მისი 5 წლის ვაჟი ელაია უოტფორდელთა მიერ ანგარიშის გაქვითვას ზეიმობდა. ოთხი ტურის შემდეგ „უოტფორდი” ოთხი გამარჯვებით მესამე ადგილზეა და „ლივერპულსა” და „ჩელსის” მხოლოდ ბურთების სხვაობით ჩამორჩება — ასეთი წარმატებული სტარტი სერ ელტონის საყვარელ გუნდს [...]
ქართული ძიუდოს ლაბირინთი
ბრატისლავაში გამართულ ევროპის თასზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა. ბექა ღვინიაშვილმა ვაზარით დაამარცხა ავთანდილ ჭრიკიშვილი და ტურნირის გამარჯვებული გახდა. ეს მხოლოდ მშრალი ინფორმაციაა და, ბუნებრივია, ქართილი სპორტის ნებისმიერ ქომაგს გაახარებს. თუმცა, ქართული ფინალით სიხარულს მიღმა ჩვენი ძიუდოს პრობლემებიც ჩანს. აღარ შეგაწყენთ თავს იმის შეხსენებით, რა პროცესები მიდიოდა გაზაფხულზე საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში. ორ ბანაკად [...]
დე ბრუინი და ბარსელონელი ექიმი
კევინ დე ბრუინის საქმეები როგორც ჩანს კარგად მიდის — მას მორიგ სარეაბილიტაციო ეტაპზე გადასვლის ნება დართეს. მოგეხსენებათ, ბელგიელმა ვარსკვლავმა მეორე ტურის წინ, ვარჯიშზე მუხლის გვერდითი მყესი დაიზიანა. პრემიერლიგაში უკვე ოთხი ტური ჩატარდა, დე ბრუინმა კი მოედანზე ფეხი მხოლოდ პირველ თამაშში შედგა, ისიც 30 წუთით. „მანჩესტერ სიტის” ნახევარდაცვის ლიდერი სამკურნალოდ ბარსელონაში გადაფრინდა, სადაც, როგორც ჩანს, „სიტის” [...]
რეშფორდი ჩხუბისთვის ბოდიშს იხდის
მარკუს რეშფორდმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში — ის „ბარნლისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” შეხვედრაში, რომელიც მანჩესტერელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა, მოედნიდან გააძევეს. რეშფორდმა მოწინააღმდეგის მცველს, ფილ ბერდსლის საფეხბურთო უხეშობაზე ქუჩური ილეთით უპასუხა. რეშფორდს, რომელსაც მოედანზე ხეირიანად 10 წუთიც არ დაუყვია, ახლა სამი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს. ის მოედანზე 61-ე წუთზე ალექსის სანჩესის ნაცვლად შეუშვეს, 71-ე წუთზე კი უკვე ხსენებული ინციდენტი [...]
… მან ფანტასტიკური ჩოგბურთი ითამაშა
არტურ ეშის სახელობის კორტი აშშ-ში უპრესტიჟულესი და უმაგრესია. როგორია, უმაგრეს კორტზე მსოფლიოს უმაგრეს მეჩოგნესთან სათამაშოდ გახვიდე და მუხლები არ აგიკანკალდეს?! ტრიბუნები სავსე იყო. ბილეთები კარგა ხნით ადრე გაიყიდა. ამერიკელები მერვედფინალში ამ სარბიელზე ნადალისა და მათი ჯილა ჯეკ სოკის დაპირისპირებას ელოდნენ, მაგრამ ელიტაში მოულოდნელად შეჭრილმა ქართველმა მათი სოკი მეორე ეტაპის შეხვედრაში გაწურა… ნიკოლოზ ბასილაშვილი ის ბიჭი [...]









