დიეგო მარადონას ჩიტირეკიობის ამბავი არახალია. ადრე გვეგონა, რომ თავისი სიგიჟეები ფეხბურთელობისას მოილია, მაგრამ თურმე სად ვიყავით… მარტო წლეულს იმდენი უცნაურობები აკეთა, სხვა მთელი ცხოვრების განმავლობაში რომ ვერ მოახერხებდა. ჯერ საემიროების მეორე დივიზიონის „ფუჯაირას“ ავარჯიშებდა. ბურთი გააგორა ყაზახ უფეხო ბიჭუნა ალი ამირთან.. „თავისებურად“ ქომაგობდა არგენტინის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე, შუა თითის ჩვენებებით და გულის წასვლებით… მეგობარ ქალბატონზე [...]
ჩავაჩაკვეტაძეთ…
საქართველომ გამარჯვებით დაიწყო უეფას ერთა ლიგის ახალი გათამაშება. გათამაშება, რომელიც, ფაქტობრივად ჩვენი ერთადერთი იმედია ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად. ხუთშაბათს „ასტანა არენაზე“ თავშეყრილ 30 ათასამდე მაყურებლის თვალწინ ვლადიმირ ვაისის დამოძღვრილმა საქართველომ შანსი არ დაუტოვა ყაზახეთს და ისტორიული მოგებაც იზეიმა – ისტორიული, რადგან ახალი გათამაშების პირველი შეხვედრა იყო და უეფას ერთა ლიგის სადებიუტო გოლის ავტორიც ქართველი ფეხბურთელი გახდა. [...]
გული ბოროტებისგან გაიწმინდეთ
ალექსის სანჩესმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ მეგობარ ქალს, მაიტე როდრიგესს დაშორდა. „მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა, რომლის ჯამაგირიც კვირაში 505 ათასი გირვანქაა (1 705 062 ქართული ლარი) სევდიანი სიმღერის ფონზე გულშიჩამწვდომი წერილი დაწერა. სანჩესს ინსტრაგრამზე 9,5 მილიონი მიმდევარი ჰყავს, რომელთაც ფეხბურთელის მიერ PowerPoint-ის სტილში შესრულებული ბედნიერ დროთა მოსაგონებელი პრეზენტაციაც იხილეს. 29 წლის ჩილელმა დაწერა: „მე შენ ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ. [...]
სუფთა ფურცელი
6 სექტემბერს საქართველოს ნაკრებისთვის განსხვავებული, საინტერესო დროება იწყება. უეფას ახალი ტურნირის, ერთა ლიგის წყალობით, „ჯვაროსნებს“ ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის უნიკალური შანსი გაუჩნდათ და ახლა ყველაფერი მათ ხელშია. დღეს ჩვენი ნაკრები ევროპული ფეხბურთის ისტორიაშიც შევა. რატომ? იმიტომ, რომ ყაზახეთთან მატჩი ტურნირის პირველი და ისტორიული შეხვედრაა. 6 სექტემბერს კიდევ რვა თამაშია, მაგრამ გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ყველაზე [...]
ძია სემი დუბლინში დარჩა
დუბლინში, 82300 ქომაგით გაძეძგილ “კროუკ პარკზე” ირლანდიური ფეხბურთის საერთოირლანდიური ფინალი გაიმართა. თამაში აგვისტოს ბოლოს უნდა გამართულიყო, მაგრამ რომის პაპმა ფრანცისკ პირველმა სწორედ მაშინ ინება ირლანდიაში თავის კათოლიკური სამწყსოსთვის თვალის გადავლება (დუბლინში “ოჯახთა მსოფლიო კონგრესს” დაესწრო) და ამით შემოდგომის უდიდესი სპორტულ მოვლენათაგანი უნებლიეთ შეაფერხა. 33 გუნდიანი, მრავალრაუნდიანი შესარჩევი ციკლის გავლის შემდეგ ფინალის მთავარი ღირსება ცხრაწლიანი პაუზის [...]
ნეიმარმა ლივერპულს ყავაში ჩაუხედა
ფრანგული პსჟ-ისა და ბრაზილიის ნაკრების ვარკვლავმა ნეიმარმა რატომღაც ინგლისური პრემიერლიგის მიმოხილვა და კლუბების საჩემპიონო შანსებზე საუბარი გადაწყვიტა. „რაიმეს წინასწარ განჭვრეტა ძნელია, თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ რომ წელს ინგლისურ პრემიერლიგას „სიტი“ მოიგებს. მეორე ადგილზე „მანჩესტერი“ გავა, მესამეზე კი „ჩელსი“. სავარაუდოდ, ოთხეულის კიდევ ერთი წევრი „ტოტენჰემი“ იქნება. რაც შეეხება „ლივერპულს“, არა მგონია, ამ კვარტეტს კონკურენცია გაუწიოს“ – [...]
რონალდუსთან არც მილაპარაკია
სულ ცოტა ხნის წინ 52 წლის ხულენ ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრებს თავკაცობდა და მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობისთვის რუსეთში გახლდათ გუნდთან ერთად ჩასული. მერე კი მოხდა ის, რაც ყველამ კარგად იცის — ლოპეტეგი „რეალს” შეუთანხმდა, რომ მუნდიალის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადავიდოდა, რასაც ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციაში სკანდალი მოჰყვა და პორტუგალიასთან პირველ თამაშამდე სამი დღით ადრე ის სამსახურიდან მოხსნეს. [...]
სალაჰს ჩიტიც ვერ მიეკარება
ეტყობა მო სალაჰმა ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციასთან ბრძოლა მოიგო. ყოველ შემთხვევაში, მას მერე რაც თავდამსხმელმა ასოციაციას ულტიმატუმი წაუყენა, სანაკრებო თამაშებზე რომ ჩამოვდივარ ჩემი უსაფრთხოება დაცული არ არის და ან მდგომარეობა გამოასწორეთ ან გადადექითო, ასოციაციამ ყურები გამოიქექა. ორი სიტყვით შეგახსენებთ, რომ სალაჰის ვექილმა რამი აბას ისამ წერილობით იჩივლა, ნაკრებში სათამაშოდ ჩამოსულ ლივერპულელს ავტოგრაფის მოყვარულები ღამის 3-4 საათზე [...]
როცა შედარებაც უხერხულია…
თუკი სულ რაღაც ათიოდე წლის წინათ ვიცოდით, რომ სპორტის ყველაზე შემოსავლიანი სახეობები კალათბურთი, გოლფი და ფორმულა 1-ის ავტორბოლებია, დღეს ამ მხრივ რევოლუციური „რეფორმების“ მოწმენი ვართ. ფეხბურთი არათუ დაეწია ლიდერებს, გადაუსწრო კიდეც. კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი ბოლო წლებში მუდმივად ფიგურირებენ ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა შორის, ხოლო წამყვანი საფეხბურთო კლუბების ბიუჯეტი მალე ალბათ მილიარდ ევროს უწევს. რახანია, [...]
მანჩესტერი – 4.8 მილიარდი, ბარსა – 4.06
რაც უნდა გასაოცარი იყოს, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბი „მანჩესტერია“. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კლუბის აქციების ფასმა 55 პროცენტით იმატა და ფასმა ერთ აქციაზე 26 დოლარს გადააჭარბა. არადა, ეს 27 აგვისტოს მოხდა, როცა „მანჩესტერი“ საკუთარ კედლებში „ტოტენჰემთან“ 0:3 შერცხვა. ჯამში მანკუნიანელთა კაპიტალიზაციამ 4.8 მილიარდი დოლარი შეადგინა და ამ შედეგით მსოფლიოს სპორტულ კლუბებს შორის პირველ ადგილს [...]








