თვე: სექტემბერი 2018

Home 2018 სექტემბერი
ჩემნაირი კიდევ დიდხანს არ დაიბადება
ჩანაწერი

ჩემნაირი კიდევ დიდხანს არ დაიბადება

ლეგენდარულმა პოლ გასკოინმა ინგლისის ნაკრების თავკაც გარეთ საუთგეიტს შეუთვალა, ჩემნაირი აღარასოდეს გეყოლებათო. სწორედ გუშინ მოგახსენებდით, რომ საუთგეიტმა მიმდინარე სანაკრებო პრობლემებზე ლაპარაკისას გაზა ბოლო ნახევარი საუკუნის ყველაზე დიდ ინგლისელ ვარსკვლავად აღიარა. ამაზე ყოფილმა თანაგუნდელმა უპასუხა: „გაფხორილი ვინმე არ გეგონოთ, მაგრამ ახალი პოლ გასკოინი ვერავინ გახდება. ეს გამორიცხულია”. შემდეგ კი „ტოტენჰემ ჰოთსპურის”, „ნიუკასლ იუნაიტედისა” და „ლაციოს” ყოვილმა [...]

პენალტი და ჩვენი ადგილი…
ჩანაწერი

პენალტი და ჩვენი ადგილი…

… ამოიგმინა სტადიონმა, როცა ბერძენმა არბიტრმა ანასტასიოს პაპაპეტრუმ საფინალოდ ჩასტვინა. მაგრად მოგვაწვნენ ლატვიელები ბოლო წუთებში, რაღაც  შტურმივითაც მოგვიწყვეს და ვითარება ძალიან დაიძაბა, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. 1:0 მოვიგეთ. საქართველოს ნაკრებმა  ერთა ლიგა შესანიშნავი შედეგით დაიწყო: 2 თამაში, 2 მოგება, 3 გატანილი გოლი, არცერთი მიღებული და მაქსიმალური 6 ქულა. ჯგუფის ფავორიტებიც გავხდით. მოკლედ,  მადლობა უეფას [...]

ზიდანი რომ იუნაიტედის მწვრთნელი გახდება…
ჩანაწერი

ზიდანი რომ იუნაიტედის მწვრთნელი გახდება…

„მანჩესტერ იუნაიტედში” რთული მდგომარეობაა. გუნდს ჩემპიონატი 1992 წლის შემდეგ ასე ცუდად არ დაუწყია. კლუბის დირექტორატში ფიქრობენ მწვრთნელის თანამდებობაზე ჟოზე მოურინიუ დატოვონ თუ ვინმე შემცვლელი მოუძებნონ. ოთხი პრემიერლიგური ტურის შემდეგ „წითელ ეშმაკებს” მხოლოდ 6 ქულა აქვთ და ცხრილში მე-10 პოზიციას იკავებენ. განსაკუთრებით მწარე შინ „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” 0:3 დამარცხება გამოდგა. პორტუგალიელს პრეს-კონფერენციებზე ჟურნალისტებთანაც გაუმძაფრდა ისედაც მუდამ სკანდალური [...]

საუთგეიტის სიცოცხლეში…
ჩანაწერი

საუთგეიტის სიცოცხლეში…

გარეთ საუთგეიტი ამბობს, რომ ინგლისურ ფეხბურს ბოლო 50 წელიწადში პოლ გასკოინის გარდა მსოფლიო კლასის ნახევარმცველი არ ჰყოლია. ინგლისის ნაკრების იმედგაცრუებული მწვრთნელის თქმით მხოლოდ გაზას შეეძლო გუნდის თამაში უმაღლეს დონეზე წარემართა. საუთგეიტმა, რომელიც 1970 წელს არის დაბადებული, თქვა: „ჩემს სიცოცხლეში ერთადერთი უმაღლესი დონის მობურთალი გასკოინი იყო. და მე სულაც არ ვფიქრობ, რომ მან ამ დონეს თანდათანობითი [...]

ოქრი-გოლი
ჩანაწერი

ოქრი-გოლი

ოო, დიდებული საღამო გამოდგა, დიდებული… შემოდგომის მეორე კვირადღე მიილია და სიამოვნებით ხელებსაფშვნეტი ვითარებაა – ხუმრობა ხომ არაა, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, რომელსაც არსებობის მანძილზე რაიმე ღირებულისთვის არასდროს მიუღწევია, ორი მოგება აქვს, თანაც ორ მთავარმეტოქესთან და ჯგუფის მოსაგებად ფაქტობრივად სანახევრო გზა გავლილი აქვს… განა გახსენდებათ როდესმე ასეთი ვითარება? ვაისის გაწვრთნილი საქართველო ექვსქულიანია და თუკი იმასაც გავითვალისწინებთ რომ [...]

მგლები თბილისში
ჩანაწერი

მგლები თბილისში

9 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის ერთა ლიგაში. „დინამო არენაზე“ ლატვიელებს ვმასპინძლობთ, გუნდს, რომელთანაც არაერთგვაროვანი ისტორია გვაკავშირებს. ლატვიელებს სულ 8-ჯერ შევხვედრივართ. შედეგი  – 3 მოგება, ამდენივე წაგება და 2 ფრე. (ბურთები 14:10). საინტერესოა, რომ დღემდე მათთვის ოფიციალური მატჩი არ მოგვიგია. ბალტიისპირელები ორჯერ მოხვდნენ ჩვენთან შესარჩევ ჯგუფებში და ორივეჯერ გვაჯობეს. პირველად ევრო 2000-ის [...]

მიიღო, აუგდო, დაარტყა – დიდი ფრენბურთი აპენინებსა და ბალკანეთში
ჩანაწერი

მიიღო, აუგდო, დაარტყა – დიდი ფრენბურთი აპენინებსა და ბალკანეთში

ხვალ იტალიასა და ბულგარეთში ფრენბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, რომელზეც ბურთი ქართველთა გარეშე იფრენს. საქართველოს ფრენბურთის ნაკრებს ამა წლის მაისში მიეცა საკვალიფიკაციო ზღუდეზე გადასვლის შანსი, მაგრამ ჩვენებმა მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ოთხივე ჯგუფური თამაში უიმედო 0:3-ით წააგეს, ერთი მაინც პარტიის მოგების გარეშე და საწყენია, მაგრამ გივი ახვლედიანის და ვაჟა კაჭარავას საქართველოში ფრენბურთი სადღეისოდ თითქმის ყველა საბურთაო სპორტს [...]

ხმელი ფოთოლი თქვენთვის და თქვენი შვილიშვილებისთვის
ჩანაწერი

ხმელი ფოთოლი თქვენთვის და თქვენი შვილიშვილებისთვის

აბა, ვის არ გაუგონია „ხმელი ფოთლის“ ამბავი? ვის არ უნახვას ძველ კინოქრონიკაში აკადემიკოს ვალდირ პერეირას – დიდის მიერ სასწაულებრივად მოჭრილი ბურთი? მეც მათ შორის. ბევრს კი უნახვს, მაგრამ ჩვენი დიდი ერთი მეექვსედის წყალობით, არანაირი შესაძლებლობა არა არის იმ 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კადრები მარად თვალწინ გვედგას. გვახსოვს, რომ დიდიმ დაარტყა ეს „ხმელი ფოთოლი“, მაგრამ როგორ [...]

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ჩანაწერი

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

ბიჭები სად არიან? რავი, ზოგი სად, ზოგი სად. აბა, ყველანი იქ არიანო? მოიცა, შენ ვისზე მეკითხები? ჩვენებზე რა, ფარიასზე, ჯანფრანკოზე, მარიოზე… ჰოო, ეგენი დაიმტვრნენ და ლუდნახებში მკურნალობენ. ვინც არ დაიმტვრა და კონდიციებს ვერ აკმაყოფილებს. მერე სად არიან ეგ კონდიცია დაუკმაყოფილებლები? რა ვიცი. ალბათ ბაჰამის კუნძულებზე… ვერ ყოფილან კარგი ბიჭები. მათი ძმაკაცები ოფლს ღვრიან, ეგენი კი [...]

სანე ნაკრებიდან ისევ წავიდა
ჩანაწერი

სანე ნაკრებიდან ისევ წავიდა

„სიტის“ ნახევარმცველმა ლეროი სანემ გუშინ საფრანგეთთან ერთა ლიგის მატჩის შემდეგ ბუნდესნაკრების ბანაკი დატოვა. მიზეზი? გერმანიის ნაკრების ოფიციალური ტვიტერი გვამცნობს, რომ სანე მწვრთნელ იოაჰიმ ლიოვს ესაუბრა და 9 სექტემბერს პერუსთან ამხანაგური მატჩიდან გათავისუფლება სთხოვა. მიზეზი კი სანეს მეგობარი გოგონა ყოფილა, რომელმაც უახლოეს დღეებში უნდა იმშობიაროს. “კიკერი” ადასტურებს, რომ სანეს და ლიოვს კონფლიქტი არ აქვთ, მიუხედავად იმისა, [...]