თვე: სექტემბერი 2018

Home 2018 სექტემბერი
ომი საკუთარ თავთან
ჩანაწერი

ომი საკუთარ თავთან

ფეხბურთის მეტნაკლებად სტაჟიან ქომაგებს კარგად გვახსოვს, რომ თბილისის „დინამოს“ ყველაზე ვარსკვლავური თაობის დროსაც კი „საკუთარი კედლების გუნდს“ ეძახდნენ. სსრკ-ის ჩემპიონატი, ტრადიციულად სამხრეთულ სტადიონებზე მატჩებით იხსნებოდა. პირველ ექვს ტურში ხუთს თუ არა, ოთხ მატჩს მაინც თბილისში მართავდნენ ჩვენები და როგორც წესი, სათავეში მოვექცეოდით ხოლმე სატურნირო ცხრილს. მერე იწყებოდა გასვლითი სერია და ერთნაირი შიშკანკალით მოლოდინი უკრაინულ და [...]

ევროპას გერმანია გააერთიანებს
ჩანაწერი

ევროპას გერმანია გააერთიანებს

1988 წლის შემდეგ პირველად – ევროპის 2024 წლის ჩემპიონატს გერმანია უმასპინძლებს. ეს ამბავი ახლახან, უეფას აღმასკომის სხდომაზე გახდა ცნობილი. გერმანიის კონკურენტი თურქეთი გახლდათ, თუმც იმთავითვე თვლიდნენ, რომ მათ გამარჯვების მიზერული ექნებოდა. კანდიდატი ქვეყნები პრეზენტაციის შემდეგ, რომლიც ფილიპ ლამმა წარადგინა, ცხადი გახდა, რომ კონტინენტის პირველობა გერმანიას დარჩებოდა. შეგახსენებთ, დიდი საფეხბურთო ფორუმი გერმანიამ ბოლოს 2006 წელს მიიღო [...]

ან პოგბა ან მოურინიუ
ჩანაწერი

ან პოგბა ან მოურინიუ

„მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელისა და ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის, ჟოზე მოურინიუსა და პოლ პოგბას ურთიერთობა ისე გაუარესდა, როგორც არასდროს. მათ საჯარო კონფლიქტი მოუვიდათ, რის მერეც „განსაკუთრებული” ელის, რომ კლუბის ბოსები მას დაუჭერენ მხარს. კონფლიქტი საჯარო იმიტომ გამოვიდა, რომ ვარჯიშზე, სადაც ეს ამბავი მოხდა, Sky TV-ს კამერები იდგა. ჩანაწერში ისმის, როგორ დაუძახა მწვრთნელმა ფეხბურთელს „მოშორდი აქედან”. შელაპარაკების მიზეზი [...]

თუშა – ფალავანთფალავანი
ჩანაწერი

თუშა – ფალავანთფალავანი

ბაქოს ნაციონალური არენის მიქს ზონის კარს სიხარულისგან შეშლილი ქართველი შეგლეჯით აღებს, სამი ნახტომით ფარავს ოც მეტრამდე დისტანციას, ვინ იცის იქნებ ეს ნახტომებიც სარეკორდოა. ზღვა ემოციას საოცრებების ჩადენა ძალუძს. მოგვიანებით საგანგებოდ, ნაბიჯებით გავზომე ეს დისტანცია, ოც მეტრს ბევრიც არ დააკლდა… ეს საოცარი ფრენა იყო, მსოფლიოს ჩემპიონის ფრენა… გურამ თუშიშვილის ფრენა… მსოფლიოს ჩემპიონ გურამ თუშიშვილის ფრენა… თუშა, [...]

ტუხელი ხუმრობს, პსჟ იგებს
ჩანაწერი

ტუხელი ხუმრობს, პსჟ იგებს

45 წლის თომას ტუხელზე არასდროს უთქვამთ ბუნებით შინაურული კაცია, ფეხბურთელებთან ხუმრობა უყვარს და ყველასთან მეგობრობსო, მაგრამ ფაქტია, „პარი სენ ჟერმენში” სწორედ ამ თვისებებით გაითქვა სახელი. „მაინცისა” და „დორტმუნდის” ყოფილმა მწვრთნელმა საფრანგეთის დედაქალაქში ყველა მოხიბლა, ფეხბურთელიცა და კლუბის თანამშრომელიც. „უნაი ემერი რადიკალურად საპირისპირო ხასიათის მქონე კაცმა შეცვალა, — წერს „ეკიპი” კლუბის თანამშრომელთა მონაყოლებზე დაყრდნობით, — დღეს [...]

მოურინიუ იუნაიტედს აბრკოლებს!
ჩანაწერი

მოურინიუ იუნაიტედს აბრკოლებს!

ჟოზე მოურინიუმ „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელებს გამოუცხადა, რომ პოლ პოგბა მათ აღარასოდეს უკაპიტნებს. როგორც „სანმა” შეიტყო, „განსაკუთრებულმა” ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონს სამკლავური შაბათს, „ვულვზთან” 1:1-ის შემდეგ გაკეთებული კომენტარების გამო „მოხსნა”, თუმცა ოფიციალურად ის დააბრალა, მოედანზე უგულოდ იყავიო. მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის ვინ მოსთვლის უკვე მერამდენედ გაირბინა შავმა კატამ. პოგბამ მოურინიუს ტაქტიკა საჯაროდ გააკრიტიკა, პორტუგალიელმა კი საპასუხოდ „ორთქლი [...]

ვიცე-ლიპო
ჩანაწერი

ვიცე-ლიპო

ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, უკვე სამგზის ვიცე-ჩემპიონი და ეს სიტყვა „ვიცე“ უკვე გულდასაწყვეტია… მიუხედავად იმისა რომ თავისთავად დიდი წარმატებაა მსოფლიოს საჭიდაო ფორუმზე ვერცხლის მედლის მოპოვება და უთუოდ დასაფასებელია ის, რაც ქართველმა ფალავანმა გააკეთა… თუმც, ძალიან ახლოს ვიყავით ოქროსთან, თავად „ლიპოსთვისაც“ ასე ნანატრ ჩემპიონობასთან. სტაბილურად და დამაჯერებლად მივიდა ფინალამდე ლიპარტელიანი. მან ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიტოვა ფრანგი იდირი, მასპინძელთა [...]

ავტოგრაფი საქართველოს და სარბიელს
ჩანაწერი

ავტოგრაფი საქართველოს და სარბიელს

ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს ქართველი გმირიც ჰყავს – ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ფურორი მოახდინა და ურთულეს, 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. დღეს ყველა შერაზადიშვილზე საუბრობს, გუშინ კი იგი ჩვეულებრივი მოჭიდავე იყო, თავის გეგმებით და ოცნებებით, რომელთა ახდენაც დაიწყო, დაიწყო და თანაც როგორ… … ვაჟა ბალხამიშვილთან ვარჯიშობდა, შრომით რეზერვებში. იქ ისწავლა ძიუდოს ანბანი-მეუბნება [...]

ლუკა მოდრიჩმა არავინ დაიტოლა
ჩანაწერი

ლუკა მოდრიჩმა არავინ დაიტოლა

მას შემდეგ, რაც “ფრანს ფუტბოლმა” დაიბრუნა “ოქროს ბურთის” გამოკითხვის და დაჯილდოების ოდინდელი უფლება, ფიფასთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, საკუთარი ცერემონიით ყველა და ყველაფერი დაეჩრდილა. გამოუვიდათ კიდეც. ლონდონში ნამდვილი ვარსკვლავთცვენა შედგა, თუმცა ღონისძიებას თანამედროვეობის ორი უდიდესი ფეხბურთელი აკლდა. კრიშტიანუ რონალდუ ნომინანტი კი იყო, მაგრამ ამბობენ, შედეგებმა წინასწარ გაჟონაო და არ ჩავიდა ცერემონიაზე. მესი კი სამეულში საერთოდ არ [...]

ვითომ კრიზისშია საბურთალო?
ჩანაწერი

ვითომ კრიზისშია საბურთალო?

სეზონი ბოლოსკენ მიდის და ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტისთვის ზედიზედ ორი წაგება, ერთობ საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს. ეგ კი არა, „დინამოს“ რომ „სიონისთვის“ მოეგო, დაკარგული ქულების  გათვალისწინებით პირველ ადგილზე აღმოჩნდებოდა. არადა, საბურთალოელები ჩემპიონატის დაწყებიდან ლიდერობენ. მხოლოდ მერვე ტურში გაუსწრო „დინამომ“ და ისიც ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით. საბურთალოელებს თამაშიც დალაგებული ჰქონდათ და 11 მატჩიანი წაუგებელი სერიაც გამოაცხვეს. ბოლო [...]