თვე: სექტემბერი 2018

Home 2018 სექტემბერი
შესანიშნავი ექვსეული
ჩანაწერი

შესანიშნავი ექვსეული

ფრენბურთში მსოფლიო ჩემპიონატს 24-დან 6 ნაკრებიღა შემორჩა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასულ 16 ნაკრებს პირველ ეტაპთან შედარებით ბევრად უფრო სასტიკი პირობები დახვდა: რჩეულ ექვსეულში მოხვედრას შეძლებდა მხოლოდ ჯგუფებში პირველადგილოსანი ოთხი ნაკრები პლუს ოთხი მეორეადგილოსნიდან ორი საუკეთესო. იტალიის ნაკრები მეორე ჯგუფურ ეტაპზე გმირის სტატუსით გადავიდა. მშობლიური ტრიბუნებით შეგულიანებული აპენინელები კოჭებს ამტვრევდნენ სუსტ თუ ძლიერ მეტოქეებს და მეორე [...]

ქართული უიღბლობანი სიგნალების ქალაქში
ჩანაწერი

ქართული უიღბლობანი სიგნალების ქალაქში

ბაქო სიგნალების ქალაქია. აქ ყველა შუქნიშანთან საქორწინო მაყრიონი გეგონებათ, ისეთი პიპინ-ჭყვიტინია ატეხილი… საერთოდ, საზღვარგარეთ უფრო აფასებ შენს ქვეყანას და ჩემი უდიდესი პატივისცემა თბილისელ ტაქსისტებს, მათთან შედარებით აქაურები გზააბნეული ცხვრებივით არიან. როცა, მეოთხე, თუ მეხუთე ტაქსისტმა ჩვენგან გაიგო  ნაციონალური ტანვარჯიშის დარბაზის არსებობა და გაოცებულებმა აღმოაჩინეს რომ მათ ქალაქში მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდებოდა, მე და ჩემმა მეგობრებმა საქმის [...]

სერი მგლებთან დაბრუნდა
ჩანაწერი

სერი მგლებთან დაბრუნდა

ამ სტრიქონების წერა რომ დავიწყე, „მანჩესტერი“ – „ვულვზის“ დასრულებამდე 15 წუთი რჩებოდა და ანგარიში 1:1 იყო, თუმცა უმთავრესი ამბავი „ოლდ ტრაფორდზე“ მატჩის დაწყებამდე მოხდა. მსაჯის სასტარტო სასტვენამდე 15 წუთით ადრე გუნდებისთვის განკუთვნილი გვირაბიდან სერ ალექს ფერგიუსონი გამოვიდა, თუმცა მოედანზე არ გასულა და ლოჟაში დაიკავა ადგილი. უნდა გენახათ ეს კადრები და მოგესმინათ ტრიბუნების რეაქცია. სხვაგვარად სრულად [...]

რონალდუ დაჯილდოების ცერემონიალზე არ ჩავა
ჩანაწერი

რონალდუ დაჯილდოების ცერემონიალზე არ ჩავა

დღეს, ლონდონში ფიფას გალა წარმოდგენაა — საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოება. და ცნობილი გახდა, რომ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელის არჩასვლის მიზეზი ოფიციალურად, სუფთა სპორტულია: მის გუნდს, „იუვენტუსს” კვირას სტუმრად „ფროზინონესთან” ჰქონდა თამაში, რომელიც 2:0 მოიგო, ხოლო ოთხშაბათს ის „ბოლონიას” მასპინძლობს. ასეთ დატვირთულ გრაფიკში მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო მოთამაშეს ლონდონში ჩასაფრენად დრო აღარ რჩება. „იუვენტუსმა” არგუმენტის [...]

სანე და მაიერი ევროვიტრინაზე
ჩანაწერი

სანე და მაიერი ევროვიტრინაზე

დავიწყოთ, ლეროი სანეთი, რომელზეც ამბობენ, „იუვენტუსის” პატრონ ანდრეა ანიელის ძალიან მოსწონს და კრიშტიანუ რონალდუს ყიდვით ჯიბეშეთხელებული ფინანსურად წელში რომ გასწორდება, მის გადაბირებას შეეცდებაო. ეს ცნობა „კალჩომერკატომ” გაავრცელა. გერმანელი 22 წლისაა. ბოლო დროს, აქა-იქ დაიწერა, რომ მას „მანჩესტერ სიტის” თავკაც პეპ გვარდიოლასთან ურთიერთობა ცოტა გაუფუჭდა და როგორც ჩანს „ბებერი ქალბატონი” სწორედ ამით აპირებს სარგებლობას. თუმცა, აქ [...]

გაზას ყვ…ირილი და ვინი ჯონსი
ჩანაწერი

გაზას ყვ…ირილი და ვინი ჯონსი

მსოფლიოს სპორტული ფოტოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სურათია,  როგორ უჭერს ვინი ჯონსი პოლ გასკოინს ყვერებში ხელს. ასეთი ბევრი არ არის. ნუ, ვთქვათ, როგორ ადგას თავზე გამარჯვებული კასიუს კლეი რინგზე განრთხმულ სონი ლისტონს და კიდევ რამდენიმე. ამ კაცობრიობას შემორჩენილი წამიდან 30 წელიწადი გავიდა. ეს ამბავი 1988 წლის თებერვალში, „უიმბლდონისა” და „ნიუკასლ იუნაიტედის” უგოლო შეხვედრის დროს, ყოფილ სტადიონ [...]

არასოდეს სთქვა არასოდეს… ანუ ორი მანჩესტერი
ჩანაწერი

არასოდეს სთქვა არასოდეს… ანუ ორი მანჩესტერი

ამ განთქმულ კინოსურათს მე ასე გადავაკეთებდი – არასოდეს სთქვა “მანჩესტერ იუნაიტედი”, გამორჩევით მაშინ, როცა ეს გუნდი კარგა მანძილით გასცდება იმ მოხდენილ “ოლდ ტრეფორდს”, ლა მანშს გადაცურავს და კონტინენტზე გადავა. როგორც კი ალექს ფერგიუსონის გუნდი ევროპის რომელიმე ქალაქში მოხვდება სათამაშოდ (გინდა ეს ქალაქი სტალინგრადი იყოს), იქ მთავრდება მანჩესტერული ფეხბურთი. გინდა თუ არა, უშველებელი ხმაურის, პომპეზურობის და [...]

ტოჩი კადობანიდან გამოძვრა
ჩანაწერი

ტოჩი კადობანიდან გამოძვრა

აკი ბაშოს ბოლოსწინა დღეს ლევან გორგაძის ტიტული ისევ სასწორზე იდო. სპეციალურმა კომისიამ ჩვენებური “კადობანში” ჩააყენა – თუ ქართველი დადებით ბალანსს ვერ გაინაღდებდა, ბაშოს დასრულების შემდეგ ოძეკის ტიტულს დაკარგავდა. ტოჩინოშინს აქამდე 7 მოგება და 6 მარცხი ჰქონდა და “კატიკოსის” (დადებითი ბალანსის მისაღწევად ბოლო ორი ჯახიდან ერთის მოგება მაინც სჭირდებოდა. ჩვენებურმა საქმე სახვალიოდ არ გადადო და მისი [...]

ნაბიჯი მედლამდე
ჩანაწერი

ნაბიჯი მედლამდე

ლაშა შავდათუაშვილს მსოფლიოს ჩემპიონობის უმთავრეს კანდიდატთა შორის არ ასახელებდნენ, მაგრამ ამდენი ტიტულისა და ასეთი გამოცდილების პატრონს ნებისმიერის წაქცევა შეუძლია. ასეთი ნებისმიერები ყატარელი რებაჰი, ბელორუსი შოკა და ფრანგი ბენჟამენი აღმოჩნდნენ. მეოთხედფინალში ჩვენებური ირანელი მოჰამად მოჰამადისგან იძლია და რეპეშაჟში გადაინაცვლა. ლაშა ვერც მონღოლ ცენგ-ოშერ ცოგბაატართან ვერას გახდა და გულდასაწყვეტი მარცხით დაემშვიდობა ბაქოურ ტატამს. როგორც გუშინ გამცნეთ, ორშაბათიდან [...]

ხამესის და ვაგნერის პრობლემები
ჩანაწერი

ხამესის და ვაგნერის პრობლემები

ვერა და ვერ მოისვენა ხამეს როდრიგესმა — ადრე „რეალში” ჰქონდა პრობლემა, ახლა „ბაიერნის” სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოიკიდა ფეხი. მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა მიმდინარე სეზონში, პირველივე წუთიდან სულ ახლახან, „ბენფიკას” წინააღმდეგ ათამაშა. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა, რომელიც ლისაბონში გაიმართა და „რეკორდმაისტერმა” 2:0 მოიგო. ხამესი 79-ე წუთამდე იყო მოედანზე. ბუნდესლიგის წინა ტურში კი, მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელი ნაკრებშიც [...]