თვე: სექტემბერი 2018

Home 2018 სექტემბერი
ლიგა ჩხუბით გაიხსნა
ჩანაწერი

ლიგა ჩხუბით გაიხსნა

ბარსელონაში, ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩი ქუჩაში ჩხუბით გაიხსნა: „ბარსასა” და პსვ-ს ფანებმა ერთმანეთისთვის მუშტები არ დაინანეს. ფოტოები და ვიდეოკადრები მოსახლეობამ აივნებიდან გადაიღო. ბრძოლაში მხარეები იყენებდნენ ყველაფერს: სკამებს, მაშხალებს და ასე შემდეგ. პრესა წერს, კიდევ კარგი ეს საომარი განწყობილება სტადიონზე აღარ გადავიდაო. თამაში მასპინძლებმა 4:0 მოიგეს. ლეო მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა. ეს იყო არგენტინელის კარიერაში [...]

სალაჰს ეწყინა თუ გაუხარდაო?
ჩანაწერი

სალაჰს ეწყინა თუ გაუხარდაო?

რობერტო ფირმინო თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მსაჯის წამატებულ წუთებზე გოლი შეაგდო — ეს იყო გამარჯვების დარტყმა, რომელმაც „ენფილდ როუდზე” გრძნობათა ენითაუწერელი ვულკანი ამოხეთქა. მერსისაიდელებისა და „პარი სენ ჟერმენის” ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩი ნამდვილი ბლოკ-ბასტერი გამოდგა. „ლივერპული” 2:0-ს იგებდა, პარიზელებმა 83-ე წუთზე გაათანაბრეს და მერე კი მოხდა ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ. ფირმინო სათადარიგოთა სკამზე [...]

მაღალპროცენტიანი სისულელე
ჩანაწერი

მაღალპროცენტიანი სისულელე

მესუთ იოზილის მრჩეველი ერქუთ სოგუთი თითქოსდა ძველ, მაგრამ ჯერაც აქტუალურ თემას დაუბრუნდა — ფეხბურთელის ნაკრებიდან წასვლიდან რვა კვირის თავზე მან ჟურნალ 11Freunde-სთან ინტერვიუში თქვა: „მესუთი არაფერში შემცდარა. ყველაფერი სწორედაც ასე უნდა მომხდარიყო. როდესაც პრეზიდენტი შეხვედრას გთხოვს, ელემენტარული ეტიკეტის ამბავია, რომ მიხვიდე”. ძნელი მისახვედრი არ არის, რაზეა ლაპარაკი. საქმე ეხება მსოფლიოს ჩემპიონატამდე ერთი ხნით ადრე იოზილისა და [...]

ცნობები არგენტინელთა ბანაკიდან
ჩანაწერი

ცნობები არგენტინელთა ბანაკიდან

არგენტინული წყაროები იტყობინებიან, რომ ოქტომბერში ეროვნულ გუნდს შესაძლოა ნიკოლას ოტამენდი დაუბრუნდეს და „ალბისელესტეს” მაისურით ორ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა. არგენტინელთა მწვრთნელი ლიონელ სკალონი როგორც ჩანს ისევ აპირებს „მანჩესტერ სიტის” ცენტრალურ მცველზე დაყრდნობას. ეს საუდის არაბეთში მოხდება, სადაც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ერაყისა და ბრაზილიის ნაკრებებს უნდა ესპარინგოს. „მუნდოალბისელესტე” წერს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად რამდენიმე [...]

მესის გუნდმა ლიგა ხუთ წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოიგო
ჩანაწერი

მესის გუნდმა ლიგა ხუთ წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოიგო

„გამპერის თასის” წინ ლიონელ მესიმ თქვა, რომ ამ სეზონში „ბარსელონა” ყველა ღონეს იხმარს რათა ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. დღეს „ბლაუგრანა” იწყებს, თბილისის დროით 20 საათსა და 55 წუთზე „ეინდჰოვენს” მასპინძლობს. მატჩისწინა ინტერვიუში ფილიპე კოუტინიუმაც დიდი ენთუზიაზმით ილაპარაკა. კოუტინიუს კატალონიელმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ რატომ ვერ მოიგო „ბარსამ”, რომლის შემადგენლობაშიც არც მეტი არც ნაკლები მესი თამაშობს, ბოლო ხუთ [...]

ჩვენ კი ნამდვილი ნეიმარი შეგვიტევს
ჩანაწერი

ჩვენ კი ნამდვილი ნეიმარი შეგვიტევს

დღეს „ენფილდზე” ჩემპიონთა ლიგის მატჩია, „ლივერპული” „პარი სენ ჟერმენს” ხვდება და მასპინძელთა მწვრთნელი იურგენ კლოპი ამბობს, რომ მისი ფეხბურთელები ნეიმარის გამოთიშვის მიზნით მის გადათელვას არ შეეცდებიან. მან ისიც აღიარა, რომ ბრაზილიელის განეიტრალება ფაქტობრივად შეუძლებელი საქმეა. „ნეიმარი პსჟ-მ ბოლო ტურის შეხვედრაში დაასვენა ასე რომ, ჩვენთან სათამაშოდ 100 პროცენტით იქნება მზად. ის დაშავებულიც აღარ არის. „ენფილდზე” სრულყოფილ ნეიმარს [...]

ინტრიგა დაბრუნდა
ჩანაწერი

ინტრიგა დაბრუნდა

„დინამომ“ ნავსი გატეხა, თანაც როგორ შეხვედრაში, მატჩში, რომელიც, შესაძლოა, გადამწყვეტიც აღმოჩნდეს წლევანდელ სეზონში. „საბურთალოს“ ორჯერ მოეგო წლეულს „დინამოსთვის“, აპრილში სტუმრად და ივნისში შინ, ორივეჯერ მინიმალური ანგარიშით. ამჯერადაც იგებდნენ გაგი მარგველაშვილის გოლით, მაგრამ მეორე ტაიმში ჯერ გიორგი რეხვიაშვილმა ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში (ეს მე-13 ავტოგილი გახლდათ სეზონში), მესამე დამატებულ წუთზე კი ლევან შენგელიამ ულამაზესი გამარჯვების გოლი [...]

რეკორდი
ჩანაწერი

რეკორდი

ისმინეთ მრავალგზის მოსმენილი: ქრისტეშობამდე 490 წელს, მარათონის ველზე, ათენიდან 42 კილომეტრისა და 195 მეტრის მოშორებით, ძველმა ბერძნებმა ვაგლახად ჰგვემეს აქემენიდების იმპერიის ლაშქარი და ფიდიპიდად წოდებულმა ერთმა ბერძენთაგანმა დიდებული ამბის ელინთა მთავარქალაქში სასწრაფოდ უწყება მოინდომა. ირბინა ბეჯითად, უწია ათენს, შეჰყვირა “გავიმარჯვეთ!” და გული ამოუვარდა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ანუ მოკვდა. ამ კოხტა ისტორიაში ერთადერთი თეთრი ლაქაა: [...]

სალაჰ, მიეცი პასი!
ჩანაწერი

სალაჰ, მიეცი პასი!

იურგენ კლოპი ამბობს, რომ მისმა „ლივერპულმა” „თამაშების მოკვლა” უნდა ისწავლოს. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, იმის მტკიცება, რომ რაკიღა გუნდი გასულ სეზონში ფინალში იყო, ახლა მაინცდამაინც უნდა გაიმარჯვოს, გერმანელი მწვრთნელის აზრით გადაჭარბებულია. შაბათს მერსისაიდელები სტუმრად „ტოტენჰემ ჰოთსპურს” შეხვდნენ და 2:1 მოუგეს. ანგარიში ჟორჟინიო ვინალდუმმა გახსნა, მეორე რობერტო ფირმინომ შეაგდო, „დეზებმა” კი მხოლოდ მსაჯის წამატებულ წუთებზე შეძლეს [...]

ორი გოლი და ერთი ფურთხი
ჩანაწერი

ორი გოლი და ერთი ფურთხი

320 უგოლო წუთის შემდეგ, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსის” შემადგენლობაში თავისი პირველი… და მეორე გოლები გაიტანა. ეს მოხდა „სასუოლოსთან” შეხვედრაში”, რომელიც „ბებერმა ქალბატონმა” 2:1 მოიგო. პრესა წერს, რომ რონალდუმ სწორედაც რომ დროულად დაიწყო გოლების გატანა — ჩემპიონთა ლიგის წინ. ოთხშაბათს, „იუვე” ვალენსიაში თამაშობს. თუმცა, ტურინელი გულშემატკივრისთვის ასე სასიხარულო თამაში „შახტარისა” და „ბაიერნის” ყოფილმა [...]