თვე: სექტემბერი 2018

Home 2018 სექტემბერი
პეპ გვარდიოლამ ფეხბურთელები არ დაასვენა
ჩანაწერი

პეპ გვარდიოლამ ფეხბურთელები არ დაასვენა

განრისხებულმა პეპ გვარდიოლამ „ფულემთან” 3:0 გამარჯვების მიუხედავად წუხელ „მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელები საწვრთნელ ცენტრში გამოიძახა და დამატებითი ვარჯიში ჩაუტარა. მართალია ლონდონელებთან შეხვედრაში „სიტიმ” 28(!) საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ კატალონიელმა მწვრთნელმა თქვა: „ძალიან გაბრაზებული ვარ. ჩემმა ფეხბურთელებმა მაწყენინეს და მათ ეს კარგად იციან. ვერ ვეგუები, როდესაც ისინი მარტივ რაღაცებს ვერ აკეთებენ. მაგალითად, მარტივ პასს ვერ აწვდიან ან [...]

დიადიდან სასაცილომდე
ჩანაწერი

დიადიდან სასაცილომდე

გასკდა გული! რამდენი გვარყია და გვაჯანჯღარა ერთმა თამაშმა! არ გვინდა, არ არის საჭირო ტაქტიკურ ჩავარდნებზე, მწვრთნელის შეცდომებზე, მოთამაშეთა ფსიქოლოგიური მზადყოფნის ხარვეზებზე და სხვა მეცნიერებებზე საუბარი. საქართველო-საბერძნეთის მატჩი იყო ორსაათიანი სანახაობა, რომელმაც ყველა ტრილერზე მეტად მიგვაჯაჭვა სპორტის სასახლის საკალათბურთო სარბიელს. პირველი მეოთხედის +13 უკვე იძლეოდა ზომიერი ოპტიმიზმის საფუძველს. ორიოდე წაფორხილების მიუხედავად, ქართველები მუხლმაგრად იდგნენ დაცვაში, ფანტაზიის [...]

ფავორიტები – წინ!
ჩანაწერი

ფავორიტები – წინ!

ფრენბურთში მსოფლიო პირველობაზე A-ჯგუფის თავში აშკარა ფავორიტის სახით იტალიის ნაკრები მიგელავს, რომელმაც სამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი პარტია წააგო და იაპონიის მუსვრას ბელგიელთა და არგენტინელთა დაწიხლვაც მიაყოლა. მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელი სამი ადგილისთვის ოთხი გუნდი იბრძვის (გარდა საცოდავი დომინიკის რესპუბლიკის ნაკრებისა). მეორე ადგილზე გასაჭრელად საკვანძო თამაში გუშინ სლოვენიამ მოუგო ბელგიას. 0:2 ჩამორჩენის შემდეგ სამხრეთელმა სლავებმა უმაგალითო [...]

აზარი — ევროპის საუკეთესო!
ჩანაწერი

აზარი — ევროპის საუკეთესო!

მაურიციო სარი ამბობს, რომ ედენ აზარს სეზონში 40 გოლის გატანა შეუძლია, ოღონდ ამისათვის საჭიროა მან დაცვაზე ზრუნვას თავი დაანებოს და საკუთარი საჯარიმოდან შორს, მეტოქის კარის სიახლოვეს იტრიალოს. „ჩელსიმ” მე-5 ტურში „კარდიფს” 4:1 მოუგო. ოთხიდან სამი გოლი ბელგიელმა გაიტანა. მას ჰეთ-თრიკი ოთხ წელიწადზე მეტია არ შეუსრულებია. ამ გამარჯვების შემდეგ დასავლეთ ლონდონელები პრემიერლიგის ცხრილის სათავეში დამკვიდრდნენ. გახარებულმა [...]

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ჩანაწერი

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

ერთი კარგად ამიხსენი, “ბარსელონას” ამბავი როგორ იქნება ტუზი დაეცა. განა ის კაცი ტუზია? ფაბიო კაპელო? რაღაც არ მესმის მაგის ტუზობა. მართლა არ გესმის. ეგ როგორი ტუზია იცი? ტუზი, ტუზი უნდა იყოს. “როგორი ტუზი” რა გამოთქმაა? აი, აგიხსნი. იცი, როგორი ტუზია? აი, კალოდაში რო დაიკარგა და ბოლოს მაინც კოზირად გამოვა. ვა? რა ქურდულადა თქვი. ეგრეა, კაპელო [...]

ბიჭი ვანიდან
ჩანაწერი

ბიჭი ვანიდან

ნიკა ნეფარიძე 22 წლის ქართველი მორაგბეა, რომელიც საფრანგეთში მესამე სეზონს ატარებს. შერკინების პირველ ხაზში, მარცხენა ბურჯის პოზიციაზე მოასპარეზე ყოფილი „უმცროსი ბორჯღალოსანი“ ორი წლის განმავლობაში პროფესიულ ოსტატობას სახელოვანი ფრანგული კლუბის, „კლერმონის“ მომზადების ცენტრში იმაღლებდა, გასულ ზაფხულში კი ბედის ცდა პროფესიონალებშიც გადაწყვიტა და გადავიდა საფრანგეთისვე რანგით მეორე ლიგაში, პრო დ 2-ში. ნიკა ნეფარიძის ახალი გუნდი „ვანი“ იგივე [...]

გვარდიოლა: დე ბრუინი არ იყიდება
ჩანაწერი

გვარდიოლა: დე ბრუინი არ იყიდება

პეპ გვარდიოლამ თქვა, რომ კევინ დე ბრუინის გამოსასყიდი თანხა 223 მილიონი გირვანქა ანუ 250 მილიონი ევროა. ბელგიელი ვარსკვლავის შესახებ „მანჩესტერ სიტის” თავკაცმა „უნივერსო ვალდანოსთან” ილაპარაკა. 27 წლის დე ბრუინი ჯერჯერობით სეზონის დასაწყისში მიღებულ მძიმე ტრავმას მკურნალობს. მოგეხსენებათ, ნახევარმცველი გასულ სეზონში „სიტის” ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და ძირითადი ინსტრუმენტი იყო. კატალონიელი მწვრთნელის თქმით ასეთი გამოსასყიდი თანხის [...]

ერთობა და უტეხობა
ჩანაწერი

ერთობა და უტეხობა

ქართველებმა გაიმარჯვეს! ერთიანობით და შეუპოვრობით ისრაელის ძლიერ ნაკრებთან 85:80 გამოსჭედეს და მთავარი ამ გამარჯვებაში იმ სენის დაძლევა იყო, რაგინდარა სპორტის სახეობაში ქართველთა საქმე არაერთგზის რომ გაუფუჭებია: პირველივე წაბორძიკებისას გუნების წახდენა და ხელების ჩამოყრა. დღეს საღამოს ბარე ორი იყო შემთხვევა, როცა ისრაელის შვილებმა ძალღონე მოიკრიფეს და არამცთუ წამოეწივნენ, არამედ გაუსწრეს კიდეც ჩვენებს და ეს იყო მომენტები, [...]

სახლში ჯობია
ჩანაწერი

სახლში ჯობია

მასპინძელთაგან სტუმრების გვემით დაიწყო იტალია-ბულგარეთში ფრენბურთის მსოფლიო ჩემპიონატი. რომში, გაიტალიელებული რუსის, ივან ზაიცევის კაპიტნობითა და დიაგონალზე ყუმბარისებრი დარტყმებით აპენინელებმა მზე დაუბნელეს ამომავალი მზის ქვეყნელებს, რაშიც 11 000-კაციანი პუბლიკის წილი მცირე არ იყო. უმაღლეს გვამთაგან თამაშს ესწრებოდნენ იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჯოვანი მალაგო და ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის ბრაზილიელი პრეზიდენტი, დოქტორი არი და [...]

მარადონა მექსიკის ნაცვლად გვატემალაში ჩავიდა. კი მაგრამ, ბელარუსი?..
ჩანაწერი

მარადონა მექსიკის ნაცვლად გვატემალაში ჩავიდა. კი მაგრამ, ბელარუსი?..

„დორადოს დე სინაოლა” ან უბრალოდ „დორადოსი” მექსიკის ქალაქ კულიაკანის გუნდია, რომელიც Ascenso MX-ში ანუ მეორე პროფესიულ ლიგაში გამოდის და რომელსაც ამიერიდან დიეგო მარადონა გაწვრთნის. რანაირად უნდა შეუხამოს დიდმა დიეგომ ბრესტის „დინამოს” თავმჯდომარეობას „დორადოსის” მწვრთნელობა არ ვიცით, მაგრამ ალბათ რამეს მოახერხებს. მარადონა თავის ახალ გუნდში ამ დღეებში უნდა ჩასულიყო და პირველი ვარჯიშიც უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ ადმინისტრაციული მიზეზების [...]