დღეს „ენფილდზე” ჩემპიონთა ლიგის მატჩია, „ლივერპული” „პარი სენ ჟერმენს” ხვდება და მასპინძელთა მწვრთნელი იურგენ კლოპი ამბობს, რომ მისი ფეხბურთელები ნეიმარის გამოთიშვის მიზნით მის გადათელვას არ შეეცდებიან. მან ისიც აღიარა, რომ ბრაზილიელის განეიტრალება ფაქტობრივად შეუძლებელი საქმეა.
„ნეიმარი პსჟ-მ ბოლო ტურის შეხვედრაში დაასვენა ასე რომ, ჩვენთან სათამაშოდ 100 პროცენტით იქნება მზად. ის დაშავებულიც აღარ არის. „ენფილდზე” სრულყოფილ ნეიმარს ვნახავთ და არა ისეთს, მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ თამაშობდა.
ჩვენ საუკეთესო ფორმაში მყოფ ნეიმართან მოგვიხდება გამკლავება, მაგრამ სხვა რა გზაა. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ის პასებით არ მოამარაგონ და სახეირო მომენტები ვერ შეუქმნან.
მეორე მხრივ, არ ვარ დარწმუნებული, რომ ნეიმარის სრული განეიტრალება შესაძლებელია. ის ხომ ფანტასტიკური მოთამაშეა”, — თქვა კლოპმა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე ნეიმარი ბელგიელი ედენ აზარის შემდეგ მეორე იყო, ვის წინააღმდეგაც მეტოქეები ყველაზე მეტჯერ დაჯარიმდნენ. შემდეგ, „მერსისაიდელთა” გერმანელ მწვრთნელს რუსეთის სტადიონებზე ბრაზილიელის მიერ გაფორმებულ ეპიზოდებზე, თეატრალურ წაქცევებსა და ტკივილის სცენების გადაჭარბებულ გათამაშებაზე ჰკითხეს.
„მე მსოფლიოს ჩემპიონატის რამდენიმე თამაში ვნახე და ვიცი, რომ ხალხი ნეიმარს სიმულაციაში სდებს ბრალს. ჩემთვის ეს სრულიად ნორმალური რეაქცია იყო, რადგან მეტოქეები მის წინააღმდეგ რეალურად უხეშობდნენ მას კი რამენაირად თავი უნდა დაეცვა. მწამს, რომ ნეიმარს თეატრალური ხრიკების მოწყობა სინამდვილეში არ უყვარს, რადგან სიმულიანტი ასეთ ფეხბურთს ვერ ითამაშებს, გონება სხვა რამით ექნება დაკავებული” — უპასუხა „წითლების” შეფმა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური20/08/2026 | 16:48დახურული მოგება
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
