გიორგი ლორია თბილისის „დინამოში“ ვარჯიშობს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას.
ლორიამ განაცხადა, რომ სამარის „კრილია სოვეტოვიდან“ საკუთარი ნებით არ წასულა. როგორც იცით, 32 წლის მეკარე რამდენიმე დღის წინ დაშორდა რუსულ კლუბს.
„კრილია ჩემი ინიციატივთ არ დამიტოვებია. სამწუხაროდ, ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება. მთელი სულითა და გულით მინდოდა გუნდის დახმარება, მაგრამ… კლუბის პერსონალს დიდ მადლობას ვუხდი. ცალკე გადავუხდი მადლობას „კრილიას“ ფანებს, რომლებიც მუდამ გვერდში მედგნენ, მით უმეტეს, რთულ მომენტებში. მოხარული ვარ, რომ მოგებისა თუ წაგების მიუხედავად ერთად ვიდექით. კიდევგ ერთხელ მადლობა და წარმატებები „კრილიას“. კიდევ შევხვდებით“ – დაწერა ლორიამ საკუთარ სოციალურ ქსელში.
რაც მალე გადაწყდება მისი საკლუბო მომავალი და მალე დაიწყებს თამაშს, მით უკეთესი. გიორგი საქართველოს ნაკრების მეკარეა და პრაქტიკა სჭირდება.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
