ანდრეა პირლომ თავად თქვა, რომ ის აღარ არის იტალიის ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი. არადა, ორიოდ დღის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირლო ამ ვაკანტური თანამდებობის მთავარი პრეტენდენტი იყო, მაგრამ გადაწყვეტილება შეცვალეს რუსულ ტოტალიზატორთან მისი კონტრაქტის გარშემო ატეხილი სკანდალის შემდეგ. ადრე, მწვრთნელმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც მან სცადა თავისი პოზიციის ახსნა და განაცხადა, რომ მისი თანამშრომლობა რუსულ კომპანიასთან კომერციული იყო და...
კატეგორია: სიახლეები
რატომ თქვა პსჟ-მ დიომანდეს ყიდვაზე უარი?
საგა დასრულდა. „პარი სენ ჟერმენმა“ 19 წლის კოტ დ’ივუარელი იან დიომანდეს ყიდვაზე ოფიციალურად აიღო ხელი. „ლაიფციგის“ გარემარბი „რეალში“ გადავა, რაშიც გერმანული კლუბი დაახლოებით 120 მილიონ ევროს მიიღებს. უნდა აღინიშნოს, რომ ივნისში პარიზელები ფეხბურთელის წარმომადგენლებთან ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება ბევრ დეტალს მოიცავდა, მაგრამ შაბათს პსჟ-ს პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ დიომანდეს ყიდვაზე უარს აცხადებს და შესაბამისად კარტ-ბლანში...
მამარდას პირველი ამხანაგური
„ლივერპულმა“ აშშ-ში, ნეშვილის „ჯიოდის პარკზე“ პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და „სანდერლენდს“ 4:2 მოუგო. ძირითად შემადგენლობაში 67 წუთის განმავლობაში ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა. მე-13 წუთზე ანგარიში ლივერპულელმა კიერან მორისონმა გახსნა. 28-ე წუთზე ენცო ლე ფემ ცხრიანში დამიზნებული შორეული დარტყმით გაქვითა. შესვენებისას მერსისაიდელებმა ხუთი ფეხბურთელი შეცვალეს, ხოლო სანდერლენდელებმა ათი. 49-ე წუთზე უკრაინელმა ტიმურ ტუტეროვმა „სანდერლენდი“ წინ გაიყვანა, მაგრამ...
ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
ჯანლუიჯი დონარუმას მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უთამაშია, მაგრამ ამან მას ბედნიერებაში ხელი ვერ შეუშალა: იტალიის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ მეკარემ ცოლი მოიყვანა. ჯიჯის და მისი ბავშვობის სიყვარულის ალესია ელეფანტეს ჯვრისწერა იტალიაში, პულიაში, ლოკოროტონდოს წმინდა Madre di San Giorgio Martire-ს ეკლესიაში შედგა. ქორწილში სხვა სტუმრებთან ერთად ფეხბურთელებიც იყვნენ დაპატიჟებულები. ჯვრისწერამ ყურადღება მიიპყრო სიძე-პატარძლის ჩაცმულობითა და დეკორაციით. ტაძრის...
მსოფლიო ბოლოზე
ავსტრალიაში გამართული წყალბურთელთა მსოფლიო თასიზე ასპარეზობა საქართველოს ნაკრებმა მერვე ადგილზე დაასრულა. იტალიასთან (12:18) და მონტენეგროსთან (16:18) მარცხის შემდეგ ბოლო მატჩი საქარტველომ ხორვატიასთან ითამაშა და 12:18 წააგო. რევაზ ჩომახიძის შეგირდები თავიდანვე ჩამორჩნენ: პირველი მეოთხედი 3:5 დათმეს, მეორე – 3:4. გადამწყვეტი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც ხორვატებმა 6:1 მოიგეს და მატჩის ბედიც იქ გადაწყვიტეს. ბოლო მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა...
პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
20 წლის წინ ანდრეა პირლო იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ახლა კი მკლავების დაკაპიწება და „სკუადრა აძურას“ კრიზისიდან ამოყვანა მოუწევს ― კარლო ანჩელოტისა და პეპ გვარდიოლას უარის შემდეგ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა ეროვნული გუნდის გაძღოლა ყოფილი ნახევარმცველისთვის მიენდო. პირლომ ნაკრების თავკაცის თანამდებობაზე თანაგუნდელი ჯენარო გატუზო შეცვალა. ბოლოხანს იტალიურ მედიაში იწერებოდა, რომ ფედერაციის მთავარი სამიზნე...
ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელ ფაბიან რუისს ერთხანს ბაზარში წასვლა არ მოუწევს. აშშ-დან შინ მსოფლიოს ჩემპიონის რანგში დაბრუნებულ ესპანელ ნახევარმცველს თანაქალაქელებმა უცნაური საჩუქარი, მისი წონა პომიდორი მიართვეს. ფაბიან რუისის ქალაქი გახლავთ ლოს პალასიოს ი ვიაფრანკა, რომელიც სევილიის პროვინციაში მდებარეობს. ქალაქში სულ 40 ათასი მოსახლეა, მაგრამ ესპანეთის ნაკრებს კარგი მოთამაშეებით ამარაგებს. ლოს პალასიოს ი ვიაფრანკადან არის მაგალითად ვეტერანი...
საქართველო მეშვიდესთვის
ავსტრალიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 5-8 ადგილებისთვის ნახევარფინალი მონტენეგროსთან 16:18 დათმო. შეგახსენებთ, მსოფლიო თასზე თამაში ამ გუნდებმა მეორე დივიზიონიდან მოიპოვეს. იქ ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ და ჩვენებმა 17:19 დათმეს. სხვაობა ახლაც იგივე გამოვიდა. რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა საწყისი სამი მეოთხედი თითო ბურთით წააგეს და მეოთხე მეოთხედს სამბურთიანი ჩამორჩენით შეხვდნენ. მართალია, ბოლო მონაკვეთი უკეთ ჩაატარეს,...
ლივერპულის ბედნიერი მეკარე 2029 წლამდე დარჩა
„ლივერპულის“ მეკარემ ფრედი ვუდმენმა მერსისაიდულ კლუბში თავისი პირველი სეზონი ეფექტურად დაასრულა და ახალი კონტრაქტი გააფორმა. ინგლისელი „ენფილდ როუდზე“ გასულ ზაფხულს ჩემპიონშიფის „პრესტონ ნორს ენდიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და გადაწყვიტა 2029 წლამდე დარჩეს. 29 წლის მეკარე „წითელთა“ კლუბში მივიდა როგორც მთავარი მეკარის ალისონ ბეკერისა და მისი სათადარიგოს, გიორგი მამარდაშვილის შემცვლელი მესამე გოლკიპერი. ახალ გუნდში პირველი...
რევანშისთვის
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის გათამაშება იტალიასთან მარცხით დაიწყო და ეს გასაკვირი არ არის, ვინაიდან აპენინელები უდავო ფავორიტებად მიიჩნევიან. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილი გუნდი 12:18 დამარცხდა. ორი მეოთხედი თითქმის თანაბარი ბრძოლა მიდიოდა და ჩვენები მეტოქეს მხოლოდ ორი ბურთით ჩამორჩებოდნენ – 5:7. მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც იტალიელებმა სამი ბურთით მოიგეს და ნათელი გახდა, რომ სოლიდური...









