როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის დამთავრების შემდეგ ლამინ იამალი აცრემლებულ ლეო მესის გადაეხვია, დედამიწაზე ძალიან ბევრს გაუელვა გონებაში, რომ ეს იყო სიმბოლური კადრი. ესტაფეტის გადაცემას ჰგავდა. ნიუ ჯერსის სტადიონზე ფანები დიდხანს სკანდირებდნენ მესის სახელს. ისინი ეთხოვებოდნენ 39 წლის ვარსკვლავს, რომელსაც ფეხბურთის უდიდეს სცენაზე უკანასკნელად ხედავდნენ. სწორედ ამ დროს მივიდა მასთან მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ვუნდერკინდი და გადაეხვია....
კატეგორია: მთავარი ამბავი
მსოფლიოს ღირსეული ჩემპიონი ჰყავს!
ესპანეთის ნაკრების მაისურს ამიერიდან მეორე ვარსკვლავი დაამშვენებს. იოჰანესბურგში მოპოვებული პირველი ტიტულიდან 16 წლის შემდეგ „ლა როხამ“ დაძაბულ და ვნებათაღელვით სავსე ფინალის დამატებით დროში არგენტინას 1:0 მოუგო. გოლი ფერან ტორესმა გაიტანა. ის ანდრეს ინიესტას შემდეგ მეორე ესპანელი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრაში გოლი გაიტანა. ქვემოთ გთავაზობთ მსოფლიო პრესის გამოხმაურებას. Telegraph: ესპანეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის ტიტული მოიგო,...
ორი ოქრო სარაევოდან
სარაევოში დასრულდა ევროპის ღია პირველობა ძიუდოში. საქართველოს მონაგარი ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალია. პირველი ოქრო გიორგი სარდალაშვილის ანგარიშზეა. ჩვენიანი ამჯერად ერთი წონითი კატეგორიით მაღლა, 66 კილოგრამამდე ასპარეზობდა. სარდალაშვილი ფინალში გერმანელ პატრიკ ვეიზერს დაეჭიდა და ჯერ ვაზარი აართვა, შემდეგ კი იპონით დაამარცხა. მეორე ოქრო ლუკა მაისურაძემ ირგუნა. 90 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში ლუკამ იტალიელ ჯაკომო...
სამხრეთაფრიკული ჰეგემონია
საქართველოში ახალგაზრდა მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში მეორედ ჩატარდა და ფაქტია, რომ ისევე, როგორც 2017-ში, წლევანდელი ტურნირიც უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული. მონაწილე გუნდების წევრებს დასვენების, თამაშებისთვის მომზადებისა და საკუთრივ თამაშისთვის საუკეთესო პირობები დახვდათ და ერთადერთი, რამაც გარკვეული დისკომფორტი შექმნა, რამდენიმე კოკისპირულწვიმიანი დღე იყო. თუმც, რაგბი ისეთი თამაშია, რომელსაც წვიმა უფრო უხდება, ვიდრე ტრადიციული თბილისური ივლისის ხვატი....
მატჩი, რომელიც არავის უნდოდა
ლამაზად დაწერა BBC-ს ჟურნალისტმა ემა სმიტმა – მატჩი რომელიც თავიდან არავის უნდოდა, იქცა მატჩად, რომლის დამთავრებაც არავის უნდოდაო. ინგლისელთა „ბრინჯაოს ფინალი“, რომელსაც აქამდე მშრალად მესამე ადგილისთვის შეხვედრას უწოდებდნენ და რომელშიც ერთმანეთს ინგლისის და საფრანგეთის ნაკრებები შეხვდნენ, ათგოლიანი თრილერი გამოდგა. ამ ათი გოლიდან 6 ინგლისელებმა გაიტანეს. მატჩი შეიძლებოდა კიდევ უფრო უხვგოლიანი ყოფილიყო. ბუკაიო საკა გახდა მეორე...
ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
პეპ გვარდიოლამ ღიად ისაუბრა თავის გადაწყვეტილებაზე, როცა „მანჩესტერ სიტის“ დატოვების შემდეგ დასვენება გადაწყვიტა. ტიტულიანმა კატალონიელმა სპეციალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამად სამწვრთნელო საქმეში დაბრუნებას არ გეგმავს და სურს, მეტი დრო ოჯახს დაუთმოს და ფეხბურთს მიღმა არსებული ცხოვრება შეიცნოს. „ვნახოთ, რა მოხდება. მენტალურად არ ვგრძნობ, რომ რამე მაკლია. არ ვფიქრობ, რომ ორ კვირაში ან ერთ თვეში ყველაფრის...
დე ლა ფუენტეს და როდრის არგენტინელთა აგრესიულ ქცევაზე ჰკითხეს
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ესპანეთი და არგენტინა ხვდებიან. შეხვედრის წინა დღეებში ესპანელ გულშემატკივრებს გაუჩნდათ შიში, რომ არგენტინელები ისევე მოიქცევიან, როგორც ინგლისთან ნახევარფინალში მოიქცნენ – თამაშს აგრესიულად და უხეშად დაიწყებენ. ამ თემაზე ჟურნალისტებმა პრეს-კონფერენციაზე სიტყვა როგორც „ლა როხას“ მწვრთნელ ლუის დე ლა ფუენტეს, ასევე გუნდის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავს როდრი ერნანდესს ჩამოუგდეს. კითხვას ჯერ ესპანელთა კაპიტანმა უპასუხა....
თეთრმა სახლმა მხარი არგენტინელებს დაუჭირა
თეთრმა სახლმა ბრძანა, რომ არგენტინელ ფეხბურთელებს ინგლისის ნაკრების დამარცხების შემდეგ თავიანთი აზრის თავისუფლად გამოთქმის სრული უფლება ჰქონდათ. მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში 2:1 გამარჯვების შემდეგ „ალბისელესტეს“ წევრებმა მოედანზე გაიტანეს ბანერი, რომელზეც მათი ქვეყნის ტერიტორიული პრეტენზია იყო გამოხატული. საუბარია არგენტინულად მალვინის, ხოლო ინგლისურად ფოლკლენდის კუნძულებზე, რომლებიც არგენტინასა და დიდ ბრიტანეთს შორის მუდმივი დავის საგანია. ამ კუნძულების გამო...
ეგ ბეჭედი ვისია?..
ფეხბურთის ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონი გუნდი მხოლოდ თასს, მედლებს და პრემიას არ მიიღებს, ფეხბურთელები სამახსოვრო ძვირფასი ბეჭდებითაც დაჯილდოვდებიან. მოგეხსენებათ, ბეჭდები ჩრდილოამერიკული ტრადიციაა და მათ გადასცემენ NBA-ში, NFL-ში, NHL-ში, MLB-სა და სხვა ლიგების გამარჯვებულებს. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებულისთვის დამზადებული ბეჭდის ერთ მხარეს გამოსახული იქნება მსოფლიო თასი, ხოლო მეორე მხარეს – იმ ქვეყნის სიმბოლოები, რომელიც ჩემპიონი გახდება. ჩემპიონებისთვის ჯამში 30 ბეჭედი...
ლინეკერი: ეს ტუხელი გერმანელების მოგზავნილი ხომ არ იყო?
ინგლისის ნაკრების მარცხმა არგენტინასთან მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში (1:2) ფეხბურთის სამშობლოში დიდი ბრაზი გამოიწვია. გულშემატკივრები მწვრთნელს თომას ტუხელს განურისხდნენ. მიზეზი: როდესაც ინგლისელები ენტონი გორდონის გოლით დაწინაურდნენ, 52 წლის გერმანელმა ანგარიშის შენარჩუნების მიზნით მოედანზე მცველები შეიყვანა, რამაც ცუდი შედეგი მოუტანა. ფეხბურთის ასოციაცია იწყებს საკითხის საფუძვლიან შესწავლას. ტუხელი კონტრაქტის თანახმად თანამდებობაზე ევრო 2028-ის დამთავრებამდე უნდა დარჩეს. ნაკრებთან დაახლოებული...









