სექტემბრიდან, ბოლო 14 წელიწადში პირველად, საფრანგეთის ნაკრებს დიდიე დეშამი არ გაწვრთნის. მას ახალი თავკაცი, ლეგენდარული ზინედინ ზიდანი უხელმძღვანელებს. ოფიციალურად ეს 28 ივლისს გამოაცხადეს, მაგრამ დეშამი რომ წავიდოდა და მის ნაცვლად თანამდებობას ზიდანი დაიკავებდა, ყველამ დიდი ხანია იცოდა. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასა და „რეალის“ ყოფილ ვარსკვლავს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2025 წლის თებერვალში გაიმართა, როდესაც დეშამმა განაცხადა,...
კატეგორია: მთავარი ამბავი
ფეხბურთის ახალ წესს პრემიერლიგა დატესტავს
ინგლისი ფეხბურთის ახალი წესის შემოწმებას იწყებს. გასულ სეზონში იყო ბევრი შემთხვევა, როდესაც დაშავებულ მეკარეს ექიმი პირდაპირ მოედანზე მკურნალობდა, რა დროსაც ფეხბურთელები ისვენებდნენ და მწვრთნელებისგან დავალებებს იღებდნენ. ასეთი პაუზა მატჩის მიმდინარეობას ცვლიდა. 2023-24 წლების სეზონში შემოიღეს წესი, რომლის თანახმადაც როდესაც ეგრეთწოდებული მინდვრის მოთამაშე ექიმის დახმარებას საჭიროებს, მან მოედანი უნდა დატოვოს. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც მოწინააღმდეგე, რომელმაც ტრავმის...
რატომ თქვა პსჟ-მ დიომანდეს ყიდვაზე უარი?
საგა დასრულდა. „პარი სენ ჟერმენმა“ 19 წლის კოტ დ’ივუარელი იან დიომანდეს ყიდვაზე ოფიციალურად აიღო ხელი. „ლაიფციგის“ გარემარბი „რეალში“ გადავა, რაშიც გერმანული კლუბი დაახლოებით 120 მილიონ ევროს მიიღებს. უნდა აღინიშნოს, რომ ივნისში პარიზელები ფეხბურთელის წარმომადგენლებთან ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება ბევრ დეტალს მოიცავდა, მაგრამ შაბათს პსჟ-ს პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ დიომანდეს ყიდვაზე უარს აცხადებს და შესაბამისად კარტ-ბლანში...
მამარდას პირველი ამხანაგური
„ლივერპულმა“ აშშ-ში, ნეშვილის „ჯიოდის პარკზე“ პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და „სანდერლენდს“ 4:2 მოუგო. ძირითად შემადგენლობაში 67 წუთის განმავლობაში ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა. მე-13 წუთზე ანგარიში ლივერპულელმა კიერან მორისონმა გახსნა. 28-ე წუთზე ენცო ლე ფემ ცხრიანში დამიზნებული შორეული დარტყმით გაქვითა. შესვენებისას მერსისაიდელებმა ხუთი ფეხბურთელი შეცვალეს, ხოლო სანდერლენდელებმა ათი. 49-ე წუთზე უკრაინელმა ტიმურ ტუტეროვმა „სანდერლენდი“ წინ გაიყვანა, მაგრამ...
ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელ ფაბიან რუისს ერთხანს ბაზარში წასვლა არ მოუწევს. აშშ-დან შინ მსოფლიოს ჩემპიონის რანგში დაბრუნებულ ესპანელ ნახევარმცველს თანაქალაქელებმა უცნაური საჩუქარი, მისი წონა პომიდორი მიართვეს. ფაბიან რუისის ქალაქი გახლავთ ლოს პალასიოს ი ვიაფრანკა, რომელიც სევილიის პროვინციაში მდებარეობს. ქალაქში სულ 40 ათასი მოსახლეა, მაგრამ ესპანეთის ნაკრებს კარგი მოთამაშეებით ამარაგებს. ლოს პალასიოს ი ვიაფრანკადან არის მაგალითად ვეტერანი...
ლივერპულის ბედნიერი მეკარე 2029 წლამდე დარჩა
„ლივერპულის“ მეკარემ ფრედი ვუდმენმა მერსისაიდულ კლუბში თავისი პირველი სეზონი ეფექტურად დაასრულა და ახალი კონტრაქტი გააფორმა. ინგლისელი „ენფილდ როუდზე“ გასულ ზაფხულს ჩემპიონშიფის „პრესტონ ნორს ენდიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და გადაწყვიტა 2029 წლამდე დარჩეს. 29 წლის მეკარე „წითელთა“ კლუბში მივიდა როგორც მთავარი მეკარის ალისონ ბეკერისა და მისი სათადარიგოს, გიორგი მამარდაშვილის შემცვლელი მესამე გოლკიპერი. ახალ გუნდში პირველი...
ტრამპს ინფანტინო გაეროს გენერალურ მდივნად მოუნდა
ფიფას მერე გაეროში? „ვოშინგტონ პოსტის“ თანახმად დონალდ ტრამპი ჯანი ინფანტინოს გაეროს გენერალურ მდივნად წარდგენას აპირებს. თუ ვინმეს „ვოშინგტონ პოსტის“ საიმედოობა აეჭვებს, ყურად იღოს, რომ ეს ინფორმაცია „ნიუ იორკ პოსტმაც“ გადაბეჭდა. ჯანი ინფანტინო მოგეხსენებათ ფიფას პრეზიდენტია, ხოლო გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში გახლავთ, რომელიც 31 დეკემბერს თანამდებობას ტოვებს, ვინაიდან უკვე 10 წლის ანუ ორი ვადის განმავლობაში...
ვარსკვლავი
მაშინ, როცა გიო ახვლედიანმა ეს წერილი დაწერა დიდი კევინ კიგანი ლონდონის ფულემის მწვრთნელი იყო და რამდენიმე თვეში ინგლისის ნაკრების თავკაცად დაინიშნა, იმ ინგლისის რომლის შემადგენლობაშიც ცხრა წელიწადს ბრწყინავდა და 63 ჩატარებულ მატჩში 21 გოლი გაიტანა. თუმც მისი კარიერის პიკი 70-იანი წლების ბოლოზე, საკლუბო დონეზე მოდის, ჯერ „ლივერპულში“ კაშკაშებდა, შემდეგ – „ჰამბურგში“… დანარჩენს კი თავად გიო...
ESPN-მა ვიდეო გამოაქვეყნა
ESPN-მა ვიდეო გამოაქვეყნა. გადაღებულია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შესვენება. MetLife Stadium-ის გვირაბში, სადაც არგენტინელი ფეხბურთელები მოედანზე დაბრუნების წინ შეგროვდნენ ლეო მესიმ და მეკარე ემილიანო მარტინესმა თანაგუნდელებს გამამხნევებელი სიტყვით მიმართეს. პირველი ტაიმი მართალია 0:0 დამთავრდა, მაგრამ სამხრეთ ამერიკული გუნდისთვის რთული გამოდგა. თამაში ესპანელთა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა და როგორც შემდეგ გაირკვა ხსენებული სამოტივაციო სიტყვების მიუხედავად ასევე გაგრძელდა –...
წიტა ლორიანს უნდა
დამთავრდა მსოფლიოს ჩემპიონატი და საფეხბურთო სამყაროს ყურადღება საკლუბო ამბებზე გადაერთო. საკლუბო ფეხბურთში კი ტრანსფერების პერიოდია. გთავაზობთ ფრანგული საიტის maxifoot-ის მიერ ჩამოწერილ ჩვენთვის ყველაზე საინტერესო სადღეისო ცნობებს ევროპიდან. 1. გიორგი წიტაიშვილის დამატება „ლორიანს“ უნდა. გიორგი თავისუფალი აგენტია. „ლიროანი“ ლიგა 1-ის გუნდია, რომელმაც ბოლო სეზონში მე-10 ადგილი დაიკავა. თუ ეს ტრანსფერი განხორციელდება მაშინ საფრანგეთის ლიგაში ქართულ დერბის...









