ვინისიუსი 2032 წლის 30 ივნისამდე „რეალში“ ითამაშებს. ბრაზილიელმა კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ მადრიდულმა კლუბმა ოფიციალურად განაცხადა. 26 წლის ვარსკვლავის წინა კონტრაქტი 2027 წლამდე იყო ძალაში. ამით „არსენალს“ უნდოდა ესარგებლა. ლონდონელებს ძალიან სურდათ ვინისიუსის გადაბირება, მაგრამ „რეალისა“ და ფეხბურთელის 18-თვიანი მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდა. ესპანური მედია წერს, რომ მხარეები ხელფასის მომატებაზე შეთანხმდნენ. ამიერიდან ვინისიუსი სეზონში 24 მილიონ...
კატეგორია: მთავარი ამბავი
ლუის ენრიკე მაინც კმაყოფილი დარჩა
„ობიექტური შეფასება ძნელია. ვფიქრობ, პირველი ტაიმი საინტერესოდ ვითამაშეთ, მაგრამ შემდეგ დავუშვით შეცდომა, რომელმაც მეტოქის მეორე გოლი განაპირობა და ამის შემდეგ ყველაფერი გართულდა. მე კმაყოფილი ვარ იმით, რაც ვნახე. ვნახე აკადემიის აღზრდილი რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელთაც ძალიან კარგად ითამაშეს. ამ შეხვედრაში მთავარი ამოცანა ფიზიკური ფორმის გაუმჯობესება იყო. რასაკვირველია, ის შედეგი ვერ მივიღეთ რაც გვინდოდა, მაგრამ ეს...
ბარსელონა ატლეტიკოს უტევს
„ბარსელონა“ 26 წლის ხულიან ალვარესის გადაბირებაზე მუშაობს. კატალონიური კლუბი ტრანსფერის ხორცშესასხმელად არგენტინელი ფეხბურთელის აგენტებთან ერთად ეძებდა გამოსავალს და როგორც საიტი eldesmarque წერს, მიზანს ფაქტობრივად მიაღწია. „ბარსას“ სპორტული დირექტორი დეკუ მადრიდში ჩავიდა და უახლოეს საათებში გამართავს მოლაპარაკებას. ეს მოლაპარაკება შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. eldesmarque-ს ინფორმაციით შეხვედრა დეკუსა და არგენტინელი თავდამსხმელის აგენტებს შორის ბარსელონაში უნდა გამართულიყო, მაგრამ მიზეზთა...
ოფიციალურად: საზონოვი ხეტაფეს ფეხბურთელია!
ოფიციალურად დადასტურდა: საბა საზონოვი „ხეტაფეს“ ფეხბურთელია! ქართველი მცველი ესპანეთის მეშვიდე გუნდში „ტორინოდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. საზონოვის უმოქმედობა მთელ წელიწადს გაგრძელდა. AS წერს, რომ შარშან ამ დროს მას „ხეტაფესთან“ ყველაფერი მოგვარებული და შეთანხმებული ჰქონდა, მაგრამ ბოლო წამს დაშვებულმა დასანანმა ბიუროკრატიულმა შეცდომამ მხარეების შრომა წყალში ჩაყარა. და აი, 12 თვის შემდეგ „ხეტაფეს“ სპორტული დირექტორის დაჟინებამ შედეგი...
გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
„რეალის“ თამაში ძალიან არის დამოკიდებული იმაზე, თუ რას გადაწყვეტს ვინისიუსი ― დარჩება „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თუ წავა. ამიტომ, გუნდის მწვრთნელისთვის ჟოზე მოურინიუსთვის მნიშვნელოვანია ბრაზილიელმა დროზე მიიღოს გადაწყვეტილება. დღეს მადრიდში ასეთი სურათია: კლუბი ვარსკვლავს კონტრაქტის განახლებას სთავაზობს, მას კი შეთავაზებული ხელფასი არ აკმაყოფილებს. თუ კლუბი და გარემარბი საერთო ენას ვერ გამონახავენ, ყველაზე რეალური ალბათ ვინისიუსის „არსენალში“ გადასვლა...
მამარდას ბოლო ამერიკული თამაში
„ლივერპულმა“ სამმატჩიანი ტურნე აშშ-ში ჩიკაგოს Soldier Field-ზე „ლიდსთან“ 2:4 წაგებით დაამთავრა. „ლივერპულ ექო“ წერს, რომ გუნდი მეორე ტაიმში ჩავარდა, რასაც წინ ანდონი ირაოლას მიერ განხორციელებული ბევრი ცვლილება უძღოდა. არადა, მერსისაიდელები ლუკ ჩემბერსის და ფლორიან ვირტცის გოლებით 2:0-ს იგებდნენ. ამის მერე ბრენდენ აარონსონმა, დომინიკ კალვერ-ლევინმა (ორჯერ) და შონ ლონგსტაფმა გიორგი მამარდაშვილის კარში ოთხი გოლი გაიტანეს. ქართველმა...
ალეგრი: რა მშვენიერი სიტყვაა ჩემპიონთა ლიგა
„ნაპოლი“ ასი წლის გახდა, რასაც ნეაპოლში პიაცა პლებიშიტოზე დიდი ღონისძიება მიეძღვნა. საღამოზე სხვადასხვა გამომსვლელთა შორის იყო „პარტენოპეელთა“ ახლანდელი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრიც, რომელმაც თქვა: „აქ ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია. 30 წლის შემდეგ ისევ „ნაპოლიში“ ვარ (1997 წელს ის „ნაპოლის” ფეხბურთელი იყო). დრო დროს ცვლის, ხან კარგი პერიოდია და ხან ცუდი, მაგრამ ნეაპოლელები ყოველთვის ფეხზე დგებიან. დიდი...
ინფანტინომ უკან დაიხია!
ჯანი ინფანტინომ პროექტზე, რომელმაც მსოფლიო სკანდალი გამოიწვია უარი თქვა. მას უნდოდა დაეარსებინა ფიფას შვილობილი კომპანია (Fifa Forward Enterprise), რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის წილებს კერძო ინვესტორებს მიყიდდა, მაგრამ ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა. უპირველესად ხმა აიმაღლა უეფამ. ევროპელ კოლეგებს კონკაკაფი აჰყვა. მათ თქვეს რომ ფიფას შეჯიბრებებს ბოიკოტს გამოუცხადებენ. ინფანტინო აპირებდა ხსენებული შვილობილი კომპანია 20.22 მილიარდ დოლარად შეეფასებინა და 20...
ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
ესპანური AS წერს, რომ მართალია „სევილიას“ მთავარი ამოცანა თავდამსხმელის ყიდვაა, ლუის გარსია პლასამ დირექტორატს ნახევარმცველიც შეუკვეთა. სერბი ნემანია გუდელის წასვლამ ნახევარდაცვის შუაში ახალი ფეხბურთელის მიყვანის საჭიროება გააჩინა. გაზეთის აზრით სევილიელებს ურჩევნიათ ისეთი მოთამაშე შეიძინონ, რომელიც ესპანურ ფეხბურთს კარგად იცნობს, ასეთი კი გიორგი ქოჩორაშვილია. ქართველი ფეხბურთელი პორტუგალიას ვერ შეეწყო. 27 წლის ნახევარმცველი ლისაბონის „სპორტინგში“ შარშან ამ...
მამარდას მეორე ამხანაგური აშშ-ში
„ლივერპულმა“ ახალი მწვრთნელის ანდონი ირაოლას ხელმძღვანელობით ამერიკაში სეზონისწინა შეკრებაზე ზედიზედ მეორე ამხანაგური შეხვედრა მოიგო. ამჯერად „წითლებმა“ „ვრექსჰემი“ დაამარცხეს 1:0. მატჩი ნიუ იორკში გაიმართა. ერთადერთი გოლი მოედანზე მეორე ტაიმში შესულმა რიო ნგუმოჰამ გაიტანა. მისი დარტყმულისთვის გზის გადაღობვას მცველი ლუის ბრანტი ცდილობდა, მაგრამ ბურთმა რიკოშეტით „ვრექსჰემისთვის“ არასასურველი ტრაქტორია მიიღო და კარში ჩაეშვა. ირაოლამ ამჯერადაც ნიუ იორკში წაყვანილი...









