არგენტინელ ნახევარმცველ ლეანდრო პარადესს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, უფრო სწორედ საფინალო სასტვენის შემდეგ ჩხუბის გამო 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. შეგახსენებთ, რომ გადამწყვეტი შეხვედრა არგენტინელებმა ესპანელებთან წააგეს 0:1 და არგენტინელთა ქცევა სავარაუდოდ ამ წაგების სიმწარემ განაპირობა. ფიფას სადისციპლინო კომისიამ 7-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა პარადესის თანაგუნდელი ნაუელ მოლინა, რომელიც გამარჯვებით გახარებულ როდრის დაესხა თავს. ამ ორ ფეხბურთელს დაეკისრა 90 000...
კატეგორია: მთავარი ამბავი
იბერიამ იაგელონიასთან ვერაფერი გააწყო
ევროპის ლიგის ფლეი ოფში სათამაშოდ „იბერია 1999“ პოლონეთში, „იაგელონიას“ ეწვია და 0:4 დამარცხდა. იბერიელებმა კარგად დაიწყეს და ორი სახიფათო მომენტის შექმნეს, თუმცა მასპინძლებმა მე-20 წუთიდან თამაში მისთვის სასურველ კალაპოტში გადაიყვანეს და შესვენებამდე ორი ბურთიც შეაგდეს: ჯერ „იბერიას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გიორგი მაკარიძემ კი მოიგერია, მაგრამ მსაჯმა ქართული გუნდის მხრიდან წესების დარღვევის გამო ხელმეორედ დარტყმის...
კვარა პარიზის ნაცვლად სტუმრად ითამაშებს
„პარი სენ ჟერმენისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას ფანებს „პარკ დე პრენსზე“ თამაშის ნახვამდე ორიკვირიანი ლოდინი მოუწევთ. როგორც ფრანგული მედია იუწყება ქვეყნის პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ საფრანგეთის ჩემპიონისა და „რენის“ მატჩი რენში, „როაზონ პარკზე“ გადაიტანა. შეხვედრა კვირას, 23 აგვისტოს პარიზში უნდა გამართულიყო, მაგრამ „პარკ დე პრენსის“ მოედანი ზაფხულის მზეს ისე დაუზიანებია, რომ გამოსაცვლელია. საინტერესოა, რომ ბალახი მაღალ ტემპერატურას...
როგორ მოემზადა მამარდაშვილი სეზონისთვის?
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ სეზონისწინა სამზადისი დაამთავრა. ახალმა მწვრთნელმა ანდონი ირალოამ ფეხბურთელები შეისწავლა და სავარაუდოდ შთაბეჭდილება შეექმნა ამ ეტაპზე ვის მეტად უნდა ენდოს და ვის ნაკლებად. პრე-სეზონი „წითლებმა“ შინ, „კომოსთან“ 2:0 გამარჯვებით დაასრულეს. ჯამში ზაფხულის პერიოდში მერსისაიდელებმა ექვსი ამხანაგური თამაში ჩაატარეს. საიტმა This is Anfield შეადგინა სეზონისწინა სამზადისში მონაწილე ყველა ფეხბურთელის რეიტინგი. საიტი წერს, რომ სეზონისწინა...
პსჟ ყველა ტიტულს ვეღარ მოიგებს
დიდწილად რიცხობრივ უმცირესობაში მოთამაშე „ლანსმა“ „პარი სენ ჟერმენს“ საფრანგეთის სუპერთასი მოუგო – 1:0. საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცის კლაუს ტოპმიოლერის ვაჟის, დინო ტოპმიოლერის გუნდს გამარჯვება 32-ე წუთზე ფლორიან ტოვენმა მოუტანა. პსჟ ახალ სეზონში ყველა ტიტულს ვეღარ აღმართავს, არადა ოთხი დღით ადრე, როდესაც ევროპის სუპერთასზე „ასტონ ვილა“ 2:1 დაამარცხა, შესანიშნავად დაიწყო. როგორც აღვნიშნეთ, „ლანსი“ ორიდან თითქმის ერთი...
ლიდერი ისევ რუსთავია
თითქმის თვენახევრიანი შესვენების შემდეგ ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა. გასულ უქმეებზე მე-20 ტურის შეხვედრები გაიმართა. ნაჟალგირისევს საინტერესო იყო თბილისის „დინამოს“ ვითარება. ეს ალბათ ტურის ერთ-ერთი მთავარი ამბავი გახლდათ: როგორ მდგომარეობაში არიან ვილნიუსის კატასტროფის შემდეგ დინამოელები. ამჯერად ისინი „სპაერს“ სტუმრობდნენ და 73-ე წუთამდე აგებდნენ, შემდეგ კი ორი წუთის ინტერვალში ორი ბურთი გაიტანეს და 1:2 გაიმარჯვეს. ანგარიში 18...
მამარდას მორიგი ამხანაგური
გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. მორიგ ამხანაგურ შეხვედრაში მერსისაიდელებმა 2:3 წააგეს „მონაკოსთან“. ამჯერად ინგლისური გუნდის კარს შვებულებიდან დაბრუნებული ალისონ ბეკერი იცავდა, ქართველი გოლკიპერი კი საქმეში მეორე ტაიმში ჩაერთო. პირველი ორი გოლი „წითლებმა“ გაიტანეს. ორივე ალექსანდერ ისაკმა შეაგდო. შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე ალექსანდ გოლოვინმა პენალტით შეამცირა სხვაობა. მეორე ტაიმში ანდონი ირაოლამ ლივერპულელთა შემადგენლობა თანდათანობით მნიშვნელოვნად...
ხვიჩამ უხეშობამდე კარგად ითამაშა
„პარი სენ ჟერმენისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ამხანაგური შეხვედრა (1:1) დიდი ტემპითა და სანახაობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ იმას, რაც გულშემატკივარმა რამდენიმე დღის წინ მალიორკაზე ნახა, (0:3) სჯობდა. ჩვენ უპირველეს ყოვლისა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში გვაინტერესებს, რომელიც ფრანგულ საიტ maxifoot-ს ზუსტად აქვს აღწერილი: „პსჟ-ს ჩინებული სტარტის დროს ძალიან მოწადინებული იყო. პირველი გოლის ეპიზოდში დრო ფერნანდესს მიაწოდა დროული პასი...
სპორტი: მადლობას შენ უნდა უხდიდე ბარსელონას
ფრანგულ მედიაში იწერება, რომ მსოფლიოს ჩემპიონი, მუნდიალის ფინალში ერთადერთი გოლის ავტორი ფერან ტორესი „პარი სენ ჟერმენში“ გადავა. მას ერთ წელიწადში „ბარსელონასთან“ კონტრაქტი ეწურება. იმავეს იმეორებს კატალონურ პრესაც. იქ ამბობენ, რომ ტორესი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის გამარჯვებულს დღე დღეზე დათანხმდება და მეტიც, ერთი სული აქვს როდის გააფორმებს პარიზელებთან კონტრაქტს. გრაფიკის თანახმად თავდამსხმელი „ბარსელონას“ ვარჯიშებს 12 აგვისტოს...
მექსიკა და არგენტინა ინფანტინოსკენ არიან
მექსიკის ფეხბურთის ფედერაციამ თავის რეგიონულ კონფედერაციას კონკაკაფს უღალატა და ჯანი ინფანტინოს დაუჭირა მხარი. კონკაკაფი ფეხბურთს ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში ხელმძღვანელობს. მას მერე, რაც ინფანტინომ ზეწოლის შედეგად უკან დაიხია და მსოფლიოს ჩემპიონატების წილების გაყიდვაზე უარი თქვა, კონკაკაფმა მისი პრეზიდენტობა ეჭვქვეშ დააყენა და საქმის დეტალური გამოკვლევა მოითხოვა. მექსიკა, როგორც ამ ორგანიზაციის წევრი თითქოს იმავე პოზიციაზე უნდა ყოფილიყო,...









