კატეგორია: აქეთურ-იქითური

Home აქეთურ-იქითური
ესპანეთის ნაკრების საიდუმლო
ჩანაწერი

ესპანეთის ნაკრების საიდუმლო

მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებებით გული იჯერეს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები მაინც შთაგონებით თამაშობენ და შეხვედრას შეხვედრაზე იგებდნენ. ლამინ იამალმა და კომპანიამ ერთა ლიგაში ჯერ ინგლისს მოუგო 3:2, შემდეგ კი ხორვატიას – 4:1. აშკარაა, რომ ლუის დე ლა ფუენტეს გუნდს ისევ ყველა ტიტულის მოპოვება უნდა და წარმატების წყურვილი ჯერ არ განელებია. მაინც...

მარკო როსი: უნგრეთში მაინც წარმატებას ელიან
ჩანაწერი

მარკო როსი: უნგრეთში მაინც წარმატებას ელიან

ხვალ საქართველოს ნაკრები ერთა B ლიგის შეხვედრაში ბუდაპეშტში უნგრეთს შეხვდება. წინა ტურში ორივე გუნდმა 0:0 ითამაშა, საქართველომ შინ უკრაინასთან, ხოლო უნგრეთთან სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიასთან. ვფიქრობთ საინტერესო იქნება ვნახოთ, თუ რა თქვა უნგრეთის გუნდის იტალიელმა მწვრთნელმა მარკო როსიმ ჩრდილოეთ ირლანდიასთან თამაშის შემდეგ. გთავაზობთ ციტატებს: „ჩვენ მეტოქეს სივრცეები შევუზღუდეთ, მაგრამ იყო ცალკეული სიტუაციები, როდესაც უნებლიე შეცდომები დავუშვით....

ალ-ხელაიფი: დემბელე, კვარა ან რუისი
ჩანაწერი

ალ-ხელაიფი: დემბელე, კვარა ან რუისი

„პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტ ნასერ ალ-ჰელაიფის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე ჰკითხეს. ის დანიაში ევროპის კლუბთა ასოციაციის კონგრესზე იმყოფება, ორგანიზაციის თავმჯდომარეა, „თქვენ ახლა სხვა კლუბებთან დამაპირისპირებთ, – უპასუხა ალ-ჰელაიფიმ ღიმილით, – მე ყველა ფეხბურთელს დიდ პატივს ვცემ იქნება ეს კილიან მბაპე თუ იამალი, ისინი განსაკუთრებულები არიან. კილიანს ბუნებრივია ძალიან კარგადაც ვიცნობ, ის წარმოუდგენლად ნიჭიერი ფეხბურთელია, აშკარად მსოფლიოში...

B ლიგის დონის გუნდი
ჩანაწერი

B ლიგის დონის გუნდი

უნგრული საიტი nemzetisport.hu წერს, რომ ერთა ლიგაში ჩატარებული ორი შეხვედრის შემდეგ უკვე შეიძლება რეალისტური სურათის შექმნა იმის შესახებ თუ რა დონეზეა დღეს მათი ქვეყნის ნაკრები. ვფიქრობთ, საქართველოს მომდევნო მეტოქის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება ჩვენთვისაც საინტერესო უნდა იყოს. წერილი იწყება იმის აღიარებით, რომ B ლიგის ეს ჯგუფი (უკრაინა, ჩრდილოეთ ირლანდია და საქართველო) კლასის მიხედვით უნგრეთის ნაკრებისთვის...

დე ბრუინი მსაჯს: F*ck off man!
ჩანაწერი

დე ბრუინი მსაჯს: F*ck off man!

ფეხბურთის ახალი წესები ყველას ეხება, მათ შორის კევინ დე ბრუინსაც. ერთ-ერთი ახალი წესის თანახმად თუ ფეხბურთელს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, მკურნალობის მერე მან მოედანი ერთი წუთით უნდა დატოვოს. როდესაც საფრანგეთის ნაკრებთან შეხვედრაში ბელგიური ფეხბურთის ვარსკვლავს ამ წესის დაცვა მოთხოვეს, ის აღშფოთდა. წინაისტორია კი ასეთი იყო: ფრანგი მცველი მაქსენს ლეკრუა ბურთს დე ბრუინზე წამით ადრე მივარდა და...

შედეგიანი ფრანგული უქმეები
ჩანაწერი

შედეგიანი ფრანგული უქმეები

გასულ უქმეებზე საფრანგეთში მოთამაშე ქართველმა ლეგიონერებმა სოლიდურ ინდივიდუალურ წარმატებებს მიაღწიეს, ინგლისის სარაგბო ჩემპიონატში კი რეგულარული სეზონი დაიწყო. ტოპ 14 გიორგი ახალაძემ „კლერმონის“ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნება ლელოთი აღნიშნა. პირველი ტაიმის გაწითლებულ დროში ბორჯღალოსანმა ბურჯმა „ვულკანების“ მოლში იაქტიურა და შეტევა დააგვირგვინა კიდეც. ეს იყო გიორგის პირველი ლელო მიმდინარე სეზონის მე-3 მატჩში, სულ კი მის ანგარიშზე ტოპ 14-ის...

უმედლო ოლიმპიადა
ჩანაწერი

უმედლო ოლიმპიადა

სამარყანდში დასრულდა 46-ე საჭადრაკო ოლიმპიადა, რომლის ბოლო ნაწილი ქართველებისთვის კარგი ნამდვილად ვერ გამოდგა. საქართთველოს ქალთა ნაკრებმა მედლებისთვის ბრძოლის შანსი, ფაქტობრივად, მერვე ტურში დაკარგა, როდესაც ტურნირზე ერთად-ერთი მარცხი განიცადა – ჩინეთთან 1,5:2,5; მერე იყო საბერძნეთთან 2:2, ინგლისთან – 2,5:1,5 და ინდოეთთან 2:2. საბოლოოდ, მეორე განთესვის საქართველო ექვსი მოგებით, ოთხი ყაიმითა და ერთი მარცხით მერვე ადგილზე გავიდა....

ჟოაო ფელიქსი: რა თქმა უნდა იამალი
ჩანაწერი

ჟოაო ფელიქსი: რა თქმა უნდა იამალი

„ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებამდე დაახლოებით ერთი თვეა დარჩენილი. გამოკვეთილი ფავორიტი არ არსებობს, სხვადასხვა კანდიდატი კი ბოლო წამამდე (28 სექტემბერმადე) ცდილობდა ხმოსან ჟურნალისტებზე გავლენა მოეხდინა. მათ მხარდასაჭერად გამოდიოდნენ ფეხბურთელები თუ მწვრთნელები და ამბობდნენ, რომ ყველას სწორედ მათი მეგობარი, თანაგუნდელი ან შეგირდი სჯობს. ლამინ იამალი და კილიან მბაპე არც საკუთარი თავის ქებას მოერიდნენ. 26 წლის ფეხბურთელმა...

ირლანდიელი მეკარე ისრაელთან თანაშს ბოიკოტს უცხადებს
ჩანაწერი

ირლანდიელი მეკარე ისრაელთან თანაშს ბოიკოტს უცხადებს

დღეს უნგრეთის სიდიდით მეორე ქალაქ დებრეცენში ერთა ლიგის B დონის მე-3 ჯგუფის შეხვედრაში ისრაელი ირლანდიას უმასპინძლებს. ამ მატჩს ღაზას სექტორში მიმდინარე ომმა დაღი დაასვა. 24 წლის ირლანდიელმა მეკარემ გევინ ბაზუნუმ თქვა, რომ მატჩში მონაწილეობა არ სურს და თანაგუნდელებს საგანგებო თათბირისკენ მოუწოდა, სადაც მათ შეხვედრისთვის ბოიკოტის გამოცხადება შესთავაზა. მან კენჭისყრა მოითხოვა. ირლანდიელებმა თათბირი მოიწვიეს და ფეხბურთელების...

ფაბიან რუისი: გამიხარდება ოქროს ბურთს ჩემი თანაგუნდელი თუ მოიგებს
ჩანაწერი

ფაბიან რუისი: გამიხარდება ოქროს ბურთს ჩემი თანაგუნდელი თუ მოიგებს

ფაბიან რუისი ესპანეთის ნაკრებშია გამოძახებული. ამით ისარგებლა ესპანეთისა და ევროპის ერთ-ერთმა გავლენიანმა გაზეთმა AS და მას ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა. ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო იმ გარემოებამ, რომ პსჟ-ს ფეხბურთელი გულწრფელი ადამიანი აღმოჩნდა. „რატომაც არ უნდა ვიოცნებო „ოქროს ბურთზე“? – თქვა მან. AS წერს, რომ რუისის მრავალ წარმატებათა შორის განსაკუთრებით ერთი გამოირჩევა: ის არის მსოფლიოში ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც...