ფეხბურთის ახალი წესები ყველას ეხება, მათ შორის კევინ დე ბრუინსაც. ერთ-ერთი ახალი წესის თანახმად თუ ფეხბურთელს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, მკურნალობის მერე მან მოედანი ერთი წუთით უნდა დატოვოს. როდესაც საფრანგეთის ნაკრებთან შეხვედრაში ბელგიური ფეხბურთის ვარსკვლავს ამ წესის დაცვა მოთხოვეს, ის აღშფოთდა.
წინაისტორია კი ასეთი იყო: ფრანგი მცველი მაქსენს ლეკრუა ბურთს დე ბრუინზე წამით ადრე მივარდა და „ნაპოლის“ ფეხბურთელს პირდაპირ ცხვირში გაარტყა. დამნაშავე არავინ იყო, მაგრამ ტკივილი ასეთ შემთხვევაშიც ტკივილია. დე ბრუინი რამდენიმე წუთის განმავლობაში მოედანზე იწვა. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ხოლო როდესაც მოსულიერდა, ახალი წესის თანახმად სლოვენიელმა მსაჯმა რადე ობრენოვიჩმა ერთი წუთით მოედნის დატოვება სთხოვა. ობრენოვიჩმა ვეტერანს ეს თხოვნა ლამის ბოდიშის მოხდით შეჰკადრა, მას კი არ ეპიტნავა.
კამერამ მკაფიოდ დააფიქსირა თუ რა უკმეხად მიუგო დე ბრუინმა არბიტრს F*ck off man და ხელი ჰკრა. შემდეგ მან უკმაყოფილოდ გაატარა ერთი წუთი მოედანს მიღმა, სადაც მეოთხე მსაჯს წაუყენა პრეტენზიები.
წესის თანახმად ფეხბურთელი, რომელსაც ექიმის დახმარება დასჭირდა მოედანს ერთი წუთით არ დატოვებს თუ მოწინააღმდეგემ ამ დარღვევისთვის ყვითელი ბარათი მიიღო ან თუ საქმე სერიოზულ ტრავმას ეხება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/09/2026 | 14:22დე ბრუინი მსაჯს: F*ck off man!
სიახლეები29/09/2026 | 07:43უსახური მატჩი
სიახლეები29/09/2026 | 06:41მოედანზე პირველად, პლუს ახალი ტაქტიკით
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 08:51ჟოაო ფელიქსი: რა თქმა უნდა იამალი
