თავიდან ამბობდნენ, რომ ფრანგ ნახევარმცველ ადრიენ რაბიოსა და მის ინგლისელ თანაგუნდელს, 22 წლის ჯონათან როუს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, მაგრამ RMC-მ გაარკვია, რომ როუს რაბიოსთვის ხელი დაურტყამს. ამას მოჰყოლია ჩხუბი. „მარსელის’’ სტაფს, კერძოდ კი კლუბის საფეხბურთო დირექტორ მეჰდი ბენატიას თურმე ფეხბურთელების გაშველება მოუხდა. ამბობენ, რომ ფიცხელ ჩხუბში ეს იოლი საქმე სულაც არ იყო. ახლა, როდესაც...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
ალისონი სირთულეებს ელის
„ლივერპულის’’ კარის მცველმა, ინგლისურ პრესაში მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ შერაცხულმა, გიორგი მამარდაშვილის კონკურენტმა, ბრაზილიელმა ალისონ ბეკერმა თქვა, რომ მერსისაიდელებს ახალ სეზონში სერიოზული გამოცდა ელით: გუნდი დატოვა შვიდმა ფეხბურთელმა და მათ ადგილას რვა ახალწვეული მოვიდა. ინგლისის ჩემპიონმა პრემიერლიგის ახალი სეზონი „ბორნმუთთან’’ 4:2 გამარჯვებით დაიწყო და ამ შეხვედრაში გუნდს შემადგენლობაში ოთხი ახალი მოთამაშე ჰყავდა: ჯერემი ფრიმპონგი, მილოშ კერკეზი,...
ვინ ცრუობს, რაიოლა თუ პსჟ?
– „პარი სენ ჟერმენი’’ სხვადასხვა მოთხოვნებს აყენებდა, ჯიჯოს კი ისე უნდოდა დარჩენა, რომ გადავწყვიტეთ ხელფასის შემცირებასაც დავთანხმებოდით. მერე კლუბმა თამაშის წესები შეცვალა. მაშინ ჩვენ მოლაპარაკებები შევწყვიტეთ და შევუთანხმდით, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მერე შევხვდებოდით ერთმანეთს… როდესაც კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ისევ მივუსხედით მაგიდას, კლუბის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ მათ მიერ წამოყენებული პირობები არ შეიცვლებოდა, მე კი...
ჟორჟი: ყველაფერი ძველებურადაა, ზეწოლას არ ვგრძნობ
„ლიონმა’’ პრე-სეზონი დაასრულა და ახლა ლიგა 1-ის პირველ ტურში „ლანსთან’’ სტუმრობაზეა მობილიზებული. შეხვედრა შაბათს, საქართველოს დროით 19 საათზე გაიმართება. მოგეხსენებათ, „გონებს’’ ფინანსური თვალსაზრისით ცუდად ჰქონდათ საქმე, კინაღამ ლიგა 2-ში გააგდეს, თუმცა მოედანზე არა უშავთ. foot01 წერს, რომ ჟორჟ მიქაუტაძემ ამ ზაფხულს ალექსანდრ ლაკაზეტის საუდის არაბეთში წასვლით ისარგებლა და ლიონელთა განახლებული გუნდის მთავარი ბომბარდირის პოზიცია დაიმკვიდრა....
დონარუმა იმ ვარჯიშს არ ესწრებოდა
ჟესტი რომელიც „პარი სენ ჟერმენმა’’ გააკეთა ტრივიალური არ არის და თან მეტყველია ― ნათლად გამოჩნდა, თუ რას აპირებს კლუბი იტალიელ მეკარესთან ჯანლუიჯი დონარუმასთან დაკავშირებით. ახლა ამაზე ბევრს ილაპარაკებენ და კიდევ, საფრანგეთის ჩემპიონი სატრანსფერო ფანჯარას ალბათ სწორედ ამით დახურავს. საქმე ასეა: ლუკა შევალიეს ყიდვიდან სამ დღეში პსჟ-მ იტალიელი გოლკიპერი უეფას სუპერთასის განაცხადში არ შეიყვანა. ანუ, ოთხშაბათს...
ცხრა პარიზელი ოქროს ბურთის სიაში
სანამ ჩვენ ვხარობთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია კარიერაში მეორედ მოხვდა „ოქროს ბურთის’’ ნომინანტთა სიაში, „პარიზიენი’’ ხაზს უსვამს, რომ ამ ოცდაათეულში „პარი სენ ჟერმენის’’ ცხრა ფეხბურთელისთვის გამოიძებნა ადგილი, რაც რეკორდია. კვარაცხელიას გარდა ეს ფეხბურთელები არიან: აშრრაფ ჰაკიმი, დეზირე დუე, ჯანლუიჯი დონარუმა, ოსმან დემბელე, ჟოაო ნევეში, ნუნუ მენდეში, ფაბიან რუისი და ვიტინია. „ორმა ფეხბურთელმა, პაჩომ და მარკინიოსმა ოცდაათეულში...
ბელინგემის ნაიარევი მხარი
ინგლისის ნაკრებისა და „რეალის’’ ვარსკვლავმა ჯუდ ბელინგემმა სამი კვირის წინ ლონდონში ოპერაცია გაიკეთა, გუშინ კი ინსტაგრამზე ფოტო დაპოსტა, რომელიც მსოფლიოს მოედო. მიზეზი: დიდი ნაიარევი მარცხენა მხარზე. ფოტოს წარწერით ბელინგემი ექიმებს უხდის მადლობას. ის წერს: „დიდი მადლობა ენდრიუ უოლასს და სუსან ალექსანდერს, აგრეთვე Fortius Clinic-ის მთელ გუნდს ოპერაციისა და მასპინძლობისთვის. მადლობა ივან ორტეგასა და დოქტორ ლეიესს...
რენი რეალური თანხის გადასახდელად დღესვე მზადაა
დაიწყო აგვისტო. ფეხბურთელებს კლუბების გამოსაცვლელად რამდენიმე კვირაღა დარჩათ. „სენტ ეტიენს’’ სხვაგან გადასვლის მსურველი ორი ჰყავს: ლუკა სტასენი და ზურიკო დავითაშვილი, მაგრამ კლუბს ლიგა 1-ში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი და ამისათვის ქართველიც სჭირდება და ბელგიელიც. დავითაშვილის ყიდვა რამდენიმე კლუბს უნდა. foot01-ის ინფორმაციით ესენია: „ევერტონი’’, „მიონხენგლადბახი’’, „სევილია’’ და „სტრასბურგი’’, მაგრამ არის კიდევ ერთი გუნდი, გასულ სეზონში მე-12 ადგილზე...
რა მოხდება აშრაფ ჰაკიმის საქმეში?
„პარიზიენი’’ წერს, რომ საქმე სახუმაროდ არ არის: დიდი შანსია აშრაფ ჰაკიმი 2023 წლის 25 თებერვალს ჩადენილი შესაძლო დანაშაულის გამო მართლა გაასამართლონ. მას 2023 წლის მარტში ქალმა უჩივლა. ის „პარი სენ ჟერმენის’’ ლიდერს ბრალად გაუპატიურებას სდებს. პარასკევს ცნობილი გახდა, რომ პარიზის გარეუბან ნანტერის პროკურატურამ მაროკოს ნაკრების ფეხბურთელის საქმის სასამართლოში გადაცემა მოითხოვა. „პარიზიენი’’ წერს, რომ რეალურად გამოძიება...
კამპ ნოუს დაუმთავრებელი სჭირს
„ბარსელონა’’ 2025-26 წლების სეზონს ორ კვირაში იწყებს, მაგრამ კიდევ არ იცის სად ითამაშებს პირველ საშინაო შეხვედრას, განახლებულ „კამპ ნოუზე’’, თუ სხვაგან. აქვე ვთქვათ, რომ სპონსორული გარიგების გამო „კამპ ნოუს’’ 2026 წლამდე „სპოტიფაი კამპ ნოუ’’ ერქმევა. სპოტიფაი არის მუსიკის, პოდკასტების და ვიდეო სტრიმინგის პლატფორმა რომელიც საშუალებას იძლევა ინტერნეტში მოუსმინოთ მილიონობით სიმღერას, პოდკასტს და სხვა აუდიომასალას. ლა...









