„ლივერპულის’’ კარის მცველმა, ინგლისურ პრესაში მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ შერაცხულმა, გიორგი მამარდაშვილის კონკურენტმა, ბრაზილიელმა ალისონ ბეკერმა თქვა, რომ მერსისაიდელებს ახალ სეზონში სერიოზული გამოცდა ელით: გუნდი დატოვა შვიდმა ფეხბურთელმა და მათ ადგილას რვა ახალწვეული მოვიდა. ინგლისის ჩემპიონმა პრემიერლიგის ახალი სეზონი „ბორნმუთთან’’ 4:2 გამარჯვებით დაიწყო და ამ შეხვედრაში გუნდს შემადგენლობაში ოთხი ახალი მოთამაშე ჰყავდა: ჯერემი ფრიმპონგი, მილოშ კერკეზი, ფლორიან ვირტცი და უგო ეკიტეკე.
მათ გარდა „წითლებს’’ ზედ „ბორნმუთთან’’ შეხვედრის წინ დაემატა 26 მილიონ გირვანქად ნაყიდი ჯოვანი ლეონი, სკამზე იჯდა 29 მილიონ გირვანქად ნაყიდი მამარდაშვილი, რომლის გარდა არნე სლოტმა სატრანსფერო ბაზარზე კიდევ ორი მეკარე შეიძინა, ავსტრიაში დაბადებული 20 წლის უნგრელი არმინ პეში და 28 წლის ინგლისელი ფრედი ვუდმენი, ვეტერანი მეკარის ენდი ვუდმენის შვილი.
გასულ კვირას დაიწყო მოლაპარაკებები „კრისტალ პალასთან’’ მისი კაპიტნის მარკ გრეის გადაბირებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული ბრიტანეთისთვის სარეკორდო თანხად „ნიუკასლიდან’’ შვედი თავდამსხმელის ალექსანდერ ისაკის ყიდვა.
ახლა იმ ფეხბურთელების შესახებ, რომლებიც „ლივერპულიდან’’ წავიდნენ. ისინი არიან: ლუის დიასი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, დარვინ ნუნიესი, ჯარელ ქუანსა, კევინ კელეჰერი, ტაილერ მორტონი და ნეტ ფილიპსი. კიდევ ერთი, ბენ დოაკი 25 მილიონ გირვანქად „ბორნმუთში’’ გადადის.
NBC-თან ამ ყველაფერზე ლაპარაკისას ალისონმა თქვა, რომ „ლივერპულს’’ იოლი მომავალი არ ელის:
„ვფიქრობ ძნელი იქნება. რატომღაც, ჩვენს გუნდში განხორციელებულ ცვლილებებზე ნაკლებად ლაპარაკობენ. ძირითადად ამბობენ, რომ ახალი მოთამაშეების დამატებით გავძლიერიდთ, მაგრამ არავინ ამბობს, რომ ახალი ფეხბურთელების დამატება დიდი გამოწვევაა და ეს მართლაც ასეა.
გასულ სეზონში მწვრთნელი შეიცვალა, მაგრამ ფეხბურთელები დარჩნენ, ისინი ერთმანეთს იცნობდნენ და ერთადერთი, რაც მოითხოვებოდა თამაშის სტილის შენარჩუნება იყო. ახალი მწვრთნელი გონიერი ადამიანი გამოდგა, ის სწორედ ასე მოიქცა, თუმცა ახალი რაღაცებიც დანერგა. სიახლეების გაგება გაგება ჩვენთვის ადვილი გამოდგა. მაგრამ ახლა ახალი ფეხბურთელები გვყავს და ეს ბევრ რამეს ცვლის. „ბორნმუთთან’’ ჯერემიმ, ლფომ და უგომ პრემიერლიგაში პირველად მოსინჯეს ძალა, ეს კი იოლი არ არის, რადგან აქ ცოტა სხვა ინტენსიობაა. მაგრამ, მათ თავი კარგად წარმოაჩინეს, შესანიშნავად ითამაშეს. რასაკვირველია ეს ჩვენი დახმარებით მოხდა, მაგრამ მათ „ლივერპულის’’ სტანდარტის შესაფერისი ფეხბურთი აჩვენეს’’.
25 აგვისტოს „ლივერპული’’ ნიუკასლში თამაშობს. გიორგი მაამრდაშვილი სავარაუდოდ ამ შეხვედრაშიც სათადარიგო მეკარე იქნება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
