სიგუა ბაზელიდან ლოზანაში

Home კატეგორიის გარეშე სიგუა ბაზელიდან ლოზანაში
სიგუა ბაზელიდან ლოზანაში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი გაბრიელ სიგუა შვეიცარიულ „ლოზანაში“ ითამაშებს.

სიგუა თბილისის „დინამოს“ აღზრდილია. პროფესიულ დონეზე მისი დებიუტი 2022 წელს შედგა, იმავე წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, ერთი წლის შემდეგ კი საქართველოს სუპერთასი მოიპოვა და გოლიც გაიტანა.

„დინამოდან“ სიგუა „ბაზელში“ გადავიდა, სადაც ორი სეზონის განმავლობაში 36 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა.

მას რეგულარულად იწვევენ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში, ორი მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომელთან ერთადაც 2024 წელს გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდა.

ახალ გუნდში გაბრიელ სიგუა 38 ნომრით ითამაშებს.

 

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...