საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი გაბრიელ სიგუა შვეიცარიულ „ლოზანაში“ ითამაშებს. სიგუა თბილისის „დინამოს“ აღზრდილია. პროფესიულ დონეზე მისი დებიუტი 2022 წელს შედგა, იმავე წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, ერთი წლის შემდეგ კი საქართველოს სუპერთასი მოიპოვა და გოლიც გაიტანა. „დინამოდან“ სიგუა „ბაზელში“ გადავიდა, სადაც ორი სეზონის განმავლობაში 36 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა. მას რეგულარულად...
ჭდე: ბაზელი
გაბრიელ სიგუა „ბაზელში“, უკვე ოფიციალურად…
„დინამო თბილისსა“ და „ბაზელს“ შორის გაბრიელ სიგუას ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური შეთანხმება შედგა. 18 წლის ქართველმა ნახევარმცველმა შვეიცარიულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 2028 წლის ზაფხულამდე შვეიცარიის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან და წარმატებულ კლუბში ითამაშებს, – ინფორმაციას დედაქალაქური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს. გაბრიელ სიგუა „ბაზელში“ 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ სიგუამ პირველი კომენტარი „ბაზელის“ ოფიციალურ ვებგვერდთან...
სალაჰი ადრე, სალაჰი – ახლა
„6-7 წლის წინ ეგვიპტეში რომ გეკითხათ, ჰყავდათ თუ არა ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელსაც შეეძლო მომავალში მსოფლიოს საუკეთესოებთან კონკურენცია, მოკლედ გიპასუხებდნენ: არა! დღეს სხვა ვითარებაა“, – თქვა მოჰამედ სალაჰმა და მოჰყვა გზაზე, რომელიც გაირა. „ეს ურთულესი პროცესი იყო. ეგვიპტელი ფეხბურთელები ევროპაში ჩადიოდნენ და ისევ უკან მოდიოდნენ, რადგან იქაურობას ვერ ეგუებოდნენ. მე „ბაზელში“ ვიყავი. შვეიცარიაში თავიდან ძალიან...
ლივერპულიდან ბაზელში
ლორის კარიუსი ნამდვილად არაა ურიგო მეკარე, მაგრამ „ლივერპულში“ ფეხი ვერაფრით მოიკიდა. შედეგად, 2018-2020 წლები იჯარით თურქულ „ბეშიქთაშში“ გაატარა, გასულ სეზონში კი ასევე იჯარით ბერლინის „უნიონის“ ღირსებას იცავდა. საქმე იქაც ვერ აეწყო და სულ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. კარიუსს მაშველ რგოლად შვეიცარიული „ბაზელი“ მოევლინა. ეს კლუბი ზაფხულშიც ცდილობდა 28 წლის გერმანელის გამოსყიდვას და ჩანაფიქრზე ხელი არ...



