„6-7 წლის წინ ეგვიპტეში რომ გეკითხათ, ჰყავდათ თუ არა ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელსაც შეეძლო მომავალში მსოფლიოს საუკეთესოებთან კონკურენცია, მოკლედ გიპასუხებდნენ: არა! დღეს სხვა ვითარებაა“, – თქვა მოჰამედ სალაჰმა და მოჰყვა გზაზე, რომელიც გაირა.
„ეს ურთულესი პროცესი იყო. ეგვიპტელი ფეხბურთელები ევროპაში ჩადიოდნენ და ისევ უკან მოდიოდნენ, რადგან იქაურობას ვერ ეგუებოდნენ. მე „ბაზელში“ ვიყავი. შვეიცარიაში თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ყველაფერი გადავლახე. არც ენა ვიცოდი, ვისწავლე. კულტურაც უცხო იყო, ამასაც შევეგუე“.
„ლივერპულის“ ვარსკვლავმა კომენტარი გააკეთა ფიფას 2021 წლის სიმბოლურ ნაკრებში ვერმოხვედრაზეც.
„რა თქმა უნდა, მოხარული არ ვარ, მაგრამ ვერაფერს ვერ ვიზამ. ვფიქრობ, ჩემს საწინააღმდეგოდ კი არ იყო, უბრალოდ, ბევრი ქვეყანა ფეხბურთისგან შორს დგას და გამოკითხვაში მათი აზრი რას ეფუძნებოდა, ვერ გეტყვით. ასეთია რეალობა. ბედნიერი ვარ, რომ ბევრი ხედავს ჩეს ადგილს სიმბოლურში“.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
