ამ ზაფხულს ნაყიდმა ჯეიმს ტრაფორდმა ახალი სეზონის სამივე თამაში ჩაატარა და კვირას ბრაიტონში წაგების გამო თუკი ვინმე არ გააკრიტიკეს ის ყო, მაგრამ ამიერიდან „მანჩესტერ სიტის’’ კარში ჯანლუიჯი დონარუმა ჩადგება. ედერსონი „ფენერბაჰჩეში’’ გადავიდა, „სიტიმ’’ და პეპ გვარდიოლამ კი „პარი სენ ჟერმენისგან’’ 26 მილიონ გირვანქად იტალიელი იყიდეს. ამ ზაფხულს „ქალაქელთა’’ დანახარჯმა სატრანსფერო ბაზარზე სულ 180 მილიონი გირვანქა...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
როგორ ივაჭრეს ფრანგულმა კლუბებმა?
ინგლისის პრემიერლიგამ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე 3.5 მილიარდი ევრო დახარჯა. საფრანგეთის ლიგა 1-ის მიერ დახარჯული თანხა მას რასაკვირველია ვერ შეედრება, მაგრამ გულხელდაკრეფილები არც ფრანგები მსხდარან. ქვეყანაში, სადაც პირველი ყურადსაღები ტრანსფერი პოლ პოგბას „მონაკოში’’, ხოლო ბოლო ბენჟამენ პავარის „მიარსელში’’ გადასვლა იყო ამ სეზონში თამაშობენ ქართველი ფეხბურთელები: ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი. ჟორჟ მიქაუტაძეც იყო, მაგრამ...
ლი პარიზის მონაა
საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულმა, ქვეყნისა და ლიგის თასების მოგებამ, ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებამ და ევროპის სუპერთასის აღმართვამ „პარი სენ ჟერმენის’’ ფეხბურთელების ფასი გაზარდა. გასულ სეზონში ლუის ენრიკემ შექმნა ერთსულოვანი კოლექტივი, რომელშიც ყველა მოთამაშეს თავისი ფუნქცია ერგო, მაგრამ კან-ინგ ლიმ თავის წარმოჩენა ვერ შეძლო. მოკრძალებულმა სტატისტიკამ (49 შეხვედრა, 7 გოლი, 6 საგოლე პასი) და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვამ...
ჟორჟმა ბუნდოვან ჭორებს კითხვით გასცა პასუხი
პორტალი foot01-ის ცნობით ჟორჟ მიქაუტაძის მომავალი „ლიონში’’ მოულოდნელად ბუნდოვანი გახდა: თურმე კლუბი მისი გაყიდვის წინააღმდეგი სულაც არ არის. არადა, სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე დღეებია დარჩენილი და ახლა ქართველი ფორვარდის დაკარგვა ლიონელი გულშემატკივრისთვის დარტყმის ტოლფასი იქნება. ბოლოხანს ყურადღების ცენტრში ბელგიელი მარცხენაფლანგელი მალიკ ფოფანა იყო და მიქაუტაძეს ყიდვა-გაყიდვის კონტექსტში აღარავინ ახსენებდა. ერთადერთი, რასაც მასზე ამბობდნენ ის იყო, რომ...
დე ძერბიმ, რაბიო კარგი კაციაო
ადრიენ რაბიოს ამბავი მოგეხსენებათ, ინგლისელ თანაგუნდელ ჯონათან როუსთან ჩხუბის შემდეგ „მარსელმა’’ ის მოკვეთა და ახალ კლუბს ელის. ყველაფერი თითქოს მკაცრად და მკაფიოდ იყო, მაგრამ გუნდის მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ პრეს-კონფერენციაზე ყველა გააკვირვა. მან თქვა: „მე პაბლოსთან (კლუბის პრეზიდენტ პაბლო ლონგორიასთან) და მეჰდისთან (სპორტულ დირექტორ მეჰდი ბენატიასთან) ჯერ არ მილაპარაკია, მაგრამ ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილების შეცვლა ჯერ...
მიქაუტაძემ სათვალე თამაშის დროსაც გაიკეთოსო
ლანსში გამარჯვების შემდეგ „ლიონმა’’ „მეცს’’ იოლად მოუგო 3:0 და ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ლიგა 1-ის ცხრილს სათავეში მოექცა. „გონებს’’ გოლი არ გაუშვიათ. ერთი შეხედვით პრესა და გულშემატკივარი კმაყოფილი უნდა იყოს, მაგრამ ფრანგულ მედიაში დაიწერა, რომ არის ერთი საკითხი, რომელიც ყურადღებას იპყრობს: ჟორჟ მიქაუტაძემ „მეცს’’ გოლი ვერ გაუტანა. პირველი შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორისგან ელოდნენ, რომ...
ზურიკოს ფრონტზე ცვლილებები არაა
„სენტ ეტიენს’’ ხვალ „ბულონთან’’ სტუმრად აქვს საფრანგეთის ლიგა 2-ის მესამე ტურის შეხვედრა. მანამდე კი ფრანგული პრესა „მწვანეების’’ კლუბში შექმნილ ვითარებას შეგვახსენებს, სადაც ყველაზე რთულად კვლავ ზურიკო დავითაშვილისა და ლუკა სტასენის საქმეა. სატრანსფერო ბაზრის გახსნის დღიდან „სენტ ეტიენმა’’ 25 მილიონი ევრო დახარჯა. კლუბის ამოცანა ლიგა 1-ში დაუყოვნებლივი დაბრუნებაა. საყოველთაო აზრით ერიკ ჰორნელანდს საფრანგეთის მეორე ლიგაში ყველაზე...
ელმასი ნაპოლისკენ მიიწევს
რამდენიმეკვირიანი ჩიხში ყოფნის შემდეგ, „ნაპოლიმ’’ გადაწყვიტა პრაქტიკული ნაბიჯი გადადგას და „ლაიფციგიდან’’ მაკედონიელი გარემარბი ელიფ ელმასი დაიბრუნოს. Matteo Moretto-ს ცნობით ნეაპოლელებმა „ჟირონასგან’’ 24 წლის მიგელ გუტიერესის ყიდვის შემდეგ გერმანულ კლუბს ელმასის თაობაზე ოფიციალურად მიმართეს. ჯერჯერობით იჯარაზეა ლაპარაკი. მხარეები განიხილავენ 1.5 მილიონ ევროიან გარიგებას, რომელიც წარმატების შემთხვევაში 11.5 მილიონიან გამოსყიდვაში გადაიზრდება. „ნაპოლის’’ გარდა ელმასი განიხილავდა „ტორინოში’’ გადაბარგებასაც,...
მანჩესტერული ცარცის წრე
მოგეხსენებათ, „პარი სენ ჟერმენმა’’ იტალიელ ჯანლუიჯი დონარუმასთან დამშვიდობება გადაწყვიტა. მეკარეს, რომელიც გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონის ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო, მოკლე ხანში მომხდართან შეგუება და იმავდროულად ახალი კლუბის ძებნა მოუხდა. ეს პროცესი ახლაც გრძელდება. პირველი დღიდან მოყოლებული დონარუმას სახელს ყველაზე მეტად ინგლისურ კლუბებთან აკავშირებდნენ. იწერებოდა, რომ მისი მახასიათებლების მქონე გოლკიპერი ყველაზე მეტად „მანჩესტერ სიტის’’ სჭირდება, მაგრამ,...
გადაახდევინებს დიარა ფიფას 65 მილიონს?
ევროკავშირის სასამართლოში გამარჯვებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ლასანა დარამ ფიფას ბელგიის სასამართლოში უჩივლა. ყოფილი ნახევარმცველი მსოფიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციისგან 65 მილიონ ევროს ითხოვს. ის ამტკიცებს, რომ ფიფას სატრანსფერო კანონები უკანონოა და მათ გამო თავის დროზე 10.5 მილიონი დაკარგა. საქმის გარჩევა 2014 წლიდან მიმდინარეობს. სასამართლოდან სასამართლოში სირბილმა დიარას დამატებითი ხარჯიც მოუტანა, რის გამოც ახლა ის გაცილებით...









