რამდენიმეკვირიანი ჩიხში ყოფნის შემდეგ, „ნაპოლიმ’’ გადაწყვიტა პრაქტიკული ნაბიჯი გადადგას და „ლაიფციგიდან’’ მაკედონიელი გარემარბი ელიფ ელმასი დაიბრუნოს. Matteo Moretto-ს ცნობით ნეაპოლელებმა „ჟირონასგან’’ 24 წლის მიგელ გუტიერესის ყიდვის შემდეგ გერმანულ კლუბს ელმასის თაობაზე ოფიციალურად მიმართეს.
ჯერჯერობით იჯარაზეა ლაპარაკი. მხარეები განიხილავენ 1.5 მილიონ ევროიან გარიგებას, რომელიც წარმატების შემთხვევაში 11.5 მილიონიან გამოსყიდვაში გადაიზრდება.
„ნაპოლის’’ გარდა ელმასი განიხილავდა „ტორინოში’’ გადაბარგებასაც, მაგრამ ეს ვარიანტი ჩაფლავდა. მაკედონიელი „ლაიფციგის’’ საკუთრებაა, რომელიც გასული სეზონის მეორე წრეში იჯარით ტურინულ კლუბში გადავიდა და იქ 13 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. და მაინც, „გრანატს’’ მწვრთნელს მარკო ბარონის ელმასის ყიდვას ნომინალური გამთამაშებლის შეძენა ურჩევნია.
რაც შეეხება ბუნდესლიგას, ელმასს იქ დაბრუნება არ უნდა და არასდროს დაუმალავს, რომ „ნაპოლის’’ მისტირის.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები11/10/2026 | 11:58წიტას თამაში ჩაიშალა
სიახლეები11/10/2026 | 10:56ჟორჟის 23 წუთი და ვინისიუსის მორიგი სკანდალი
სიახლეები11/10/2026 | 09:36კვერნაძის გუნდმა კვარას ყოფილ გუნდთან წააგო
მთავარი ამბავი11/10/2026 | 07:53თითქმის იდეალური რე-სტარტი
