ლი პარიზის მონაა

Home აქეთურ-იქითური ლი პარიზის მონაა
ლი პარიზის მონაა

Kang In Lee of PSG runs with the ball during the Ligue 1 McDonald's match between FC Nantes and Paris Saint-Germain FC at Stade de la Beaujoire on...საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულმა, ქვეყნისა და ლიგის თასების მოგებამ, ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებამ და ევროპის სუპერთასის აღმართვამ „პარი სენ ჟერმენის’’ ფეხბურთელების ფასი გაზარდა. გასულ სეზონში ლუის ენრიკემ შექმნა ერთსულოვანი კოლექტივი, რომელშიც ყველა მოთამაშეს თავისი ფუნქცია ერგო, მაგრამ კან-ინგ ლიმ თავის წარმოჩენა ვერ შეძლო. მოკრძალებულმა სტატისტიკამ (49 შეხვედრა, 7 გოლი, 6 საგოლე პასი) და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვამ ააგორა ჭორები მისი პარიზიდან სავარაუდო წასვლის შესახებ. ამას დაემატა ის, რომ სამხრეთ კორეელის მიმართ რამდენიმე ინგლისურმა კლუბმა გამოიჩინა ინტერესი, მაგრამ პსჟ-მ ძალიან ძვირი მოითხოვა. ამან კორეაში დიდი აღშფოთება გამოიწვია.

ჟურნალისტმა ნამ ჩანგ-ჰიუნმა Foot Mercato-თვის მიცემულ ინტერვიუში თქვა: „ვიცი, რომ „პარი სენ ჟერმენს’’ ყველა შეხვედრაში ყველა ფეხბურთელის მოედანზე შეშვება არ შეუძლია, მაგრამ კორეაში ბევრი ვერ ხვდება რატომ არ ათამაშებენ არასდროს კან-ინგ ლის მნიშვნელოვან შეხვედრებში. მიუხედავად იმისა, რომ ის დიდი კლუბის წევრია, თუკი ფეხბურთელი რეგულარულად არ თამაშობს, კარგ ფორმაში ვერ იქნება. მაგრამ, ეს კიდევ ყველაფერი არ არის. კან-ინგ ლი პსჟ-ს მონაა. მისი სატრანსფერო ფასი გახლავთ 45 მილიონი ევრო და ეს ძალიან ცუდია. ფეხბურთელისთვის, რომელიც ძირითადში ვერ ხვდება ეს მეტისმეტად დიდი თანხაა. მას არავინ იყიდის’’.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატამდე კი ერთ წელიწადზე ნაკლებია დარჩენილი და გასაკვირი არ არის, რომ სამხრეთ კორეაში თავიანთი წამყვანი ფეხბურთელების ფორმაზე ღელავენ.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.