„ლიონს’’ შეუძლია 20 წლის ბელგიელი მალიკ ფოფანა გაყიდოს და სალაროს 40 მილიონი ევრო შეჰმატოს, რითაც ახალი სეზონის ბიუჯეტი გარანტირებული ექნება, მაგრამ სადღეისოდ მარცხენაფლანგელში ასეთი ფასის გადამხდელი მხოლოდ „ევერტონია’’, „ევერტონს’’ კი ფეხბურთელმა მოკლედ მოუჭრა: არა! ამ დღეებში სატრანსფერო საქმეთა სპეციალისტმა საშა ტავოლიერიმ დაწერა, რომ ფოფანას კარიერის ამ ეტაპზე რონისპირელთა დატოვება საერთოდ არ უნდა. მას უჯობს კლუბის გამოცვლა სამომავლოდ გადადოს.
„მალიკ ფოფანამ გადაწყვიტა „ლიონში’’ დარჩეს. ამ ზაფხულს ბელგიელმა ვერ იპოვა კლუბი, რომელიც მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა, ამიტომ უჯობს მომდევნო სატრანსფერო ფანჯრამდე დაიცადოს’’, ― განმარტა ჟურნალისტმა.
ჯერჯერობით უცნობია როგორია „ლიონის’’ პოზიცია. ფოფანას გაყიდვა ხომ კლუბს ფინანსური თვალსაზრისით ხეირს მოუტანს. თუმცა არის მეორე მხარე: მწვრთნელ პაულუ ფონსეკას სულაც არ აწყობს ბელგიელის გაშვება, რადგან მას უძლიერესი შემადგენლობის შენარჩუნება ურჩევნია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ტრიალებს კიდევ ერთი ჭორი, რომ „ლიონი’’ ჟორჟ მიქაუტაძეს შეელევა ანუ ფულს ქართველის გაყიდვით იშოვის, უფრო სასურველ ფეხბურთელს ფოფანას კი შეინარჩუნებს. თუმცა, მიქაუტაძე 40 მილიონი არ ღირს.
უახლოესი დღეები „გრუპამას სტადიონზე’’ სავარაუდოდ ცხელი იქნება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
