საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას პირველი სექტემბრიდან თბილისში დაიწყებს. „ჯვაროსნები შესარჩევი ეტაპის საწყის ორ ტურში საკუთარ მოედანზე ითამაშებენ – 4 სექტემბერს თურქეთთან, ხოლო 7 სექტემბერს – ბილგარეთთან – ორივე შეხვდრა „დინამო არენაზე“ გაიმართება.
მატჩებისთვის მთავარმა მწვრთნელმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა – მათ შორის, ორი დებიუტანტია. 21 წლამდე ნაკრების ყოფილი წევრები, ფრანგული „მეცის“ ფეხბურთელი გიორგი აბუაშვილი და პორტუგალიური „ეშტორილის“ ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა) ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), საბა ხვადაგიანი (მაქაბი-ნეთანია, ისრაელი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნი-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ლიონი, საფრანგეთი).
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
