ზაფხულის დასაწყისში „პარი სენ ჟერმენმა’’ გონსალო რამუშთან დაკავშირებით მოკლედ მოჭრა. კლუბის ხელმძღვანელობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ცენტრალური თავდამსხმელის გაშვებას არ აპირებს. არც თავად პორტუგალიელს გამოუთქვამს პარიზიდან წასვლის სურვილი. მართალია მან მთელი გასული სეზონი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, მაგრამ 19 გოლი და 6 საგოლე პასი მოინაგრა. ამან პოტენციური მყიდველები მეტად დააინტერესა. მათ ფეხბურთელის მოხიბვლა ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაპირებით...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
ფრიმპონგი – მამარდას თანაგუნდელი
ჰოლანდიელმა ჯერემი ფრიმპონგმა „მილანთან’’ ამხანაგური თამაშის (2:4) დროს გულშემატკივრის ყურადღება მიიპყრო, მერე კი ჟურნალისტებს უამბო, თუ როგორ ჩაირა მისმა პირველმა კვირებმა „ლივერპულში’’. ფრიმპონგმა თქვა, რომ ახალ გარემოსთან შეგუება არ გასჭირვებია. ის გიორგი მამარდაშვილთან, მილოშ კერკეზთან და უგო ეკიტიკესთან ერთად მერსისაიდელთა ახალწვეულია. პრემიერლიგის ჩემპიონმა მასში „ლევერკუზენს’’ 40 მილიონი დოლარი გადაუხადა. „ლივერპულში’’ ფრომპონგს ყოფილი თანაგუნდელი ფლორიან ვირტცი...
ციმიკასისა და მამარდას ერთობლივი დაბნეულობა
„ლივერპულმა’’ ორმატჩიანი აზიური ტურნეს პირველი შეხვედრა „მილანთან’’ 2:4 წააგო. თავიდან „წითლები’’ ჩამორჩნენ, ანგარიში რაფა ლეაომ გახსნა, მაგრამ დომინიკ სობოსლაიმ გაათანაბრა. შანხაის „კაი ტაკ სთედიუმზე’’ გამართული სპარინგის პირველი ტაიმი ასეც დასრულდა. შესვენების მერე „როსონერიმ’’ მწვავე კონტრშეტევები ჩაატარა და რუბენ ლოფტუს-ჩიკისა და ნოა ოკაფორის გოლების წყალობით 3:1 დაწინაურდა. მოგვიანებით კოდი გაკპომ პრემიერლიგის ჩემპიონთა თავმოყვარეობის დასაკამყოფილებლად თავურით შეამცირა...
რატომ არ ჰყავს ზურიკოს და სტასენს ოფიციალური მყიდველი?
ფრანგული საიტი foot01 წერს, რომ „სენტ ეტიენი’’ ლიგა 2-ის სეზონისთვის მშვიდად ემზადება, მაგრამ ეს სიმშვიდე იმით არის განპირობებული, რომ ბევრისთვის გასაოცრად ზურიკო დავითაშვილი და ლუკა სტასენი ჯერ კიდევ გუნდში არიან. საკითხავია რა მოხდება მათი წასვლის შემდეგ. „მწვანეები’’ ლიგა 2-ში გამარჯვების ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ფავორიტები არიან. მათგან უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას ელიან. ასეთი მოლოდინი კლუბის მეპატრონეებმა შექმნეს....
გულშემატკივრობაც ამას ჰქვია
გასულ სეზონში ჟორჟ მიქაუტაძისა და ზურიკო დავითაშვილის გამო „ლიონისა’’ და „სენტ ეტიენის’’ რონისპირული დერბი ქართველი გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანი იყო. ეს ორი ქალაქი ერთმანეთისგან საგარეუბნო მატარებლით ერთი საათის სავალშია, ხოლო მათ გულშემატკივართა შორის უკვე ათწლეულებია დიდი დაპირისპირება არსებობს. ამის გამო შავ დღეში ჩავარდა პატარა ქალაქი ტიზი ლე ბურგი, რომელიც ლიონიდან 70, ხოლო სენტ ეტიენიდან 95 კილომეტრშია და...
ჟორჟი არ იყიდება
ოთხშაბათს „ლიონის’’ მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ სატრანსფერო ბაზარზე ილაპარაკა. „მოლენბეკთან’’ ამხანაგური შეხვედრის შემდეგ (0:0) პორტუგალიელს მისი გუნდის შემადგენლობაზე ჰკითხეს. ფონსეკამ კორენტენ ტოლისოსა და ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ კატეგორიულად თქვა: „კოკო ისევე როგორც ჟორჟი მე თავად მჭირდება. ჩემთვის მათი გაყიდვა არ განიხილება და ვფიქრობ კლუბისთვისაც ასეა’’. მწვრთნელს მხარი აუბა მიქაუტაძემაც (ფრანგულის მცოდნეებს შეგიძლიათ ქვემოთ მისი ინტერვიუ მოისმინოთ). ქართველმა...
იყიდება რასპადორი, ოღონდ ძვირად
ამ ზაფხულს „ნაპოლი’’ სატრანსფერო ბაზარზე ძალიან აქტიურობს. მან პსვ-დან ნოა ლანგი, ხოლო „უდინეზედან’’ ლორენცო ლუკა იყიდა (25 და 35 მილიონ ევროდ), რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიის ნაკრების თავდამსხმელ ჯაკომო რასპადორის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი შეუმცირდა. არადა, რასპადორი გასული სეზონის მიწურულს ანტონიო კონტესთვის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო. იტალიური მედია წერს, რომ რასპადორის შანსებს გუნდში დავიდ ნერეშის...
პოგბა: დემბელე იამალს აშკარად სჯობია
კვირას პოლ პოგბამ ინტერნეტში, კერძოდ პლატფორმა ტვიჩში ამერიკელ სტრიმერ IshowSpeed-ს ინტერვიუ მისცა და როდესაც წამყვანმა „ოქროს ბურთზე’’ ჰკითხა, უყოყმანოდ მიუგო: წლეულს ჯილდო დემბელემ უნდა მოიგოს. „ჩემთვის დემბელე აშკარად იამალზე წინ არის. მე მხარს ვუჭერ დემბუზს’’, ― თქვა 32 წლის ფრანგმა, რომელიც მომდევნო სეზონიდან „მონაკოში’’ ითამაშებს. პოგბამ განაგრძო: „მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო, გოლები გაიტანა… გასულ სეზონში...
ნეიმარმა პარიზიდან საჩუქარი მიიღო
ნეიმარი „პარი სენ ჟერმენს’’ ისევ ახსოვს. ბრაზილიელი „პარკ დე პრენსზე’’ ექვსი წლის განმავლობაში თამაშობდა და პარიზელ გულშემატკივართა დიდი ნაწილის გული მოიგო. კლუბმა გადაწყვიტა ლამაზი ჟესტით ვეტერანი ვარსკვლავის მიმართ თავისი დადებითი განწყობა გამოეხატა და მას 2025-26 წლების სეზონისთვის გამოშვებული მაისურები გაუგზავნა. მაისურებს ზურგზე მისი შვილების სახელები ამშვენებს: დავი ლუსია, მავი, ელენა და სამი კვირის წინ დაბადებული...
პარიზიენის შერჩეული საუკეთესო და უარესი
ფრანგული მედია, კერძოდ „პარიზიენი’’ კვლავ „პარი სენ ჟერმენის’’ „ჩელსისთან’’ 0:3 წაგებას მისტირის, მაგრამ დასძენს, რომ გასულ სეზონში მეტისმეტად ბევრმა თამაშმა გუნდი დაქანცა და ამიტომაც დამარცხდა. და კიდევ, გაზეთის აზრით ლონდონელებთან წაგება გუნდის ბრწყინვალე სეზონს ვერ აუფერულებს. შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ ოთხი ტიტული მოიგო: ევროპის სუპერთასი, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგა. ლუის ენრიკეს გუნდმა მარათონული...









