კატეგორია: აქეთურ-იქითური

Home აქეთურ-იქითური
სეზონის საუკეთესონი პარიზულ გუნდში
ჩანაწერი

სეზონის საუკეთესონი პარიზულ გუნდში

ისევე როგორც ყოველ ზაფხულს ზარი დაირეკა და არდადეგებზე წასვლის წინ მოსწავლეებს ნიშნები დაუწერეს, ოღონდ ამჯერად ეს შედარებით გვიან მოხდაო, წერს „პარიზიენი’’ და შეგვახსენებს, რომ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე „ჩელსისთან’’ თამაში, რომელიც პსჟ-მ 0:3 წააგო, გუნდისთვის 2024-25 წლების სეზონში 65-ე იყო. „პარი სენ ჟერმენმა’’ ოთხი ტიტული მოიგო. მათ შორის იყო ჩემპიონთა ლიგა, რომელზეც კლუბი და მისი ქომაგები...

იამალი, ჯუჯები და ქერა ქალები დიდი მკერდით
ჩანაწერი

იამალი, ჯუჯები და ქერა ქალები დიდი მკერდით

გასაგებად მოვყვეთ რა ამბავი ატყდა იმის გამო, რომ ლამინ იამალმა თავის მეთვრამეტე დაბადების დღეზე ჯუჯა მსახიობების ანსამბლი დაპატიჟა, ოღონდ მანამდე თავად დღეობა აღვწეროთ. იქ ხომ მარტო ჯუჯები არ იყვნენ, 200 კაცი ზეიმობდა.                             იამალს, რომლის ქონება უკვე 5 მილიონი ევროა, შეუძლია თავს...

ჩხუბი იამალის მამას დაუწყია
ჩანაწერი

ჩხუბი იამალის მამას დაუწყია

ლამინ იამალის მამა მუნირ ნასრაუი დაახლოებით ერთი წლის წინ ბარსელონასთან ახლოს ქალაქ მატაროში დაჭრეს. მუნირ ნასრაუი იქ ცხოვრობს. მაშინ მას ბადალონას საავადმყოფოში უმკურნალეს. და აი, გუშინ, პარასკევს, ესპანურ პრესაში, კერძოს „ქრონიკა გლობალში’’ დაიწერა, რომ სასამართლოზე ვითარება შეიცვალა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთსო ფეხბურთელის მამა დაზარალებულიდან შეიძლება თავადაც ეჭვმიტანილად გადაიქცეს. ინციდენტი  2024 წლის 18 ივნისს საღამოს 8...

რეალის ფეხბურთელთა ამბიცია ნახევარფინალის წინ
ჩანაწერი

რეალის ფეხბურთელთა ამბიცია ნახევარფინალის წინ

ხვალ, 9 ივლისს კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში „პარი სენ ჟერმენი’’ „რეალს’’ შეხვდება. მსოფლიო მედიისთვის ეს მატჩი არის კილიან მბაპეს დაპირისპირება ყოფილ კლუბთან. ვინ შეძლებს პარიზელების გაჩერებას? მეოთხედფინალში ეს „ბაიერნმა’’, ბოლო წუთებში, 11 კაცითაც ვერ შეძლო ცხრის წინააღმდეგ ― 0:2 წააგო. ახლა „რეალის’’ ცდაა. მბაპე პარიზელთა ახალ შემადგენლობასა და მის შესაძლებლობებს მხოლოდ ტელეეკრანიდან იცნობს, აი, ინგლისელი...

რაიოლამ ნოიერს პასუხი გასცა
ჩანაწერი

რაიოლამ ნოიერს პასუხი გასცა

კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში „ბაიერნის’’ შემტევი ნახევარმცველის ჯამალ მუსიალას დაშავების გამო „პარი სენჟერმენის’’ მეკარეს ჯანლუიჯი დონარუმას დიდი კრიტიკა დაატყდა თავს. თავისი კლიენტი აგენტმა 2022 წელს გარდაცვლილი მინო რაიოლას ბიძაშვილმა ვინჩენცო რაიოლამ დაიცვა, თუმცა მანამდე „გაძეტა დელო სპორტს’’ თავად იტალიელი გოლიპერი ელაპარაკა. „მომხდარით შეძრული ვარ. მუსიალას დაშავების განზრახვა არ მქონია’’, ― თქვა 26 წლის ფეხბურთელმა, რომელიც...

მესი: პიკს ვეღარასდროს დავუბრუნდები
ჩანაწერი

მესი: პიკს ვეღარასდროს დავუბრუნდები

კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ლეო მესის „ინტერ მაიამიმ’’ „პარი სენ ჟერმენთან’’ 0:4 წააგო. Dsport-მა „ოქროს ბურთის’’ რვაგზის ლაურეატს კომენტარი სთხოვა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ. „ძალიან ბედნიერი ვარ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატში რომ მივიღეთ მონაწილეობა და ჩვენი დღევანდელი კონდიციებით მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან ვითამაშეთ, ― თქვა მესიმ, ― მერვედფინალში ჩვენ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული შეგვხვდა. მან 4:0 თუ 5:0 მოგვიგო,...

ნაპოლიმ მორიგ ახალ კვარას მიაგნო
ჩანაწერი

ნაპოლიმ მორიგ ახალ კვარას მიაგნო

ჯერ ელიფ ელმასიო, მერე დავიდ ნერეშიო… ახლა, „ნაპოლი’’ 24 წლის შვეიცარიელის დან ნდოიეს ყიდვას აპირებს და ნეაპოლურ მედიაში კვლავ ატყდა ერთი ამბავი. ზოგმა თქვა კვარას მემკვიდრეს რად უნდა ძებნა, კვარას მემკვიდრეობა არარსებული ცნება და ხელოვნური პრობლემააო. ზოგმა პირდაპირ განაცხადა, რომ ნდოიე უძლიერესი გარემარბია და „აძურის’’ კვარას მაგივრობას გაუწევს. აბრუნებენ კვარაცხელიას გვარს და ვერ ხვდებიან, რომ...

პარი სენ ჟერმენიც გლოვობს
ჩანაწერი

პარი სენ ჟერმენიც გლოვობს

„პარი სენ ჟერმენმა’’ პორტუგალიელი ფეხბურთელების დიოგო ჟოტასა და მისი ძმის ანდრე სილვას ავტოკატასტროფაში დაღუპვის ამბავი ატლანტაში დილას გაიგეს. პარიზელები ამერიკის შეერთებულ შტატებში კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობენ. პსჟ-მ ვარჯიში ხუთშაბათს, „ბაიერნთან’’ მეოთხედფინალურ თამაშამდე ორი დღით ადრე განაახლა, მაგრამ განწყობა ძიმეა. საფრანგეთის ჩემპიონთა რიგებში ხომ პორტუგალიის ნაკრებში დიოგო ჟოტას თანაგუნდელები ნუნუ მენდეში, ჟოაო ნევეში, გონასლო რამუში და...

რა მიიღო მანჩესტერ სიტიმ დაღლის გარდა?
ჩანაწერი

რა მიიღო მანჩესტერ სიტიმ დაღლის გარდა?

„მანჩესტერ სიტიმ’’ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საუდის არაბეთის „ალ ჰილალთან’’ წააგო და მერვედფინალიდან გამოვარდა. „ჩვენ შესანიშნავ ადგილას, შესანიშნავ მოგზაურობაში ვიყავით. საუცხოო ენერგეტიკა ვიგრძენით, მაგრამ ახლა დასვენების დროა. შინ ვბრუნდებით. გონება მომდევნო სეზონისთვის უნდა გადავტვირთოთ’’, ―  უთხრა BBC-ს მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ. BBC კი კითხვას სვამს: ღირდა ისედაც ხანგრძლივი სეზონის კიდევ უფრო გახანგრძლივება? რა სიკეთე მოუტანა ამ შეჯიბრებამ...

ლივერპულის ყოფილი მეკარე ამბობს, რომ ალისონს შემადგენლობიდან ვერავინ ამოაგდებს
ჩანაწერი

ლივერპულის ყოფილი მეკარე ამბობს, რომ ალისონს შემადგენლობიდან ვერავინ ამოაგდებს

ამ ზაფხულს „ლივერპულის’’ მეკარეთა რიგებში დიდი ცვლილებებიაო, წერს ინგლისური კლუბის საიტი. არნე სლოტისა და გულშემატკივრებისთვის სადღეისოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ლეგენდარული ბრაზილიელი გოლკიპერი ალისონი გუნდს არ ტოვებს. „ენფილდზე’’ გამოჩნდება ახალი სახე ― ქართველი გიორგი მამარდაშვილი. კაომინ კელეჰერი „ბრენტფორდში’’ გადავიდა, სადაც ოცნებას აიხდენს ― პირველი მეკარე იქნება და რეგულარულად ითამაშებს. ვიჩესლავ იაროში იჯარის წესით „აიაქსს’’...