ჯერ ელიფ ელმასიო, მერე დავიდ ნერეშიო… ახლა, „ნაპოლი’’ 24 წლის შვეიცარიელის დან ნდოიეს ყიდვას აპირებს და ნეაპოლურ მედიაში კვლავ ატყდა ერთი ამბავი. ზოგმა თქვა კვარას მემკვიდრეს რად უნდა ძებნა, კვარას მემკვიდრეობა არარსებული ცნება და ხელოვნური პრობლემააო. ზოგმა პირდაპირ განაცხადა, რომ ნდოიე უძლიერესი გარემარბია და „აძურის’’ კვარას მაგივრობას გაუწევს. აბრუნებენ კვარაცხელიას გვარს და ვერ ხვდებიან, რომ ქართველ გარემარბზე ლაპარაკს ვერა და ვერ ანებებნ თავს.
კვარაცხელიას აჩრდილი მხოლოდ ტიფოზებს და ქომაგობის ჟინით ანთებულ ჟურნალისტებს კი არა, მწვრთნელებსაც არ აძლევს მოსვენებას. ერთი მათგანია ლუიჯი კანი, რომელიც 1988-2017 წლებში იტალიურ ფეხბურთში პროფესიულ დონეზე მუშაობდა. ბოლოს „ბრეშას’’ ედგა სათავეში. მან თქვა:
„ნდოიე უძლიერესთაგანია. ის მარცხენა ფრთიდან ყველას ანადგურებს. მას კვარახელიას შეცვლა შეუძლია’’.
დან ნდოიემ კარიერა „ლოზან სპორტ II’’-ში დაიწყო. თამაშობდა „ნიცაში’’, „ბაზელსა’’ და „ბოლონიაში’’. შვეიცარიის ნაკრებში 22 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
