კატეგორია: აქეთურ-იქითური

Home აქეთურ-იქითური
მიქაუტაძე რომას მოსწონს
ჩანაწერი

მიქაუტაძე რომას მოსწონს

საფრანგეთის კონტროლის მართვის ეროვნულმა დირექტორატმა „ლიონი’’ ოფიციალურად ლიგა 2-ში დააქვეითა. კლუბი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, მაგრამ გარანტია იმისა, რომ ლიგა 1-ში დატოვებენ არ აქვს. კლუბის მეორე ლიგაში გაგდება ბევრ რამეს ცვლის „ლიონის’’ ფეხბურთელებისთვის. ბევრ მათგანს, მაგალითად ქართველ ჟორჟ მიქაუტაძეს სავარაუდოდ დაბალ საფეხურზე თამაში არ ენდომება და ახალ კლუბს მოძებნის. შესაძლებლობები იხსნება იმ კლუბებისთვისაც, რომელთაც „ლიონის’’ ესა...

დღეს პარიზმა უნდა მოიგოს
ჩანაწერი

დღეს პარიზმა უნდა მოიგოს

ლუის ენრიკეს ერჩივნა „სიეტლთან’’ თამაშის წინ 6 ქულა ჰქონოდა და ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში წამყვანი ფეხბურთელები დაესვენებინა, მაგრამ „ბოტაფოგოსთან’’ 0:1 წაგებამ საკითხი ჯიქურ დააყენა: მოგება და კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლა ან პარიზში დაბრუნება. „პარი სენ ჟერმენის’’ თავკაცმა პირველი ტურის შეხვედრასთან შედარებით, რომელშიც მისმა გუნდმა „ატლეტიკოს’’ 4:0 მოუგო, „ბოტაფოგოსთან’’ ოთხი კაცი შეცვალა. სასტარტო თერთმეტეულში გამოჩნდნენ...

დე ბრუინი საფრანგეთში ისვენებს
ჩანაწერი

დე ბრუინი საფრანგეთში ისვენებს

კევინ დე ბრუინი „ნაპოლის” ფეხბურთელი გახდა. სანამ 33 წლის (34 წლისა შაბათს, 28 ივნისს გახდება) ბელგიელი ვარსკვლავი ახალ გუნდთან ერთად დიმაროს საწვრთნელ ბაზაზე მომდევნო სეზონისთვის მზადებას დაიწყებს, ის საფრანგეთის რივიერაზე ისვენებს. ნეაპოლური საიტები წერენ, რომ მათმა ახლმა ფეხბურთელმა თავის ინსტაგრამზე დაპოსტა ფოტო, რომელზეც ის ვირჯილ ვან დაიკთან და ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელთან, ფენომენად წოდებულ რონალდოსთან ერთად...

პსჟ-ს ბოლო დღის ამბავი
ჩანაწერი

პსჟ-ს ბოლო დღის ამბავი

„ბოტაფოგოსთან’’ გასაკვირი დამარცხების (0:1) მეორე დღეს „პარი სენ ჟერმენი’’ ირვინის უნივერსიტეტის სავარჯიშო მოედანს დაუბრუნდა. ტემპერატურა წინა დღეებთან შედარებით ნაკლები იყო. „პარიზიენი’’ წერს, რომ პასადენაში წაგებისა და მერვედფინალში ვერგასვლის მიუხედავად პარიზული კლუბის ფეხბურთელები ჩვეულებრივ ხუმრობდნენ და გასული კვირის იუბილარებს, გონსალო რამუშსა და ნუნუ მენდეშს საპატიო დერეფანიც მოუწყვეს. პარასკევის ვარჯიშის მთავარი ამბავი კი ოსმან დემბელეს ჯგუფში დაბრუნება...

სენტ ეტიენი იმედს შემტევი წყვილის გაყიდვაზე ამყარებს
ჩანაწერი

სენტ ეტიენი იმედს შემტევი წყვილის გაყიდვაზე ამყარებს

„სენტ ეტიენმა’’ ლიგა 1-ში ერთი სეზონი გაატარა და გავარდა. ამას წესით ფინანსური პრობლემები უნდა გამოეწვია, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა იმედიანადაა და გასული ზაფხული ორი შენაძენის გაყიდვით აპირებს სამომავლო ფულის შოვნას. ორიდან ერთი 24 წლის ქართველი თავდამსხმელი ზურიკო დავითაშვილია, რომელიც „სენტ ეტიენში’’ „ბორდოდან’’ 6 მილიონად გადავიდა და ახალ გარემოს კარგად მოერგო. მან „მწვანეების’’ მაისურით 33 შეხვედრაში 9...

კარგად მიმდინარეობს კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი?
ჩანაწერი

კარგად მიმდინარეობს კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი?

კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც 13 ივლისამდე გასტანს, როგორც ჩანს კამათისა და აზრთა სხვადასხვაობის საგნად დარჩებაო, წერს „ლე მონდი’’. გავლენიანი ფრანგული გაზეთი შეგვახსენებს, რომ თავდაპირველად კამათის საგანი ახალი ფორმატი იყო ― ფიფამ გუნდების რაოდენობა 32-მდე გაზარდა და ისედაც გადატვირთულ კალენდარს ბევრი ახალი მატჩი დაამატა. შემდეგ კრიტიკოსთა ყურადღება საპრიზო ფონდმა მიიპყრო ― დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი; ბოლოს...

მამარდას თანაგუნდელი მილანში?
ჩანაწერი

მამარდას თანაგუნდელი მილანში?

„მილანს’’ „ვალენსიასგან’’ ხავი გერას შეძენა უნდა. ამჟამად ნახევარმცველი ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობს. იტალიური წყაროები იტყობინებიან, რომ „როსონერის’’ გიორგი მამარდაშვილის ყოფილ კლუბთან საწყისი მოლაპარაკება შედეგიანი ჰქონდა და დღეს 22 წლის ნახევარმცველში ესპანელებს 20 მილიონ ევროს შესთავაზებს. შეგახსენებთ, რომ „მილანსა’’ და „ვალენსიას’’ ბოლო წლებში საქმიანი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. მამარდას თანაგუნდელთაგან მილანელებმა 2023-ში უკვე იყიდეს ამერიკელი...

რატომ დაარტყა პენალტი კანგ-ინ ლიმ?
ჩანაწერი

რატომ დაარტყა პენალტი კანგ-ინ ლიმ?

კანგ-ინ ლის 2024 წლის 9 ნოემბრის შემდეგ გოლი არ გაუტანია. კორეელმა ბოლოს ლიგა 1-ის შეხვედრაში „ანჟეს’’ კარში შეაგდო. გასულ სეზონში „პარი სენ ჟერმენის’’ შემტევ მოთამაშეთა შორის ის ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო და თანდათანობით ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. კვირას, მადრიდის „ატლეტიკოსთან’’ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში კანგ-ინ ლი მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას ნაცვლად 16 წუთით შევიდა...

ზიდანი და დელიკატურობა
ჩანაწერი

ზიდანი და დელიკატურობა

რა ხანია შეთანხმებულია, რომ დიდიე დეშამი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მერე საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგება. ვინ შეცვლის მას? შესაძლო კანდიდატებს შორის ყველაზე ხშირად ზინედინ ზიდანს ახსენებენ. „საფრანგეთის ნაკრებში თავს ლეგიტიმურ ადამიანად ვგრძნობ. იქ, როგორც ფეხბურთელმა, კარიერის 12,13,14 წელი გავატარე. რასაკვირველია მის სათავეში ჩადგომა ოცნებაა და შეთავაზებასაც მოუთმენლად ველი, მაგრამ მანამდე ამ გუნდს ჰყავს მწვრთნელი...

მაშ, ლიგა უნდა ჰქონდეს მოგებული?
ჩანაწერი

მაშ, ლიგა უნდა ჰქონდეს მოგებული?

ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი ფრანკ რიბერი 2013 წელს ხუთი ტიტულის მფლობელი გახდა. მან „ბაიერნის’’ შემადგენლობაში მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, კლუბთა მსოფლიოს თასი და ევროპის სუპერთასი. იმავე წელიწადს ის „ოქროს ბურთის’’ გამოკითხვაში კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის შემდეგ მესამე ადგილზე გავიდა. ერთა ლიგის ფინალში პორტუგალიისა და ესპანეთის ნაკრებთა შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე კი კრიშტიანუ რონალდუმ „ოქროს...