გასულ სეზონში ჟორჟ მიქაუტაძისა და ზურიკო დავითაშვილის გამო „ლიონისა’’ და „სენტ ეტიენის’’ რონისპირული დერბი ქართველი გულშემატკივრისთვის მნიშვნელოვანი იყო.
ეს ორი ქალაქი ერთმანეთისგან საგარეუბნო მატარებლით ერთი საათის სავალშია, ხოლო მათ გულშემატკივართა შორის უკვე ათწლეულებია დიდი დაპირისპირება არსებობს. ამის გამო შავ დღეში ჩავარდა პატარა ქალაქი ტიზი ლე ბურგი, რომელიც ლიონიდან 70, ხოლო სენტ ეტიენიდან 95 კილომეტრშია და იქ ორივე გუნდის ქომაგები ცხოვრობენ.
მართალია, „სენტ ეტიენი’’ ლიგა 2-ში გავარდა ანუ მომდევნო სეზონში რონისპირული დერბი არ გაიმართება, მაგრამ ტიზი ლე ბურგელი ფანები საყვარელი კლუბების გულშემატკივრობას განაგრძობენ და თავიანთი ქალაქის ქუჩებში საგზაო ნიშნებზე „სენტ ეტიენისა’’ და „ლიონის’’ სტიკერებს აკრავენ.
ამან როგორც ჩანს ისეთი მასშტაბი მიიღო, რომ ქალაქის საკრებულომ და მერიამ განცხადება გაავრცელეს. ხსენებული განცხადების თავიდან ბოლომდე თარგმნას ბუნებრივია არ ვაპირეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ცალკეულ შემთხვევებთან არ გვაქვს საქმე და მოქალაქეები ვეღარ იგებენ სად შეიძლება შეხვევა და სად არა.
ქალაქის მერი გულშემატკივრებს ჯარიმების დაწესებითაც კი დაემუქრა, ხოლო უცნაური ამბავი რეგიონული მედიის ფარგლებს გასცდა და ის აგერ, საქართველოშიც გავიგეთ.
transfermarkt-ის თანახმად „სენტ ეტიენი’’ და „ლიონი’’ ერთმანეთს 126-ჯერ შეხვედრიან. აქედან 45 შეხვედრა „სენტ ეტიენმა’’ მოიგო, 48 „ლიონმა’’, ხოლო 33 თამაში ფრედ დამთავრდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 16:12დინამო მუზეუმში
მთავარი ამბავი31/07/2026 | 15:53ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 09:25რატომ სადილობს ლუიშ კამპუში ფეხბურთელებთან?
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 07:50უეფამ ფიფას პრეზიდენტობა ალ-ხელაიფის შესთავაზა
