საქართველოს ნაკრებმა ივნისის ფანჯრის პერიოდში მეორე ამხანაგური მატჩი ითამაშა და ბაჰრეინს 2:0 მოუგო. რუმინეთისგან განსხვავებით ვილი სანიოლმა სხვა შემადგენლობა ათამაშა. შერეული შემადგენლობით ფრანგმა სპეციალიტმა ის ფეხბურთელები მოსინჯა, ვისაც დრო იშვითად ეძლევა. ფაქტობრივად, ვივარჯიშეთ, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ კარგად ვითამაშეთ. ფაქტი ერთია – მარტივად მოვიგეთ. გასაკვირიც არ იყო – სუსტი მეტოქე გვყავდა. უგოლო და უინტერესო პირველი...
კატეგორია: სიახლეები
ფინალი: ალანია vs ჯალაღონია
პრო დ2-ის პლეი-ოფში დამაგვირგვინებელი მატჩიღა დარჩა გასამართი. შაბათს, 6 ივნისს, ტულუზის „სტად ერნე ვალონზე“ ფინალურ მატჩში ერთმანეთს მიხეილ ალანიას „ვანი“ და თორნიკე ჯალაღონიას „პროვანსი“ დაუპირისპირდებიან. მიშიკოს ნახევარფინალში არ უთამაშია, მისმა გუნდმა კი ვასილ ლობჟანიძის „ოიონაქსი“, რომ იტყვიან, ცალი ხელით დაამარცხა – 48:7. ვასკა მინდორზე ორჯერ შევიდა: შესვენების შემდეგ, გაძევებული სასტარტო 9 ნომერი ჩაანაცვლა, ხოლო ბოლო...
იანის ჰაჯი: საქართველოსთან ფრით კმაყოფილი ვერ ვიქნებით, მაგრამ…
იანის ჰაჯიმ საქართველოსა და რუმინეთის ფრედ (1:1) დამთავრებული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ თბილისში ფრით კმაყოფილი ვერ დარჩებოდა, მაგრამ იყო იმედისმომცემი მომენტები. ლეგენდარული გეორგე ჯაჰის 27 წლის ვაჟი ამბობს, რომ მამამისს წინა მწვრთნელებთან შედარებით გაცილებით მაღალი მოთხოვნები აქვს. „ვერ გეტყვით, რომ შედეგით კმაყოფილები ვართ, მაგრამ კარგი იყო, რომ მეტად თუ ნაკლებად მოვახერხეთ იმის ხორცშესხმა, რაზეც გასულ...
ამხანაგური ფრე რუმინეთთან
საქართველოს ნაკრებმა ივნისის სანაკრებო პაუზის დროს პირველი ამხანაგური მატჩი რუმინეთთან გამართა და 1:1 დაასრულა. თამაში ბოლო სანაკრებო გამოდგა გურამ კაშიასთავის, ვინაც ეროვნული გუნდის მაისური 129-ედ მოირგო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მატჩის წინ სპეციალური სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. კაშია 64-ე წუთზე შეცვალეს – ორივე გუნდის ფეხბურთელებმა მას დერეფანი მოუწყვეს. რაც შეეხება თამაშს, პირველ ტაიმში გოლი არ...
ირანი შოლოიცკვინტლეში მიდის
ირანელი თავდამსხმელი სარდარ აზმოუნი, რომელიც არაბთა გაერთიანებული საემიროების „შაბაბ ალ ალჰიში“ თამაშობს ნაკრების განაცხადში არ შეიყვანეს. სავარაუდო მიზეზი: მან მარტში დაპოსტა ფოტო, რომელიც საემიროების მმართველ რაშიდ ალ მაქთუმთან ერთად აქვს გადაღებული. შეგახსენებთ, რომ ირანი აშშ-სა და ისრაელთან ომობს. კონფლიქტის მსვლელობისას ირანელებმა დაბომბეს საემიროებიც ანუ მათთვის ეს ქვეყანაც მტრულია. აზმოუნს ნაკრების შემადგენლობაში 91 შეხვედრაში 57 გოლი...
მელიქიძე ქართველებში გალიდერდა
საფრანგეთის და, თამამად შეიძლება ითქვას, ევროპის უძლიერეს სარაგბო ლიგაში რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა ტური გაიმართა და უნდა ითქვას, რომ ამ 7 მატჩის შემდეგ ცხრილის ზედა ნაწილში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. მხოლოდ ის გაირკვა, რომ მოქმედი ჩემპიონი „ტულუზი“ პირველობას არავის დაუთმობს, აი, დანარჩენი ადგილებისთვის კი ცხარე ბრძოლა ალბათ სეზონის ბოლო წამებამდე გაგრძელდება. მე-2 ადგილისთვის ჭიდილს კი, „მონპელიე“ და...
კვარა და ხუთი პარიზელი
მას მერე, რაც 16 თვის წინ „პარი სენ ჟერმენში“ გადმოვიდა ხვიჩა კვარაცხელიას მიღწევათა რიცხვი იზრდება. ქართველმა გარემარბმა შაბათს ზედიზედ მეორედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა („არსენალთან“ პენალტებით 1:1; 4:3) შემდეგ კი თავის ინდივიდუალურ მიღწევებს კიდევ ერთი დაამატა: ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო. 2025 წელს ეს წოდება ოსმან დემბელეს ერგო. „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაში...
კვარაცხელიების პენალტები
ეროვნულ ლიგაში მე-16 ტურის შემდეგ ცხრილის ზედა ნაწილში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. მართალია, ლიდერმა „იბერიამ“ „ბათუმთან“ 1:0 გაიმარჯვა, ხოლო მისი უშუალო მდევარი „ტორპედო“ შინ „გაგრასთან“ 1:2 დამარცხდა და თბილისელებს 4 ქულით ჩამორჩა, მაგრამ მათ „რუსთავი“ წამოეწია, რომელმაც „სპაერს“ 2:1 სძლია. ახლა „ტორპედოს“ და „რუსთავს“ 26-26 ქულა მოუგროვდათ, მეოთხე ადგილზე მყოფ „დინამოს“ – 25. „ბათუმმა“ ექვსმატჩიანი...
ნევეში: ფეხბურთის თამაში მარტო პსჟ-ს უნდოდა
ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს. პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ჟოაო ნევეშმა თქვა: „ძალიან მიხარია. უკვე მეორედ ვიგებ ჩემპიონთა ლიგას. მეტსაც გეტყვით, მახარებს არა თავად გამარჯვება, არამედ ის, რომ ასეთი თანაგუნდელების მხარდამხარ, ასეთი ხალხის ხელმძღვანელობით ვთამაშობ, ასეთ პერსონალთან ვარ. „პარი სენ ჟერმენში“ გადმოსვლა ჩემი ცხოვრების საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. აქ ყველაფერი მომწონს. დღეს ჩვენ...
შეუჩერებელმა ხვიჩა კვარაცხელიამ არსენალის ოცნება მოკლა
„პარი სენ ჟერმენმა“ ეს შეძლო! „პუშკაშ არენაზე“ გამართულ ნერვიულ ფინალში საფრანგეთის დედაქალაქის კლუბმა ევროპული ტიტული შეინარჩუნა. მან პენალტებით (1:1, 4:3) გაიმარჯვა, თუმცა ლუის ენრიკეს გუნდისთვის თამაში ცუდად დაიწყო: მე-6 წუთზე ანგარიში კაი ჰავერცმა გახსნა. პარიზელები კარგა ხანს წითელ კედელს ეჯახებოდნენ. ისინი თამაშობდნენ კარგად ორგანიზებული, დისციპლინირებული ლონდონელების წინააღმდეგ, რომელიც მზად იყვნენ ბურთის გარეშე ეწვალათ. ბურთის ფლობაში...









