გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულიდან“ შესაძლო განათხოვრების შესახებ უკვე ინგლისურ მედიაშიც ითქვა, ასე რომ ცნობა ჰაერიდან მოტანილს აღარ ჰგავს. პორტალმა This is Anfield დაწერა, რომ ქართველი მეკარე პირველ სეზონში სათადარიგოთა სკამზე ჯდომას იმ იმედით დათანხმდა, რომ სექტემბრიდან მერსისაიდელთა მთავარი გოლკიპერი გახდებოდა. ამასობაში ალისონის შეძენას „იუვენტუსი“ ცდილობდა. სხვადასხვა წყაროები წერდნენ, რომ ტურინში გადაბარგება ბრაზილიელსაც სურდა, მაგრამ როგორც ჩანს...
კატეგორია: სიახლეები
არსენალი ბუდაპეშტშია
„არსენალი“ ბუდაპეშტშია, სადაც ხვალ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ ჟერმენს“ შეხვდება. „მეთოფეები“ უნგრეთის დედაქალაქისკენ ლუტონის აეროპორტიდან გაემგზავრნენ. მათ მიზნად ისტორიული დუბლის შესრულება აქვთ დასახული. ამ სეზონში ჩრდილო ლონდონელები 22 წლის შემდეგ პირველად გახდნენ პრემიერლიგის ჩემპიონები და ახლა ეძლევათ უნიკალური შანსი ჩემპიონთა ლიგაც მოიგონ. ინგლისურ მედიაში ხაზს უსვამენ, რომ აეროპორტში „არსენალის“ ფეხბურთელებს შორის იყო 24 წლის...
მესი და ოცდახუთი
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა არგენტინამ დაასახელა იმ 26 ფეხბურთელის ვინაობა, ვინც მუნდიალზე გაემგზავრება. გუნდის კაპიტანია ლეო მესი, რომელიც ერთ თვეში 39 წლის გახდება. რამდენიმე დღის წინ მესის ბარძაყის კუნთი ატკივდა, მაგრამ როგორც ამბობენ ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს. არგენტინელებს მსოფლიოს ჩემიონატზე მიჰყავთ ფეხბურთელების ჯგუფი, რომელშიც ბევრი 2022 წლის ჩემპიონია. სიურპრიზები ფაქტობრივად არ არის. ერთადერთ სიურპრიზად „რეალის“...
დიდი სენსაცია პარიზში
მსოფლიოს პირველი ჩოგანის, იტალიელი იანიკ სინერის 30-მატჩიანი მოგებათა სერია საფრანგეთის ღია პირველობაზე მოულოდნელად შეწყდა. სინერი აუტანელი სიცხის გამო თუ სხვა მიზეზით რეიტინგის 56-ე ნომერთან, არგენტინელ ხუან მანუელ ჩერუნდოლოსთან 1/32ფინალში ხუთსეტიან მატჩში დამარცხდა. „როლან გაროსის“ უპირველესი ფავორიტი გამარჯვებისკენ დამაჯერებლად მიიწევდა, მას ორი სეტი უკვე მოგებული ჰქონდა და მესამეც 5:1 მიჰყავდა, მაგრამ… იტალიელი სიცხესა და თავბრუსხვევას უჩიოდა, ამბობდა,...
გლასნერის სასწაული
როდესაც „კრისტალ პალასის“ თავმჯდომარემ სტივ პერიშმა 2023 წლის მიწურულს ოლივერ გლასნერი გაიცნო, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ეს კაცი მისი კლუბის ისტორიას შეცვლიდა. პერიში და გლასნერი ერთმანეთს მაშინდელმა სპორტულმა დირექტორმა დუგი ფრიდმენმა წარუდგინა. ფრიდმენი გლასნერს კარგა ხანს აკვირდებოდა და მოსწონდა როგორ იმუშავა მან „ვოლფსბურგსა“ და „ფრანკფურტში“. იმხანად „პალასს“ როი ჰოჯსონი წვრთნიდა, მაგრამ გულშემატკივარი ცვლილებას ითხოვდა. როგორც...
ამჯერად უკვე 21…
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები რუმინეთთან და ბაჰრეინთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 27 მაისს, „ჯვაროსნებმა“ მიხეილ მესხი 2-ზე მეორე ვარჯიში გაიმართეს. საწვრთნელ პროცესში ამჯერად უკვე 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“), დავით კერესელიძე („დილა“) და საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი“) შეკრებას კლუბებში ჩატარებული მატჩების შემდეგ შეუერთდებიან. როგორც ცნობილია რუმინეთთან და ბაჰრეინთან ტრავმის გამო...
შმეიხელი მხარმა გააჩერა
სელტიკისა და დანიის ეროვნული ნაკრების მეკარემ კასპერ შმეიხელმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა „მხართან დაკავშირებული პრობლემების გამო ქირურგებთან კონსულტაცია გავიარე და მითხრეს, რომ დიდ ფეხბურთში დაბრუნებაზე არც უნდა ვიფიქრო. ბევრი ვიფიქრე და მივედი დასკნამდე, რომ ახლა კარიერის დასრულებისთვის შესაფერისი დროა“, – ამბობს კასპერ შმეიხელი, დიდი პიტერ შმეიხელის ვაჟი. 39 წლის შმეიხელმა 2015-2016 წლების სეზონში „ლესტერთან“ ერთად ინგლისის პრემიერლიგა მოიგო. ის...
უნაპერწკლოები
ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ „ნიცასთან“ პირველ შეხვედრაში შინ 0:0 ითამაშა. 29 მაისს საპასუხო მატჩში გაირკვევა ამ ორიდან რომელი ითამაშებს ლიგა 1-ში და რომელი ლიგა 2-ში. შეგახსენებთ, რომ „ნანტი“ და „მეცი“ უმაღლესი დივიზიონიდან პირდაპირ გავარდნენ, ხოლო „ტროა“ და „ლე მანი“ ქვედა ლიგიდან აღზევდნენ. საფრანგეთში ერთი პოზიციაღა დარჩა გასარკვევი. შეხვედრა რომელიც „ჟოფრუა გიშარზე“ გაიმართა სანახაობრივი არ გამოვიდა....
ტორპედომ და იბერიამ დაძაბეს
ეროვნული ლიგის მე-15 ტურში სატურნირო ვითარება დაიძაბა. „ტორპედომ“ კლასიკოში 1:0 მოუგო „დინამოს“, ლიდერმა „იბერიამ“ კი „სამგურალთან“ წააგო სტუმრად 2:3 და ახლა უშუალო მდევარ ქუთაისელებს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს. თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით „დინამომ“ მე-7 მატჩი ჩაატარა და პირველად დამარცხდა. სასიამოვნო ის იყო, რომ ნელ-ნელა ჩვენი ჩემპიონატის შეხვედრებს მაყურებელი ემატება. კლასიკოს წინ „დინამო არანას“ სალაროებთან მცირე რიგებიც კი...
ფაბრეგასის მაგვარი ალბათ ფაბრეგასია
RedBird Capital Partners არის ამერიკული კერძო საინვესტიციო კომპანია, რომელიც 2014 წელს ნიუ-იორკში დააფუძნა ბიზნესმენმა ჯერი კარდინალემ. ის განაგებს მილიარდობით დოლარის კაპიტალს და სპეციალიზებულია რამდენიმე ძირითად სექტორზე: სპორტი, მედია, გასართობი ინდუსტრია, ტექნოლოგიები და ფინანსები. RedBird იტალიური საფეხბურთო გიგანტის „მილანის“ მფლობელიცაა და სწორედ ამიტომ დაიბარა ხსენებულმა კარდინალემ გუშინ დილით ქალაქ მილანის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროში კლუბის...









