სანაკრები პაუზის შემდეგ საკლუბო ჩემპიონატები განახლდა. „პარი სენ-ჟერმენმა“ საკუთრ მოედანზე „ლე მანი“ მიიღო. ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა შორის დატოვა, პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა. მეორე ტაიმში, 59-ე წუთზე ხვიჩა მოედანზე შევიდა და ფაქტობრივად, ბურთთან პირველივე შეხება გოლად აქცია (61-წუთი) და პსჟ დააწინაურა – 2:1. რამდენიმე წუთში აკლიუშმა მესამე ბურთიც გაიტანა და პარიზელთა უპირატესობა კიდევ...
კატეგორია: სიახლეები
მძიმეში უმედლოდ…
ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ინდივიდუალური დღე საქართველოს დელეგაციამ მედლის გარეშე დაასრულა. მძიმე წონებში სამი მონაწილე გვაყვდა – გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი და სოფიო სომხიშვილი. თუშიშვილმა ორი წრე გაიარა: ჯერ მონღოლი ცეცენცენგელ ოდხუუ დაამარცხა, შემდეგ – გვინეელი მუსტაფა ფოფანა; თუმცა, მერვედფინალში თავად წააგო რუს ვალერი ენდოვიცკისთან; დემეტრაშვილმა პირველივე შეხვედრა წააგო უზბეკ ტურობოევთან, ხოლო სომხიშვილმა...
ლუის ენრიკე: ვარჯიშებით კმაყოფილი ვარ, რეალურად – გამოჩნდება!
საკლუბო ფეხბურთი ჩვეულ რიტმს უბრუნდება – პარასკევს „პარი სენ ჟერმენის“ საწვრთნელ ბაზაზე ისევ ლიგა 1-სა და სხვა მიმდინარე საკითხებზე იყო ლაპარაკი. როგორც „პარიზიენი“ წერს მწვრთნელი ლუის ენრიკე, რომელმაც პრეს-კონფერენცია გამართა, ჟურნალისტებს შესანიშნავ გუნებაზე დახვდა; უთხრა, რომ ისინი სეზონის დასაწყისს მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, თუმცა „ლე მანთან“ შეხვედრის წინ ისიც დასძინა, რომ კარგი იქნება კარს მომდგარ...
სულამანიძის წითელი არშია
ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე ოქროს მედალი მოიპოვა – ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) შემდეგ, კვარცხლბელის უმაღლეს საფეხურზე ილია სულამანიძე (100 კგ) ავიდა. სულამანიძემ მთელი ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა, პირველ შეხვედრაში უნგრელი ჟომბორ ვეგი დაამარცხა, მერვედფინალში მოლდოველი გიმბოვშს სძლია, მეოთხედფნალში ილიამ თბილისში ევროპის ჩემპიონატზე განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო რუს ნიაზ ბილალოვთამ ნახევარფინალში კი...
უმედლო დღე
ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე დღე საქართველოს დელეგაცია უმედლოდ დარჩა. არადა, 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მედლის ყველაზე მეტად გვეიმედებოდა, რადგან ორი მონაწილე გვყავდა – ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და მსოფლიოს ჩემპიონი ლუკა მაისურაძე. ბექაურმა სამხრეთკორეელ მინკი სონგს იპონით აჯობა; სენეგალელ რაიან დაკოსტას იუკო და ვაზარი აართვა; მეოთხედფინალში იაპონელი სანშირო მურაოსთან 30 წამში იპონზე...
ტატოს ზედიზედ მეექვსე ფინალი და მეოთხე ტიტული…
ბაქოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი პირველად ტატო გრიგალაშვილმა ააჟღერა, რომელმაც გიორგი სარდალაშვილისა (ბრინჯაო) და ეთერ ლიპარტელიანის (ვერცხლი) დაწყებული საქმე ოქროთი გააგრძელა. აღსანიშნავია, რომ გრიგალაშვილი ზედიზედ მეექვსედ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში და მეოთხედ გახდა ამ წონის უძლიერესი. გრიგალაშვილმა ოქროსკენ მიმავალ გაზაზე საამიროების წარმომადგენელ ჰაჯიმურატ ომაროვი (2 იუოკი; ვაზარი), შვეიცარიელი აურელიან ბონფეროვი (ვაზარი; იპონი), სლოვენიელი...
ჟეზუშმა რონალდუ ტყუილად არბენინა
კრიშტიანუ რონალდუმ თქვა, რომ პორტუგალიის ნაკრებში თამაშის გაგრძელებაზე უარს სულაც არ ამბობს, თუმცა ეროვნული გუნდის მწვრთნელ ჟორჟე ჟეზუშს პირობის ოჯერ დარღვევაში დასდო ბრალი. შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ ხუთგზის ლაურეატმა გასულ ოთხშაბათს პორტუგალიელთა შეკრება თვითნებურად დატოვა. რონალდუ გაბრაზდა, რადგან ჟეზუშმა ის ნორვეგიასთან შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე დასვა, რათა მოედანზე მეორე ტაიმში შეეყვანა, მაგრამ მერე აღარ ათამაშა. 41...
დამშვიდობება დიადთან
„ოქროს ბურთის“ რვაგზის გამარჯვებული ლეო მესი არგენტინის ნაკრებს დაემშვიდობა. ეს მოხდა ბუენოს აირესში, „მონუმენტალზე“, სადაც ეროვნულ გუნდში 207 შეხვედრის მონაწილემ და 125 გოლის ავტორმა უკანასკნელად ჩაიცვა „ალბისელესტე“ ანუ თეთრ-ცისფერი მაისური. მატჩში, რომელშიც მესი სანაკრებო ფეხბურთს გამოემშვიდობა არგენტინამ ბენინს 3:0 მოუგო. სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ანგარიში მესის პასით ნიკოლას ოტამენდიმ გახსნა, მეორე კვლავ მესის პასით...
ვიცე-ეთერი…
ეთერ ლიპარტელიანმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 27 წლის ძიუდოისტი იაპონელ აკარი ომორისთან დამატებით დროში დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატზე კარიერაში მეორე მედალი მოიპოვა – 2025 წელს ის ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. დღესვე მსოფლიო ჩემპიონატზე მამაკაცთა შორის 73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვულმა იჭიდავა, მაგრამ...
ახალგაზრდულმა გერმანიაში წააგო
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩი ქალაქ ბილეფელდში გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებთან გამართა და 0-2 დამარცხდა. გერმანელებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს, დუბლი პეჩინოვიჩმა შეასრულა. ამ გამარჯვებით გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური გადათამაშების გარეშე მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა 10 ქულა დააგროვა და შესარჩევი ეტაპი მეოთხე ადგილზე დაასრულა – 2 თამაში მოიგო,...
![Kvaratskhelia-11 შევიდა, დაარტყა, გაიტანა… [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/10/Kvaratskhelia-11-360x360.jpg)








