ერთა ლიგის B დივიზიონის მორიგ ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრა და 0:0 ითამაშა. ზედიზედ მეოთხე მატჩია ჩვენი გუნდი მოედნიდან გოლის გარეშე გადის.
ვერ იყო დამაჯერებელი პირველი ტაიმი. გვიჭირდა ბურთის ამოტანა. იყო მომენტები, მეტოქე პრესინგის ნაცვლად დაცვაში დგებოდა, ამ დროს ბურთს კი ვაკონტროლებდით, მაგრამ მხოლოდ უკანა ხაზში გაკეთებული პასებით. ერთხელ იყო დავითაშვილმა რომ დაარტყა და მეკარემ აუღო.
დიდი სიმწვავით ვერც მეტოქე გამოირჩეოდა, მაგრამ სანერვიულო მომენტები იყო.
მეორე ნახევრის დასაწყისიც მეტოქის იყო. მერე ჩვენც დავიჭირეთ მომენტი. ხვიჩა კვარაცხელიასაც მართებდა გატანა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა; მერე მაგრად გადავრჩით. ნოდარ ლომინაძემ ბურთი მეტოქეს ჩააბარა და გიორგი მამარდაშვილმა რთლი ბურთი აიღო, რასაც კუთხური მოჰყვა. კუთხურს კი – პენალტი… პენალტიც ლომინაძემ „აიკიდა“, მაგრამ მამარდაშვილმა თანაგუნდელი მეორეჯერაც გადაარჩინა.
არ განმეორდა თბილისური სცენარი, სადაც მასპინძლებმა პენალტი გააცუდეს და სტუმრებმა მოიგეს. გოლი საერთოდ აღარ გასულა…
ამასობაში უნგრელებმა სტუმრად 2:1 მოუგეს უკრაინას და ჯგუფში ახლა ასეთი მდგომარეობაა: ჩრდილოეთ ირლანდია 8 ქულა; უნგრეთი – 7; უკრაინა – 4; საქართველო – 2;
მომდევნო მატჩები 14 და 17 ნეომბერს გაიმართება.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/10/2026 | 22:49ახალგაზრდულმა გერმანიაში წააგო
სიახლეები06/10/2026 | 01:41მეოთხე უგოლო მატჩი და ფრე
სიახლეები29/09/2026 | 02:04სვანაძის უგოლო დებიუტი
მთავარი ამბავი27/09/2026 | 17:52რამაზ სვანაძე – იმედია, ისეთ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომ გულშემატკივარს გავახარებთ
