კატეგორია: აქეთურ-იქითური

Home აქეთურ-იქითური
ნარკოკარტელი ეკვადორს დაემუქრა
ჩანაწერი

ნარკოკარტელი ეკვადორს დაემუქრა

მექსიკასთან მატჩის წინა დღეს ეკვადორის ნაკრების ფეხბურთელებმა მექსიკური ნარკოკარტელისგან ანონიმური მუქარი წერილები მიიღეს. თავიდან ეს ინფორმაცია ჭორად აღიქვეს, თუმცა მოგვიანებით ის დადასტურდა. „მსოფლიო ჩემპიონატის თემა საკმაოდ რთულია, რადგან, როგორც ჩანს, უკვე დადასტურდა, რომ მექსიკური კარტელის მხრიდან ეკვადორელი ფეხბურთელების მისამართით მუქარები ისმოდა. ისინი ხუთ ფეხბურთელს დაუკავშირდნენ და ეკვადორსა და მექსიკაში მყოფი მათი ნათესავების შესახებ კონკრეტული მონაცემები წარუდგინეს. ეს შოკისმომგვრელია. მათ ემუქრებოდნენ, რომ იმ დღეს აცტეკას სტადიონზე...

გონსალო რამუში: როცა ბოლო წუთზე გოლი დაგჭირდებათ, იცით ვისაც უნდა დაურეკოთ!
ჩანაწერი

გონსალო რამუში: როცა ბოლო წუთზე გოლი დაგჭირდებათ, იცით ვისაც უნდა დაურეკოთ!

როდესაც ახსენებენ სიტყვას სუპერსათადარიგო, ძნელია გონსალო რამუში არ გაგახსენდეს. ნეტავ თუ არსებობს ვინმე, ვისაც თამაშში სკამიდან ჩართვა მასზე უკეთესად ეხერხება, რაც „პარი სენ ჟერმენის“ აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატზეც დაამტკიცა, როდესაც ხორვატიას გაუტანა გამარჯვების გოლი – 2:1. 25 წლის რამუში მოედანზე 62-ე წუთზე შევიდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კადრში გამოჩნდა, თუ როგორ არიგებდა მას ჭკუას...

დიომანდეს ინტერნეტი არ ჰქონდა
ჩანაწერი

დიომანდეს ინტერნეტი არ ჰქონდა

დღეს პარიზელ გულშემატკივართა ერთ-ერთი მთავარი სალაპარაკო თემა „ლაიფციგის“ კოტ დ’ივუარელი ვარსკვლავის იან დიომანდეს შესაძლო ტრანსფერია. რას ფიქრობს ამაზე თავად დიომანდე? 19 წლის მარცხენა გარემარბმა ბოლო პრეს-კონფერენციაზე თქვა: „ჩემი პსჟ-ში შესაძლო გადასვლის შესახებ თქვენგან ვიგებ. აქ ინტერნეტი არ მაქვს. არც ინსტაგრამი მაქვს, არც ტიკ-ტოკი. კლუბს ჩემი აგენტი უკავშირდება, ასე რომ მე ინფორმაცია არ მაქვს. გარდა ამისა,...

ინგლისს წყლის შესვენებამ მოაგებინა?
ჩანაწერი

ინგლისს წყლის შესვენებამ მოაგებინა?

როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში ინგლისსა და კონგოს შორის პირველი „წყლის შესვენება“ გამოცხადდა, ხალხმა სტვენა დაიწყო. უკმაყოფილების მიზეზი ნაწილობრივ გულშემატკივრის მიერ მოძულებული „წყლის შესვენება“ გახლდათ, ნაწილობრივ კი ინგლისის ნაკრების უკბილო თამაში. მეორე მხრივ BBC-ს გაუჩნდა ლოგიკური კითხვა: საფეხბურთო ტაიმების მეოთხედებად დაყოფამ ინგლისელებს ხომ არ უშველა? თომას ტუხელის გუნდი საშინლად თამაშობდა და მე-7 წუთზე გოლი გაუშვა....

კარლო მაგარია
ჩანაწერი

კარლო მაგარია

ბრაზილიის ნაკრების მცველმა მარკინიოსმა მსოფლიო ჩემპიონატზე მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის როლზე ისაუბრა. იტალიელმა მწვრთნელმა ეროვნული გუნდი 2025 წლის 12 მაისს ჩაიბარა. „ამ მსოფლიო ჩემპიონატზე დიდწილად ჩვენი მწვრთნელისა და მენეჯმენტის წყალობით მოვხვდით, რომლებმაც შესანიშნავი სამუშაო გასწიეს და საუკეთესო პირობები შეგვიქმნეს. ამიტომ, ძალიან მადლიერები ვართ მათი შრომისთვის. ჩვენ შესანიშნავი მწვრთნელი გვყავს. ის ტაქტიკურად საუკეთესოდ გვამზადებს, ამიტომ თუ...

მელიქიძე, ჩილაჩავა, შიოშვილი…
ჩანაწერი

მელიქიძე, ჩილაჩავა, შიოშვილი…

ტოპ 14-ის ბოლო 4 ფინალის გამარჯვებული, ჯამში ტველაზე მეტი – 25 საჩემპიონო ტიტულის მფლობელი. ყოველივე „ტულუზის“ მიღწევაა, რომლის რიგებშიც კარგა ხანია ქართველებს არ უთამაშიათ. ბოლო ალბათ ვასილ კაკოვინი იყო ახალგაზრდულ ასაკში. თუმცა, ტოპ 14-ში „ტულუზის“ გარდა კიდევ 13 კლუბია, რომლებშიც, „ბორდოს“ გამოკლებით, გასულ სეზონში 31-მა ქართველმა მორაგბემ ითამაშა და ეს რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. ბევრ...

კაცი ძეგლი კონგოდან
ჩანაწერი

კაცი ძეგლი კონგოდან

კონგოს ნაკრების სუპერფანი მიშელ კუკა მბოლადინგა უფრო „ლუმუმბა ვეად“ არის ცნობილი. მას „ცოცხალ ძეგლსაც“ უწოდებენ. ის 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე ან სულაც ყველაზე ცნობილი გულშემატკივარია. მიშელ კუკა მბოლადინგამ როგორც სამშობლოში ასევე მსოფლიოში სახელი იმით გაითქვა, რომ კონგოს ნაკრების თამაშებზე პირველიდან ბოლო წუთამდე ძეგლს განასახიერებს და თან თვალშისაცემად არის ჩაცმული. კონგოში ებოლას ვირუსია გავრცელებული,...

ლინეკერი: საფრანგეთი გერმანიას იოლად მოუგებს
ჩანაწერი

ლინეკერი: საფრანგეთი გერმანიას იოლად მოუგებს

 მსოფლიოს ჩემპიონატის მეთექვსმეტედფინალში საფრანგეთი შვედეთს, ხოლო გერმანია პარაგვაის ხვდება. თუ ორივენი წარმატებით დაძლევენ ბარიერებს, მათი გზები მერვედფინალში გადაიკვეთება. ინგლისის ნაკრების ვეტერანის, BBC-ს მიმომხილველის გარი ლინეკერის აზრით გერმანელებს ფრანგებთან შანსი არ აქვთ. ფრანგულ „ეკიპთან“ ინტერვიუში მან თქვა: „შეიძლება ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლანდელი გერმანია ერთ-ერთი ყველაზე სუსტია იმ გერმანიებიდან, რომლებიც ცხოვრებაში მინახავს. საფრანგეთი მეოთხედფინალში უპრობლემოდ გავა....

ავსტრია vs ალჟირი ჩაწყობილი იყო?
ჩანაწერი

ავსტრია vs ალჟირი ჩაწყობილი იყო?

BBC-ს 44 წლის წინანდელი ამბავი გაახსენდა. 1982 წლის მუნდიალზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და ავსტრიის შეხვედრას უწოდეს „სირცხვილი ხიხონში“. გფრ-მ 1:0 მოიგო. ეს შედეგი ორივეს აწყობდა. ალჟირი ჯგუფში ჩარჩა. თამაშმა ყურადღება იმიტომ მიიპყრო, რომ ორივე გუნდი ბურთს უაზროდ აგორებდა, დროს კლავდა. რამდენიმე დღის წინ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში ერთმანეთს ისევ გადაეყარნენ...

დეშამმა ასისტენტს წერილი მისწერა
ჩანაწერი

დეშამმა ასისტენტს წერილი მისწერა

დიდიე დეშამმა კარგად იცის, რომ ერთგული ასისტენტის გი სტეფანის წინაშე ვალშია. Bein Sports-მა გადაიღო დოკუმენტური ფილმი, რომელიც საფრანგეთის ნაკრების თავკაცის მარჯვენა ხელს ეძღვნება და იქ არის ნაჩვენები, როგორ მისწერა დეშამმა სტეფანს ვრცელი წერილი. ეს „ლურჯების“ აშშ-ში გამგზავრებამდე მოხდა. შემდეგ, უკვე მუნდიალის დღეებში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ ყველამ კარგად იცის: დეშამს დედის გარდაცვალების გამო საფრანგეთში მოუწია დაბრუნებამ...