შაბათს, 18 საათზე, ქუთაისის „აია არენაზე“ დაიწყება საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების დასკვნითი მატჩი საქართველოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. ვიტო კოლელიშვილის ბიჭების მეტოქე მე-11 ადგილისთვის გადამწყვეტ მატჩში ფიჯის 20-წლამდელთა ნაკრები იქნება. ამ გუნდების გზები მსოფლიო ჩემპიონატზე აქამდე ორჯერ გადაკვეთილა – 2019 და 2024 წლებში. ორივე მატჩი მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალს წარმოადგენდა და ორივე ჯერზე გამარჯვება უმცროს ბორჯღალოსნებს დარჩათ,...
კატეგორია: აქეთურ-იქითური
ვინ იხეირა და ვინ იზარალა მსოფლიოს ჩემპიონატით?
2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია. გუნდების რაოდენობის გაზრდამ ბუნებრივია შემოსავლებიც გაზარდა. BBC-მ გამოაქვეყნა წერილი, სადაც შეეცადა გამოეკვლია, ვინ დარჩა მოგებაში და ვინ იზარალა. ფიფამ იხეირა მსოფლიოს ჩემპიონატი უპირველეს ყოვლისა ფიფასთვის გამოდგა სარფიანი. ორგანიზაციამ, რომელმაც ოთხი წლის წინ ყატარში 7.6 მილიარდი დოლარი მოიგო, რეკორდი დაამხო. შემოსავალი, რომელიც ჯანი ინფანტინოს სამსახურმა ოთხწლიან პერიოდში მიიღო...
დე ლა ფუენტე უფალს ფეხბურთის მოგებას არ სთხოვს
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელს ლუის დე ლა ფუენტეს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალის წინა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტმა რაფა მაინესმა მშობლები და გარდაცვლილი ძმა გაახსენა. „ლა როხას“ თავკაცმა, რომლის გუნდმა ფინალში გასასვლელად დღეს საფრანგეთის ეროვნული გუნდი უნდა დაამარცხოს, ემოცია ვერ დამალა: „თქვენ ნამდვილად შეეხეთ ჩემს გრძნობებს. მე მათზე ყოველდღე ვფიქრობ. ვფიქრობ ჩემს ოჯახსა და მშობლებზე; ძმაზე, რომელიც სამი წლის წინ...
ფაბიან რუისი: ისინი ჩემი ახლო მებობრები არიან
დღეს ტექსასში, არლინგტონის AT&T სთედიუმზე გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას ექვსი თანაგუნდელი მიიღებს მონაწილეობას. ესპანეთის ნაკრებს წარმოადგენს ფაბიან რუისი, რომელმაც ფრანგებთან შეხვედრის წინ პსჟ-ში თავის თანაგუნდელებზე ილაპარაკა. „ისინი ჩემი კარგი მეგობრები არიან. მე მათ ველაპარაკე, მაგრამ მატჩის შესახებ ჯერ არაფერი გვითქვამს. რასაკვირველია, ჩატში ხშირად ვუკავშირდებით ერთმანეთს და თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე ეჭვი არ...
არგენტინამ ერთი საათით მეტი ითამაშა და სხვა სტატისტიკა
არგენტინას, ინგლისს, საფრანგეთს ან ესპანეთს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულამდე ორი თამაში აკლიათ. დღეს ესპანეთი საფრანგეთს ხვდება, ხვალ ინგლისი არგენტინას. ამ შეხვედრების წინ BBC-მ გამოაქვეყნა წერილი იმის შესახებ, თუ როგორ მივიდნენ გუნდები ნახევარფინალებამდე და პირველი, რაც მის ავტორებს თვალში ეცათ იყო ის, რომ არგენტინას საფრანგეთსა და ესპანეთზე ერთი საათით მეტი აქვს ნათამაშევი. მიზეზი იოლი გასაგებია: არგენტინამ ორ...
ეგვიპტელები ვერ მშვიდდებიან
ეგვიპტელები ვერ ცხრებიან. „ფარაონები“ მსოფლიოს ჩემპიონატიდან არგენტინის ნაკრებმა გამოთიშა – 3:2. 79 წუთის განმავლობაში ანგარიში იყო 2:0 აფრიკული გუნდის სასარგებლოდ, შემდეგ კი მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა სამი გოლი შეაგდო. ეგვიპტელებს ფრანგ მსაჯთან ფრანსუა ლეტექსიესთან ორი პრეტენზია ჰქონდათ: 58-ე წუთზე VAR-ის ჩარევის შედეგად მან არგენტინის კარში გოლი არ ჩათვალა (მიზეზი: ეგვიპტემ კომბინაციის დასაწყისში ბურთი წესების დარღვევით მოიპოვა)...
პრაგმატიზმი და 33:12 სამოასთან
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩილეს ქალაქ ვინია დელ მარში „მსოფლიო რაგბის“ ერთა თასის მეორე ტურის მატჩი სამოას ნაკრების წინააღმდეგ გამართა და მეორე გამარჯვებაც იზეიმა – 33:12. ამჯერად ბორჯღალოსნებმა ბონუს-ქულა ვერ გამოიმუშავეს, რადგანაც მხოლოდ 3 ლელო გაიტანეს, თუმცა, ერთი კვირის წინ, ურუგვაელებთან 41:34 მოგებული მატჩისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდის თამაში ბევრად პრაგმატული, რაციონალური, მწყობრი და შეიძლება ითქვას...
სამოასთვის სამაგიეროს გადასახდელად
შაბათს, თბილისის დროით 23 საათზე, ჩილეს ცნობილ ატლანტიკისპირა კურორტ ვინია დელ მარის სარაგბო სტადიონზე დაიწყება სამოას და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი. ეს იქნება ახალდაწყებული „მსოფლიო რაგბის“ ერთა თასის მეორე ტურის შეხვედრა და უნდა ითქვას, რომ ბორჯღალოსნები ისევე, როგორც ერთი კვირის წინ მონტევიდეოში, კვლავაც ფავორიტის როლს მოირგებენ. ჯერ ერთი – საქართველო რეიტინგში სამოაზე მნიშვნელოვნად მაღლა დგას,...
დეშამი: ასეთი ფეხბურთელებით მე ვერაფერს გავაფუჭებდი
საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში კილიან მბაპესა და ოსმან დემბელეს გოლებით მაროკოს მოუგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ესპანეთს და ბელგიას შორის გამარჯვებულს ელის. მატჩის შემდეგ ფრანგთა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. – ნახევარფინალში გასვლამ შვება მოგგვარათ? – ვამაყობ. ამ შეხვედრაში პენალტი ვერ გავიტანეთ, მაგრამ ფეხბურთელებს, მათ შორის კილიანს (მბაპეს) გამარჯვებაში წამით არ შეჰპარვიათ...
ევროპა და მეოთხედფინალები
მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპული გუნდების დომინაციაა. 1986 წლის შემდეგ მეექვსედ მეოთხედფინალში სულ მცირე ექვსი ევროპული ნაკრები გავიდა: საფრანგეთი, ესპანეთი, ბელგია, ნორვეგია, ინგლისი და შვეიცარია. სხვა კონტინენტებიდან შეჯიბრებას არგენტინა და მაროკო შემორჩნენ. გადავხედოთ ისტორიას. ზემოაღნიშნული ექვსი შემთხვევის ამბავი ასეა: 2022 წელს მეოთხედფინალში მხოლოდ ხუთი უეფას წევრი ქვეყანა თამაშობდა, 2018 წელს კი ახლანდელივით ექვსი – საფრანგეთი, ხორვატია, ბელგია,...









