Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)

Home პაპუნა კედია
ბელფასტ ტელეგრაფი: სვანაძეს ჯერ კიდევ იმედი აქვს
ჩანაწერი

ბელფასტ ტელეგრაფი: სვანაძეს ჯერ კიდევ იმედი აქვს

მხოლოდ ერთი კვირა გავიდა მას მერე, რაც ჩრდილოეთ ირლანდია საქართველოს თბილისში ეთამაშა, მაგრამ მას მერე სტუმართა გუნდში ბევრი რამ შეიცვალა, – წერს „ბელფასტ ტელეგრაფი“ საქართველოს ეროვნული გუნდის შესახებ. გამოცემა შეგვახსენებს, რომ ის შეხვედრა შეა ჩარლზის მიერ შეხვედრის 90+9 წუთზე გატანილი გოლით ჩრდილოეთ ირლანდიელებმა მოიგეს და ეს ქართველთა ფრანგ მწვრთნელს ვილი სანიოლს თანამდებობის დატოვებად დაუჯდა. გაზეთი...

ილია ბერიაშვილი: როდესაც შენი ქვეყანა გიყურებს ეს უკვე ფეხბურთზე მეტია
ჩანაწერი

ილია ბერიაშვილი: როდესაც შენი ქვეყანა გიყურებს ეს უკვე ფეხბურთზე მეტია

საქართველოს ნაკრებისა და ბუდაპეშტის მტკ-ს 28 წლის მცველი ილია ბერიაშვილი უნგრეთისა და საქართველოს ეროვნული გუნდების შეხვედრის წინ ადგილობრივი მედიის ინტერესის ობიექტი გახდა. უნგრეთის ლიგაში მას იცნობენ როგორც ხისტ და გუნდისთვის თავდადებულ ფეხბურთელს, თუმცა ინტერვიუ რომელიც ილიას nemzetisport.hu-მ ჩამოართვა ვრცელია და ამ თელაველ კაცზე სრულყოფილ შთაბეჭდილებას გვიქმნის. ვფიქრობთ საუბრის ქართული თარგმანის წაკითხვა ჩვენი მკითხველისთვისაც ძალიან საინტერესო...

ესპანეთის ნაკრებს ფაბიან რუისიც გამოაკლდა
ჩანაწერი

ესპანეთის ნაკრებს ფაბიან რუისიც გამოაკლდა

ფაბიან რუისი ესპანეთის ნაკრების ბანაკიდან გაათავისუფლეს. ნაცვლად იმისა, რომ შაბათს ჩეხებთან ეთამაშა „პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველი პარიზს გაემგზავრა, რადგან… პირველი შვილი შეეძინა. ესპანელებმა ჩეხებს 3:1 მოუგეს. ანგარიში მე-6 წუთზე ლამინ იამალმა გახსნა, 35-ე წუთზე მეორე გოლი როდრიმ შეაგდო, 69-ზე ჟირი სლამამ სხვაობა შეამცირა, მაგრამ 89-ე წუთზე მიკელ მორენომ „ლა როხას” მესამე გოლი შეაგდო. ესპანეთის ფეხბურთის...

ფერან ტორესი დაშავდა
ჩანაწერი

ფერან ტორესი დაშავდა

„პარი სენ ჟერმენს“ შემდეგი თამაში 10 ოქტომბერს უწევს შინ „ლე მანთან“, მაგრამ ლუის ენრიკეს უსიამოვნო ამბავი შეატყობინეს: ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით ფერან ტორესმა ტრავმის გამო ნაკრების ბანაკი დატოვა. „ლა როხას“ თავდამსხმელმა (66 მატჩი, 25 გოლი) კოჭი იტკინა. „პსჟ-სა და ესპანეთის ნაკრების მოთამაშე მარცხენა კოჭის ტკივილს უჩიოდა. თავიდან ეს მას ვარჯიშსა და თამაშში ხელს არ უშლიდა,...

დიდებული დომინიკ სობოსლაი
ჩანაწერი

დიდებული დომინიკ სობოსლაი

დომინიკ სობოსლაიმ საქართველოს ნაკრებთან ბრწყინვალედ ითამაშა, რაც უნგრული მედიის მიერ მოყვანილი სტატისტიკიდანაც ნათლად ჩანს. შეხვედრაში, რომელიც მადიარებმა 1:0 მოიგეს „ლივერპულის“ ვარსკვლავმა მოედანზე 80 წუთი გაატარა. მას არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი შეუსრულებია, მაგრამ დროა შევთანხმდეთ, რომ კარგ თამაშს მაინცდამაინც გოლი ან საგოლე პასი არ ნიშნავს. უნგრეთის ნაკრების კაპიტანმა კარისკენ 5-ჯერ დაარტყა (0.15 xG),...

სობოსლაი: სწორედ ასეთი გამარჯვება გვჭირდებოდა
ჩანაწერი

სობოსლაი: სწორედ ასეთი გამარჯვება გვჭირდებოდა

ბუდაპეშტში ერთა ლიგის შეხვედრა უნგრეთის და საქართველოს ნაკრებთა შორის მასპინძლების გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი „ლივერპულის“ მარჯვენა მცველმა მილოშ კერკეზმა გაიტანა. მატჩის შემდეგ მან M4 Sport-ს უთხრა: „მადლობა ღმერთს, მე ნაკრებში პირველი გოლი გავიტანე. ძალიან მიხარია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველამ თავდადებით იბრძოლა. თავს კარგად ვიცავდით. ამაყი ვარ! ბურთს სწრაფად ვაწოდებდით ერთმანეთს, ბევრი...

მთავარი ამოცანა სობოსლაისთვის ფუნქციის შერჩევა იყო
ჩანაწერი

მთავარი ამოცანა სობოსლაისთვის ფუნქციის შერჩევა იყო

უნგრული საიტი nemzetisport.hu თავის მიმოხილვას ასე იწყებს: რომელი გუნდი შეძლებს გოლის გატანას? უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებთა ერთალიგური შეხვედრის წინ მთავარი კითხვა ეს იყო, რადგან მანამდე ორ უკრაინასთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან არც ერთს ჰქონდა გატანილი და არც მეორეს. თითქმის სავსე „პუშკაშ არენაზე“ შეკრებილი გულშემატკივარი იმედოვნებდა, რომ ნავსს უნგრეთი გატეხდა, მეტოქეს დაამარცხებდა და ცხრილში აღმასვლას დაიწყებდა. პირველ...

გააგდებენ მანჩესტერ სიტის პრემიერლიგიდან?
ჩანაწერი

გააგდებენ მანჩესტერ სიტის პრემიერლიგიდან?

„მანჩესტერ სიტი“ შარშია, ფინანსური წესების დარღვევისთვის პრემიერლიგიდან დაქვეითება ემუქრება, თუმცა შარში არიან ფეხბურთელებიც: დიდი ალბათობით ერლინგ ჰოლანდსა და მის თანაგუნდელებს კონტრაქტებში არ აქვთ პუნქტი, რომლის თანახმადაც „სიტის“ ლიგიდან მოკვეთის შემთხვევაში თავს უშველიან, კლუბს დატოვებენ. მათ შეუძლიათ „სიტის“ წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყონ. თეორიულად ალბათ ისიც შეუძლიათ, რომ გუნდი დატოვონ და კონკურენტებს სრულიად უფასოდ შეუერთდნენ. ადვოკატმა პოლ...

ირლანდიაში თამაში ორჯერ შეწყდა
ჩანაწერი

ირლანდიაში თამაში ორჯერ შეწყდა

ერთა ლიგის შეხვედრა ირლანდიასა და ავსტრიას შორის (2:2) ორჯერ შეწყდა. მიზეზი: პალესტინის მხარდამჭერი აქციები. ორივე ინციდენტი პირველ ტაიმში მოხდა. მე-19 წუთისთვის მაყურებლებმა მოედანზე ჩოგბურთის ბურთები გადაყარა, რომელთაც პალესტინის დროშის სტიკერები ჰქონდა დაკრული. ფეხბურთელებმა მოედანი ცოტა ხნით დატოვეს. 35-ე წუთზე მოედანზე ადამიანი შევარდა. ის პალესტინის დროშას იქნევდა. შეხვედრა კვლავ შეწყდა. ინციდენტები კვირას გამართული ირლანდიისა და ისრაელის...

დაცვას და თავდასხმას გადაბმა უნდა
ჩანაწერი

დაცვას და თავდასხმას გადაბმა უნდა

უნგრული საიტი nemzetisport.hu წერს: საქართველოს ნაკრები ბევრის გასაკვირად  2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა, მაგრამ მას მერე თვალში აღარავის მოხვედრია. ეს გასაკვირი არც არის. გუნდს ხმაურიანი შედეგი აღარ ჰქონია, ემოციური აღმასვლა კი ისტორიული გამოსვლის შემდეგ ნულამდე დაუვიდა. ამასთან, ვილი სანიოლი უკვე ახალი სამსახურის ძებნაშია – შაბათს ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. პორტალმა „ბარნლიში”...