Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)

Home პაპუნა კედია
კვარა ლე მანთან სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს?
ჩანაწერი

კვარა ლე მანთან სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს?

სამკვირიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ „პარი სენ ჟერმენი“ საქმეს უბრუნდება. ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის გამარჯვებული შაბათს „ლე მანს“ ხვდება. ეს იქნება ლიგა 1-ის მეექვსე ტურის შეხვედრა, თუმცა ბუნებრივია ლუის ენრიკე მას განიხილავს როგორც მოსამზადებელ მატჩს ოთხი დღის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ სიტისთან“ თამაშის წინ. სწორედ ინგლისში გამგზავრებით არის განპირობებული ის, რომ მწვრთნელმა ოსმან დემბელეს და ნუნუ...

მანჩესტერ სიტი ქართველების წინააღმდეგ
ჩანაწერი

მანჩესტერ სიტი ქართველების წინააღმდეგ

„მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელი ენცო მარესკა ამბობს, რომ გუნდში ფანტასტიკური ვითარებაა და მისი ფეხბურთელები დიდად არ დაგიდევენ, რომ კლუბი მისთვის წაყენებული 115 ბრალდებიდან უმეტესობაში დამნაშავედ ცნეს. „სიტის“ ფეხბურთელები სანაკრებო შეკრებებიდან მანჩესტერში დაბრუნდნენ. ცხრა დღით ადრე კი პრემიერლიგამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წერია, რომ „ქალაქელები“ ფარული დაფინანსების დასამალად ფიქტიურ კონტრაქტებს იყენებდნენ, რომელთა ჯამი 830 მილიონ გირვანქას აჭარბებს. BBC...

აკლიუში კვარას ერთ-ერთი კონკურენტია?
ჩანაწერი

აკლიუში კვარას ერთ-ერთი კონკურენტია?

მაგნეს აკლიუში ზინედინ ზიდანმა საფრანგეთის ნაკრებში თავიდან არ გამოიძახა, მაგრამ შემდეგ უორენ ზაირ-ემერის მოუხდა შეკრების დატოვება და მან ბელგიის წინააღმდეგ ორ შეხვედრაში, ჯამში 135 წუთი ითამაშა. „პარი სენ ჟერმენის“ ახალწვეული ამ ორ მატჩში ცუდი არ იყო, თუმცა  ეფექტიც არ მოუხდენია. აკლიუში, რომელიც პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთ კონკურენტად ითვლება 24 წლისაა, 25-ის 25 თებერვალს გახდება. ფრანგული...

რა აკლია ჰარი კეინს?
ჩანაწერი

რა აკლია ჰარი კეინს?

ჰარი კეინი რომ დიდი ფეხბურთელია ამაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება, მაგრამ როდესაც ამბობენ, რომ ის ინგლისური ფეხბურთისა თუ ნაკრების ისტორიაში უდიადესია, ბევრი კამათს იწყებს. ეს გასაკვირი არ არის, რადგან კეინის კარიერას ერთი თავისებურება ახასიათებს – მას ხმაურით და ვარსკვლავური ეფექტებით არ ჩაუვლია. ის ყოველთვის იყო სტაბილური, გენიალური ეპიზოდების გარეშე. მაგრამ ამას ჯუდ ბელინგემისთვის ხელი არ...

მამარდა მათ მოსაწონს ვერაფერს აკეთებს
ჩანაწერი

მამარდა მათ მოსაწონს ვერაფერს აკეთებს

საქართველოს ნაკრებმა ერთა B ლიგის შეხვედრაში  ბელფასტში ფრედ ითამაშა და ეს გიორგი მამარდაშვილის წყალობით შეძლო – „ლივერპულის“ მეკარემ 83-ე წუთზე აიზეკ პრაისს პენალტი აუღო. ქართველ გოლკიპერს საგანგებო წერილი მიუძღვნა პორტალმა empireofthekop, რომლის მთავარ მომენტებს ქვემოთ გთავაზობთ: BBC Sport- ის რეპორტაჟში ჯანა მაკკეიბმა თქვა: „ჩრდილოეთ ირლანდია ბოლო ათი წუთის განმავლობაში კიდევ ერთხელ გამოცოცხლდა. რუაირი მაკკონვილის თავური...

ჟეზუშმა რონალდუ ტყუილად არბენინა
ჩანაწერი

ჟეზუშმა რონალდუ ტყუილად არბენინა

კრიშტიანუ რონალდუმ თქვა, რომ პორტუგალიის ნაკრებში თამაშის გაგრძელებაზე უარს სულაც არ ამბობს, თუმცა ეროვნული გუნდის მწვრთნელ ჟორჟე ჟეზუშს პირობის ოჯერ დარღვევაში დასდო ბრალი. შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ ხუთგზის ლაურეატმა გასულ ოთხშაბათს პორტუგალიელთა შეკრება თვითნებურად დატოვა. რონალდუ გაბრაზდა, რადგან ჟეზუშმა ის ნორვეგიასთან შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე დასვა, რათა მოედანზე მეორე ტაიმში შეეყვანა, მაგრამ მერე აღარ ათამაშა. 41...

დამშვიდობება დიადთან
ჩანაწერი

დამშვიდობება დიადთან

„ოქროს ბურთის“ რვაგზის გამარჯვებული ლეო მესი არგენტინის ნაკრებს დაემშვიდობა. ეს მოხდა ბუენოს აირესში, „მონუმენტალზე“, სადაც ეროვნულ გუნდში 207 შეხვედრის მონაწილემ და 125 გოლის ავტორმა უკანასკნელად ჩაიცვა „ალბისელესტე“ ანუ თეთრ-ცისფერი მაისური. მატჩში, რომელშიც მესი სანაკრებო ფეხბურთს გამოემშვიდობა არგენტინამ ბენინს 3:0 მოუგო. სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ანგარიში მესის პასით ნიკოლას ოტამენდიმ გახსნა, მეორე კვლავ მესის პასით...

უნგრეთს გაუმართლა
ჩანაწერი

უნგრეთს გაუმართლა

ერთა B ლიგის მეორე ჯგუფში უნგრეთმა უკრაინას 2:1 მოუგო. შეხვედრა სლოვაკეთში, ტრნავაში გაიმართა. ანგარიში 52-ე წუთზე უნგრელმა მილან ტოტმა გახსნა. 83-ე წუთზე რომან იარემჩუკმა გაათანაბრა, მაგრამ 85-ე წუთზე მარკ ჩინგერმა „სტუმრების“ გამარჯვების გოლი გაიტანა. უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი მარკო როსი: „პირველი თამაშის შემდეგ ვერავინ იფიქრებდა, რომ ჩვენ ოთხი ტურის შემდეგ 7 ქულა გვექნებოდა. დღეს გამარჯვებას უკრაინელები...

ფრე ჩრდილოირლანდიური გადმოსახედიდან
ჩანაწერი

ფრე ჩრდილოირლანდიური გადმოსახედიდან

ჩრდილოეთ ირლანდია ის ქვეყანაა, რომლის ფეხბურთელთა ნაკრებმაც ერთა ლიგაში პირველი 9 ქულა… 17 შეხვედრაში მოიპოვა. ამას BBC წერს. და აი, ამ გუნდმა 11 დღეში ჩატარებულ ოთხ მატჩში 8 ქულა დააგროვა. ის, რომ მაიკლ ონილის ახალგაზრდულ გუნდს მადა აღეძრა და პრეტენზია გაუჩნდა ძალიან ნათლად გამოჩნდა ბელფასტის „უინძორ პარკზე“, სადაც საქართველოს ვერ-დამარცხების გამო (0:0) ხალხი ტრიბუნებს უკმაყოფილო...

ირლანდია vs ისრაელი: ფურთხება სერბეთში
ჩანაწერი

ირლანდია vs ისრაელი: ფურთხება სერბეთში

ირლანდიის და ისრაელის ნაკრები გუნდების შეხვედრა (1:1) დაძაბული გამოდგა, მაგრამ არა მარტო სპორტული თვალსაზრისით. შეხვედრა სერბეთში მაყურებლის გარეშე ჩატარდა და როგორც Irish Times წერს  პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ ისრაელის ნაკრების მავანმა ფეხბურთელმა ირლანდიელთა ფიზიკური მომზადების მწვრთნელს დემიენ დოლის შეაფურთხა. სატელევიზიო ჩანაწერში ფურთხება არ ჩანს, მაგრამ ისმის ხმა: მან მე შემაფურთხა! ეს მაშინ მოხდა, როდესაც გუნდები...