Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)

Home პაპუნა კედია
გულთბილი შეხვედრა ქოჩორას
ჩანაწერი

გულთბილი შეხვედრა ქოჩორას

გიორგი ქოჩორაშვილის „სევილიამ“ მის ყოფილ გუნდთან, „ლევანტესთან“ სტუმრად, ვალენსიაში 3:3 ითამაშა. ქართველმა მოედანზე 88 წუთი დაჰყო. სტუმრებმა ანგარიში მე-13 წუთზე გახსნეს, ეს შოტლანდიელმა რობი ურმა გააკეთა. 54-ე წუთზე იმავე ურმა საგოლე პასი მიაწოდა პორტუგალიელ ფელიქს კორეიას და „სევილია“ უკვე 2:0 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ მასპინძლების ორი გოლის დრო დადგა: 57-ზე ივან რომერომ შეამცირა სხვაობა, ხოლო 90+2...

ვინ არ უშვებს გოლს ინგლისში?
ჩანაწერი

ვინ არ უშვებს გოლს ინგლისში?

პრემიერლიგის სეზონი ბევრ საინტერესოსა და ამაღელვებელს გვპირდება. „არსენალი“ ტიტულის შენარჩუნებას აპირებს. უკვე ვართ და მომავალშიც არაერთხელ გავხდებით ბევრი ლამაზი გოლისა და შეტევის მოწმენი, მაგრამ ფეხბურთში, მოგეხსენებათ, გოლის არ-გაშვება გატანაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რის ნათელი მაგალითიც გახლავთ იგივე „არსენალი“, რომლის მეკარე დავიდ რაია ბოლო ოთხ სეზონში ან „ოქროს ხელთათმანს“ იგებდა, ან თანა-გამარჯვებული ხდებოდა. საიტი Sporting News გვთავაზობს...

ენფილდი ყვითელმა ბანანებმა დაიპყრეს
ჩანაწერი

ენფილდი ყვითელმა ბანანებმა დაიპყრეს

„მანჩესტერ სიტის“ ფანებმა პროტესტის ახალი ფორმა მოიგონეს და ლივერპულში „ენფილდ როუდზე“ წარმოადგინეს – მათ ტრიბუნაზე იმდენი გასაბერი ბანანი მიიტანეს, რომ იქაურობა გადააყვითლეს. ასეთი აქცია მოულოდნელი იყო, მაგრამ როგორც ამბობენ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. მიზეზი: მოგეხსენებათ, „სიტის“ ფინანსური დარღვევები აღმოუჩინეს და დაუმტკიცეს. ლაპარაკია 100-ზე მეტ დარღვევაზე. კლუბმა ვერდიქტი გაასაჩივრა და რამდენიმე თვეში პასუხს ელის, მანამდე...

სიტი გაუგებრობაშია, ლივერპული – შავ დღეში!
ჩანაწერი

სიტი გაუგებრობაშია, ლივერპული – შავ დღეში!

არავინ ელოდა, რომ „მანჩესტერ სიტი“ „ლივერპულს“ სტუმრად, „ენფილდ როუდზე“ 3:0-ს მოუგებდა. შეხვედრის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ამჟამად ცნობილმა ტელეჟურნალისტმა გარი ნევილმა თქვა, რომ ის, რა დღეშიც ახლა „ქალაქელები“ არიან პრემიერლიგისთვის ძალიან ცუდია – ლაპარაკია ფინანსურ დარღვევებზე, რომლებიც „სიტის“ აღმოუჩინეს და რომელთა გამო კლუბი შესაძლოა მკაცრად დაისაჯოს. ნევილმა ალალად თქვა, რომ ენცო მარესკას გუნდს ბრწყინვალე...

წიტას თამაში ჩაიშალა
ჩანაწერი

წიტას თამაში ჩაიშალა

„ესტადიო დე ვალეკასზე“ გიორგი წიტაიშვილის „რეიო ვალეკანო“ „ბილბაოს“ მასპინძლობდა. ქართველი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. მიმდინარეობდა შეხვედრის 28-ე წუთი, როდესაც კუთხურის დროს კარს უკანა ტრიბუნიდან გულშემატკივარმა ქაღალდის ჩიტებისა და ბურთულები სროლა დაიწყო. მსაჯმა ჩათვალა, რომ ასეთ პირობებში შეხვედრის გაგრძელება შეუძლებელი იყო. გუნდებმა ცოტა მოიცადეს და გასახდელებში შევიდნენ. როდესაც არბიტრმა ფეხბურთელებს კვლავ მოედანზე უხმო, ტრიბუნებიდან საგნების სროლა განახლდა....

ჟორჟის 23 წუთი და ვინისიუსის მორიგი სკანდალი
ჩანაწერი

ჟორჟის 23 წუთი და ვინისიუსის მორიგი სკანდალი

იან დიომანდემ „რეალის“ შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა, რის წყალობითაც მადრიდელებმა ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალს“ 1:0 მოუგეს. ქართველმა თავდამსხმელმა მოედანზე ბოლო 23 წუთო დაჰყო, ის მოედანზე სერხი კარდონას ნაცვლად შევიდა. ამ შეხვედრაში იყო ერთი სკანდალური ეპიზოდიც, როდესაც ვინისიუს ჟუნიორმა კანადელ ნათან სალიბას თმაზე დაქაჩა, რაც VAR-ს არ გამოეპარა და ბრაზილიელი მოედნიდან გააგდეს. შესაბამისად გააუქმეს გოლი რომელიც მან...

კვერნაძის გუნდმა კვარას ყოფილ გუნდთან წააგო
ჩანაწერი

კვერნაძის გუნდმა კვარას ყოფილ გუნდთან წააგო

სერია A-ს მე-6 ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ გუნდთან „ნაპოლისთან“ სტუმრად 0:3 წააგო. „სტადიო მარადონაზე“ გამართულ შეხვედრაში ყურადღება ძირითადად ნეაპოლელებმა მიიპყრეს. ყველას თვალი მოჭრა, რომ სამიდან ორი გოლი ვეტერანმა ბელგიელმა ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა გაიტანა –29-ე წუთზე (პენალტით) და 94-ზე. კიდევ ერთი გოლი ჰოლანდიელმა ნოა ლანგმა (32-ე წუთზე) შეაგდო. ამ შეხვედრას წინ უძღოდა...

თითქმის იდეალური რე-სტარტი
ჩანაწერი

თითქმის იდეალური რე-სტარტი

„პარი სენ ჟერმენმა“ ყოჩაღ „ლე მანს“ ლა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში შინ 3:1 მოუგო და ახლა ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ სიტისთან“ სათამაშოდ ინგლისს უნდა გაემგზავროს. როგორც საიტი maxifoot წერს, პარიზელებმა ეს დიდწილად შეცვლაზე შესული ფეხბურთელების წყალობით გააკეთეს. პორტალი ამბობს, რომ სანაკრებო ორკვირეულის შემდეგ ეს იყო პსჟ-ს თითქმის იდეალური რე-სტარტი. პარიზელები „ლე მანთან“ შეხვედრაში დაცვაში რამდენჯერმე შეცდნენ,...

ზაბარნის ზამთარში გაყიდვას უპირებენ
ჩანაწერი

ზაბარნის ზამთარში გაყიდვას უპირებენ

უკრაინული პრესა წერს, რომ „პარი სენ ჟერმენი“ ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე ილია ზაბარნის გაყიდის.  პარიზული კლუბი ცენტრალური მცველით უკმაყოფილოა. ზაბარნის „პარკ დე პრენსზე“ პირველი სეზონი უხეირო ჰქონდა, მაგრამ ლუის ენრიკე უკრაინელს მაინც ენდობოდა. ამის შემდეგ დაიწყო ახალი, 2026-27 წლების სეზონი და ფეხბურთელმა  კვლავ ვერ გამოიჩინა თავი, რის შემდეგაც ესპანელმა სპეციალისტმა მის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა.   პსჟ-ში...

ლუის ენრიკე: ვარჯიშებით კმაყოფილი ვარ, რეალურად – გამოჩნდება!
ჩანაწერი

ლუის ენრიკე: ვარჯიშებით კმაყოფილი ვარ, რეალურად – გამოჩნდება!

საკლუბო ფეხბურთი ჩვეულ რიტმს უბრუნდება – პარასკევს „პარი სენ ჟერმენის“ საწვრთნელ ბაზაზე ისევ ლიგა 1-სა და სხვა მიმდინარე საკითხებზე იყო ლაპარაკი. როგორც „პარიზიენი“ წერს მწვრთნელი ლუის ენრიკე, რომელმაც პრეს-კონფერენცია გამართა, ჟურნალისტებს შესანიშნავ გუნებაზე დახვდა; უთხრა, რომ ისინი სეზონის დასაწყისს მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, თუმცა „ლე მანთან“ შეხვედრის წინ ისიც დასძინა, რომ კარგი იქნება კარს მომდგარ...