Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)

Home პაპუნა კედია
რეალი გებელსის მეთოდებით მოქმედებს
ჩანაწერი

რეალი გებელსის მეთოდებით მოქმედებს

„რეალსა“ და ლა ლიგის პრეზიდენტ ხავიერ ტებასს შორის ნამდვილი ომია გაჩაღებული. ტებასმა მადრიდული კლუბის ტელევიზია Real Madrid TV  ნაცისტური გერმანიის განათლებისა და პროპაგანდის მინისტრის იოზეფ გებელსის მეთოდებით მოქმედებაში დაადანაშაულა. აღშფოთებულმა „რეალის“ ხელმძღვანელობამ პასუხად ტებასის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა. „უკვე სათვალავი ამერია. აღარც მახსოვს ცამეტი წლის განმავლობაში „რეალის“ დირექტორატმა რამდენჯერ მოითხოვა ჩემი გადადგომა და რამდენჯერ სცადა სამსახურიდან...

კვერნაძის გუნდმა ისევ მოიგო
ჩანაწერი

კვერნაძის გუნდმა ისევ მოიგო

გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ „სასუოლოს“ შინ „ბენიტო სტრიპეზე“ 4:2 მოუგო. ამ გამარჯვების წყალობით „ფროზინონეს“ 13 ქულა აქვს და დროებით მე-5 ადგილზეა, თუმცა ცხრილში მისი პოზიცია ალბათ შეიცვლება, რადგან სერია A-ში მე-7 ტური სწორედ ამ შეხვედრით დაიწყო და დანარჩენი გუნდები დღეს-ხვალ ჩაერთვებიან საქმეში. „სასუოლოს“ იტალიური ფეხბურთის უმაღლეს ლიგაში სტუმრად უკვე 10 თამაშია არ მოუგია. შეხვედრის აღწერით თავს...

მარესკამ პარიზელებთან წაგება ვერ გადაყლაპა
ჩანაწერი

მარესკამ პარიზელებთან წაგება ვერ გადაყლაპა

 „მანჩესტერ სიტის“ მწვრთნელს ენცო მარესკას პსჟ-სთან წაგება (2:4) ემოციურად ძვირი დაუჯდა – მარცხიდან 48 საათის შემდეგ, პრემიერლიგაში „იფსვიჩ თაუნთან“ შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე ის ისევ ჩემპიონთა ლიგის თამაშს უტრიალებდა. „გუშინ, გამთენიისას თავიდან ბოლომდე ვნახე ჩანაწერი და იგივე გრძნობა დამრჩა: პირველი გოლის გაშვებამდე ჩვენს სასარგებლოდ უნდა დანიშნულიყო პენალტი, რომელსაც რაიან შერკი ითხოვდა, იყო ენცოს ჯარიმა და კუთხური,...

სიტის ფანები ტრიბუნებს გადააყვითლებენ
ჩანაწერი

სიტის ფანები ტრიბუნებს გადააყვითლებენ

ფანებმა „მანჩესტერ სიტის“ ყოფილ თავდამსხმელს იმრე ვარადის 1980-იან წლებში იმრე ბანანი შეარქვეს. მაშინ ხალხმა სტადიონზე გასაბერი ბანანების ტარება დაიწყო. შემდეგ ეს ამბავი დავიწყებას მიეცა, მაგრამ ახლახან, როდესაც კლუბი ფინანსურ დარღვევებში ამხილეს და შეიძლება მკაცრად დაისაჯოს, ის ისევ გაიხსენეს და… ვარადიმ ბიზნესი გაახურა – ცალს 10 გირვანქად ყიდის. შაბათს „მანჩესტერ სიტი“ „იფსვიჩს“ ხვდება. კლუბმა 67 წლის...

პაპენი: მბაპესთვის არსებობს მხოლოდ მე, მე და მე
ჩანაწერი

პაპენი: მბაპესთვის არსებობს მხოლოდ მე, მე და მე

ახლოვდება „ოქროს ბურთით“ დაჯილდოების ცერემონიალი. ის 26 ოქტომბერს ლონდონში უნდა გაიმართოს. წლეულს არნახულად ჩახლართული ვითარებაა, ფავორიტი არ არსებობს. ევროპულ მედიაში იბეჭდება მოქმედი თუ ყოფილი ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და ჟურნალისტების ინტერვიუები, რომლებიც გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებას თუ ვინ უნდა გახდეს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. საინტერესო იყო „ოქროს ბურთის“ 1991 წლის ლაურეატის ჟან-პიერ პაპენის მოსაზრებაც. მას მიაჩნია, რომ 2025-26...

ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათი – თვალის გადავლება
ჩანაწერი

ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათი – თვალის გადავლება

„რეალმა“ გასაოცარი თამაში მოატრიალა… ბრედლი ბარკოლამ ინგლისელთა კრიტიკას ჰეთ-თრიკით უპასუხა… გრინვუდს უსტვინეს… სხვა ნეიტრალური გულშემატკივრისთვის საინტერესო თითქოს არაფერი მომხდარა, თუმცა, ჯერ ოთხშაბათის ანგარიშები ჩამოვთვალოთ: ფეიენოორდი – კომო 3:2; ლინცი – ლივერპული 3:6; რომა – რეალი 3:4; ასტონ ვილა – ფენერბაჰჩე 6:0; შახტარი – აეკი 3:1; ბოდო/გლიმტი – დორტმუნდი 1:0; მანჩესტერ სიტი – პსჟ 2:4; ბეტისი...

კვარამ უფრო შავი სამუშაო შეასრულა
ჩანაწერი

კვარამ უფრო შავი სამუშაო შეასრულა

„პარი სენ ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ახალ გათამაშებაში ზედიზედ მეორე თამაში მოიგო – ბრატისლავაში „სლოვანთან“ 6:1 გამარჯვებას მანჩესტერში „სიტის“ 4:2 ძლევა მიაყოლა. მეორე ტურის მეტოქე პირველთან შედარებით რასაკვირველია სხვა კალიბრისა იყო. ფრანგულ პრესაში ამ შეხვედრის, უფრო ლუის ენრიკეს გუნდის შესახებ საინტერესო მოსაზრება გამოითქვა: პსჟ ნამდვილად არ აკონტროლებდა ყველაფერს, განსაკუთრებით ქაოსურ მეორე ტაიმში, მაგრამ მან ევროპას კიდევ...

ჩემპიონთა ლიგის სამშაბათი – თვალის გადავლება
ჩანაწერი

ჩემპიონთა ლიგის სამშაბათი – თვალის გადავლება

„ბაიერნმა“ მოულოდნელად ფრე ითამაშა ნორვეგიაში, თუმცა თამაში ლამაზი გამოვიდა… „ბარსელონა“ სპექტაკლების დადგმას განაგრძობს… „ბრიუგემ“ „ინტერს“ „სან სიროზე“ სიურპრიზი მოუწყო… ო-დე-ფრანსის რეგიონის კლუბებს კი გასაჭირი ადგათ… თუმცა, მოდი ჩემპიონთალიგური სამშაბათის შესახებ უფრო დაწვრილებით ვილაპარაკოთ. ჯერ ანგარიშები ჩამოვთვალოთ: ლანსი – სპორტინიგი 0:2; საბაჰი – სლავია 2:0; არსენალი – ლილი 3:0; ატლეტიკო – მანჩესტერ იუნაიტედი 2:0; გალათასარაი –...

ჟორჟის გოლმა ბედი მოატრიალა
ჩანაწერი

ჟორჟის გოლმა ბედი მოატრიალა

AS: „ჟორჟ მიქაუტაძემ მატეო პოლიტანოს შეცდომით ისარგებლა და „ვილიარეალის“ პირველი გოლი გაიტანა. მან გუნდის გამო ყვითელი ბარათიც მიიღო, როდესაც კევინ დე ბრუინის სახიფათო კონტრ-შეტევა წესის დარღვევით ჩაშალა. საბოლოოდ მონდომებამ დიდი ენერგია მოითხოვა და ის შეცვალეს“. გოლი მიქაუტაძემ 23-ე წუთზე გაიტანა, 33-ზე მან ყვითელი ბარათი მიიღო, 64-ზე კი მოედანი დატოვა. „ვილიარეალმა“ „ნაპოლის“ 3:1 მოუგო. ეს იყო...

მწვრთნელი, რომელსაც არ სურს ფეხბურთელებს დარიგებებს აძლევდეს
ჩანაწერი

მწვრთნელი, რომელსაც არ სურს ფეხბურთელებს დარიგებებს აძლევდეს

„პარი სენ ჟერმენის“ წარმატება ლუის ენრიკეს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. ის მუდამ შრომასა და კვალიფიკაციის ამაღლებაშია. მან პარიზულ კლუბთან ამასწინათ კონტრაქტი 2030 წლამდე გაახანგრძლივა. საფრანგეთის დედაქალაქში ესპანელი დიდ მხარდაჭერას გრძნობს. ის უყვარს გულშემატკივარს, მას აფასებენ კლუბში… „ბარსას“ და „ლა როხას“ ყოფილი თავკაცი ამბობს, რომ ნებისმიერ გამარჯვებას ახალი პასუხისმგებლობა მოსდევს. ყოველ წარმატებას სჭირდება დამტკიცება, რომ შენ...