Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)

Home პაპუნა კედია
ჟორჟის საოცარი ეპიზოდი
ჩანაწერი

ჟორჟის საოცარი ეპიზოდი

AS: „ის პირველ ტაიმში გოლს იმსახურებდა.  აქტიური იყო, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე აკლდა’’. ასე შეაფასა „ელჩეს’’ წინააღმდეგ „ვილიარეალის’’ ქართველი თავდამსხმელის ჟორჟ მიქაუტაძის თამაში გავლენიანმა ესპანურმა გამოცემამ. ყვითელმა წყალქვეშა ნავმა 2:1 მოიგო. ანგარიში 31-ე წუთზე ტეჯონ ბუქანანმა გახსნა, ათ წუთში კი სანტიაგო მოურინიომ მეორე შეაგდო. 83-ე წუთზე სტუმრებმა, კერძოდ ანდრე სილვამ „ვილიარელის’’ ორ გოლს ერთით უპასუხა....

კლოპის აგენტმა ასე თქვა…
ჩანაწერი

კლოპის აგენტმა ასე თქვა…

იურგენ კლოპის აგენტმა თქვა, რომ მისი კლიენტი „რედ ბულში’’ მუშაობით ძალიან კმაყოფილია და ხმები ფეხბურთის გერმანელი სპეციალისტის „რეალის’’ მწვრთნელად შესაძლო დანიშვნის შესახებ ტყუილია. მოგეხსენებათ, კლოპი „რედ ბულში’’ მსოფლიო ფეხბურთის მიმართულების ხელმძღვანელად მუშაობს და 2024 წლის ანუ მას მერე, რაც „ლივერპულიდან’’ წავიდა „ცხელ სამსახურებზე’’ უარს ამბობს. იანვარში, როდესაც „რეალის’’ მწვრთნელის თანამდებობიდან ჩაბი ალონსო გაუშვეს, გავარდა ხმა...

პსჟ-ს დასაწყნარებლად ჩელსიმაც ცუდად ითამაშა
ჩანაწერი

პსჟ-ს დასაწყნარებლად ჩელსიმაც ცუდად ითამაშა

ინგლისის ასოციაციის თასის შეხვედრა „ვრექსჰემსა’’ და „ჩელსის’’ შორის  ორი მიზეზის გამო იყო საინტერესო. ჯერ ერთი, ეს იყო „ჩელსის’’ ბოლო  თამაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარი სენ ჟერმენთან’’ დაპირისპირების წინ და მეორეც, ეს გახლდათ „ვრექსჰემის’’ პირველი მატჩი ძლიერ გუნდთან მას მერე, რაც ეს ინგლისური კლუბი ჰოლივუდის ვარსკვლავმა რაიან რეინოლდსმა იყიდა. თუკი პარიზელებს პარასკევს „მონაკოსთან’’ ცუდად თამაშის (1:3)...

ლუის ენრიკემ მეტწილად მენტალიტეტზე ილაპარაკა
ჩანაწერი

ლუის ენრიკემ მეტწილად მენტალიტეტზე ილაპარაკა

„მონაკოსთან’’ შინ 1:3 დამარცხების შემდეგ „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა: – რით ახსნით ამ მძიმე მარცხს? – შეხვედრის ცალკეულ ეპიზოდებში ჩვენ ძალიან დაგვაკლდა სიზუსტე. დავუშვით რამდენიმე ატიპიური შეცდომა. ასეთ რაღაც არ უნდა გააკეთო ისეთი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც კარგ ფორმაშია, თორემ აუცილებლად დაისჯები. ჩვენ მათ თავიდანვე მივართვით საჩუქარი. – გასულ კვირაში...

პსჟ არ ვარგოდა
ჩანაწერი

პსჟ არ ვარგოდა

ბოლო ტურებში „მონაკომ’’ საფრანგეთის ლიგა 1-ის ცხრილზე სერიოზული გავლენა იქონია. გუნდმა, რომელიც ევროთასებზე გასვლისთვის იბრძვის ჯერ ჩემპიონობის პრეტენდენტ „ლანსს’’  მოუგო სტუმრად 3:2, შემდეგ კი ზედ, ასევე მის მოედანზე, „პარი სენ ჟერმენი’’ დააყოლა – 3:1. მართალია, ამ წუთის სატურნირო მდგომარეობით პსჟ 25-ე ტურის შემდეგ მაინც ცხრილის სათავეში რჩება, მაგრამ „მეცის’’ დამარცხების შემთხვევაში (რაც მაინცდამაინც ძნელი არ...

ალისონის გაშვებული გოლი მაინც სხვაა
ჩანაწერი

ალისონის გაშვებული გოლი მაინც სხვაა

„ლივერპულში’’ სულ უფრო მეტს ლაპარაკობენ ლეგენდარული მეკარის ალისონ ბეკერის წასვლის ან დარჩენის შესახებ. იმის აღსაწერად, თუ როგორ ეთაყვანებიან ბრაზილიელს „ენფილდზე’’ თვალი გადავავლოთ ჟურნალისტ იან დოილის წერილს Liverpool Echo-ში სადაც ის ამბობს, რომ ბოლო შეხვედრაში, „ვულვერჰემპტონთან’’ (რომელიც „ლივერპულმა’’ წააგო 1:2), როდესაც როდრიგო გომესი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, „ლივერპულის’’ ქომაგებს გულში უღვიოვოდათ იმედი, რომ ალისონი გოლს არ გაუშვებდა....

ბეილმა ზიდანი და ანჩელოტი შეადარა
ჩანაწერი

ბეილმა ზიდანი და ანჩელოტი შეადარა

უელსელმა ვეტერანმა ვარსკვლავმა გარეთ ბეილმა პოდკასტში სახელწოდებით Stick გაიხსენა ის წლები, როდესაც „რეალში’’ თამაშობდა. მან ერთმანეთს შეადარა მწვრთნელები, რომელთა ხელშიც „სანტიაგო ბერნაბეუზე’’ ბურთს აგორებდა – ზინედინ ზიდანი და კარლო ანჩელოტი. ბეილისთვის ზიდანი უპირველეს ყოვლისა მისი დიდი აურაა. „ის ტაქტიკაზე ყურადღებას დიდად არ ამახვილებდა. ჩვენ ვარჯიშებზე აბსოლუტურ მინიმუმს ვაკეთებდით: ვხვეწდით ბურთის ფლობასა და კარში დარტყმებს. თხუთმეტი...

ჩავიმ ნაკრებზე უარი თქვა, პრემიერლიგას კი ელოდება
ჩანაწერი

ჩავიმ ნაკრებზე უარი თქვა, პრემიერლიგას კი ელოდება

სადაცაა ორი წელიწადი გავა მას მერე, რაც „ბარსელონაში’’ ჩავი ერნანდესი ჰანსი ფლიკმა შეცვალა. ამ ხნის განმავლობაში კატალონიელთა ყოფილ დიდ ვარსკვლავს არაერთმა გუნდმა შესთავაზა მწვრთნელობა, მაგრამ ის არ დათანხმდა. ბოლო შეთავაზება რამდენიმე დღის წინ იყო. ჩავიმ „ბლაუგრანას’’ თავკაცის რთულ პოსტზე სტრესით დატვირთული ორწელიწადნახევარი გაატარა, რის მერეც გადაწყვიტა ოჯახში განმარტოებულიყო და აქტიური საფეხბურთო ცხოვრებისგან დაესვენა. მაგრამ, ყველაფერს...

ბარსელონაში უკმაყოფილებაა
ჩანაწერი

ბარსელონაში უკმაყოფილებაა

„ბარსელონაში’’ ხუთ დღეში სამმა ფეხბურთელმა მიიღო კუნთის ტრავმა. ჯერ ხუთშაბათს ვარჯიშზე ფრენკი დე იონგმა იტკინა ფეხი, ხოლო შემდეგ, „ატლეტიკოსთან’’ სამეფო თასის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში („ბარსამ’’ მოიგო 3:0, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში დამარცხდა – 3:4) ჟიულ კუნდე და ალეხანდრო ბალდე გახდნენ შესაცვლელები. დღეს, როდესაც სეზონი კულმინაციას აღწევს, ასეთი ტრავმიანობა კატალონიელთათვის ძალიან უსიამოვნოა. ჰოლანდიელს მარჯვენა ბარძაყის პრობლემა...

ლივერპულმა აუტსაიდერთან წააგო
ჩანაწერი

ლივერპულმა აუტსაიდერთან წააგო

„ვულვზი’’ პრემიერლიგაში დარჩენისთვის სერიოზულ ბრძოლას აპირებს, „ლივერპულს’’ კი რაღაც არ ეტყობა ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრას რომ იმსახურებდეს. აუტსაიდერისა და ამბიციური გუნდის შეხვედრა დრამატული გამოდგა. მისი ბედი 24 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ანდრემ გადაწყვიტა. ეს ის ანდრეა, რომლის შეძენაც „ლივერპულს’’ სურდა. მან გამარჯვების გოლი მსაჯის წამატებულ 90+4 წუთზე გაიტანა. „ლივერპული’’ მიმდინარე სეზონს არასტაბილურად ატარებს. ამის ნათელი დასტურია ვირჯილ...