„ლივერპულმა’’ სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში „გალათასარაისთან’’ 0:1 წააგო. ინგლისურ პრესასა და სოცმედიაში გამოითქვა აზრი, რომ მერსისაიდელები ქართველ მეკარეს გიორგი მამარდაშვილს უნდა უმადლოდნენ უფრო დიდი ანგარიშით რომ არ წააგეს. თუ არნე სლოტის გუნდი მომდევნო კვირაში ერთგოლიან ჩამორჩენას დაძლევს, მეოთხედფინალში „პარი სენ ჟერმენსა’’ და „ჩელსის’’ შორის გამარჯვებულს შეხვდება. პსჟ-სა და „ჩელსის’’ პირველი დაპირისპირება კი „პარკ...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
რამ უკბინა კვარას თავმოყვარეობას?
„წაგება ჩემი ბრალია. ჩვენი შესაძლებლობები სრულად ვერ გამოვავლინეთ, ამის გაკეთება კი მწვრთნელის საქმეა. 3:3-თან მილიმეტრებში ვიყავით, მაგრამ რას იზამ. პრემიერლიგაში ბევრი ბარკოლა და კვარა არ არის; 2:2-მდეკი კარგად ვთამაშობდით’’, – თქვა „პარი სენ ჟერმენის’’ მიერ „ჩელსის’’ 5:2 ძლევის მერე ლონდონელთა მწვრთნელმა ლაიამ როსენიორმა, რომელიც მანამდე საფრანგეთში მუშაობდა, „სტრასბურს’’ ედგა სათავეში. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის...
ალ-ხელაიფი დოჰაში ჩარჩა
„პარი სენ ჟერმენის’’ პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი დღეს „პარკ დე პრენსზე’’ „ჩელსისთან’’ შეხვედრას ალბათ ვერ დაესწრება. ის დოჰაში ჩარჩა, საიდანაც რეგიონში მიმდინარე ომის გამო ფრენები მინიმუმამდეა დაყვანილი. ალ-ხელაიფი ყატარს გასულ სამშაბათს, კონფლიქტის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ გაემგზავრა რათა ოჯახი ენახა, მაგრამ ჩასვლაც პრობლემური აღმოჩნდა. მან თავი ერ-რიადში ამოჰყო, საიდანაც დოჰასკენ უკვე ავტომობილით მოუხდა რვასაათიანი მგზავრობა. ახლა...
მონატრებული მამარდა
„ლივერპულმა’’ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში სტამბოლში, „გალათასარაისთან’’ 0:1 წააგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა გაბონელმა მარიო ლემინამ. მეორე ტაიმში გუნდებს VAR-მა თითო გოლი არ ჩაუთვალა, მასპინძლებს ოფსაიდის, ხოლო სტუმრებს ხელით თამაშის მიზეზით. სამშაბათს, 18 მარტს ბოლო ოთხ წელიწადში პირველად მეოთხედფინალში გასასვლელად მერსისაიდელებმა თურქულ გუნდს საპასუხო შეხვედრაში ორგოლიანი სხვაობით უნდა მოუგონ. ეს გახლდათ არნე სლოტის მეასე...
პლატინი: ინფანტინოს ნაირი პრეზიდენტი ფეხბურთს არ სჭირდება
ბოლო რამდენიმე თვეა მსოფლიოში გამალებით ისმის ფიფას პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს კრიტიკა. ბევრს აღიზიანებს მისი ახლო ურთიერთობა პოლიტიკოსებთან, განსაკუთრებით აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ამბობენ, რომ ინფანტინო დიდი პოლიტიკის კულუარებში ძრომით უფროა დაკავებული, ვიდრე ფეხბურთის ფასეულობებზე ზრუნვითა და მათი შენარჩუნებით. არ მოსწონთ მისი უკიდურესი სიფრთხილე მსოფლიოში მიმდინარე მსხვილ პოლიტიკურ და სამხედრო კონფლიქტებთან დაკავშირებით. მართალია მან რუსეთის უკრაინაში...
იამალის გაყიდვა მეტისმეტი იქნებოდა
„პარი სენ ჟერმენი’’ და „ბარსელონა’’ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ერთმანეთს ასცდნენ, მაგრამ ევროპული ფეხბურთის ისტორიის ამ ეტაპზე ამ ორ კლუბს შორის მეტოქეობა წამითაც არ წყდება. 15 მარტის არჩევნებით დაკავებული „ბარსას’’ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მოგეხსენებათ ზედიზედ მეოთხედ აპირებს კატალონიური კლუბის თავკაცის სავარძლის შენარჩუნებას და გამალებული აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას. მისი მთავარი კონკურენტია ბიზნესმენი ვიქტორ ფონტი. კლუბის წინაშე თავისი...
ნუნუ, ჩელსისთან ფრთხილად!
„ჩელსისთან’’ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში „პარი სენ ჟერმენის’’ პორტუგალიელი მცველისთვის ნუნუ გომეშისთვის ყვითელი ბარათის მიღება შემდეგი მატჩის გამოტოვებას ნიშნავს. გომეშს უკვე აქვს ორი ყვითელი. აქამდე ის გასვლით შეხვედრებში გააფრთხილეს: „ბარსელონასთან’’ (2:1) და „ბაიერნთან’’ (1:2). პარიზელთა მეტოქის ბანაკში კი რისკის ქვეშ ორი ფეხბურთელია. ესენია ანდრეი სანტოსი და ენცო ფერნანდესი. არგენტინელი ფერნანდესი ის ფეხბურთელია, რომელიც მიმდინარე...
ერაყი თამაშის გადადებას ითხოვს
ერაყის ნაკრებს მსოფლიოს მოახლოებულ ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი აქვს. ერაყელები, რომლებიც მუნდიალზე თამაშს ორმოცი წელიწადი ელოდნენ, ახლა საერთაშორისო ფლეი-ოფში არიან გასულები. ისინი 31 მარტს ბოლივიასა და სურინამს შორის გამარჯვებულს უნდა შეხვდნენ. მოგების შემთხვევაში ერაყის ნაკრები I ჯგუფში მოხვდება საფრანგეთთან, სენეგალთან და ნორვეგიასთან ერთად. ფლეი-ოფის შეხვედრა გვადალახარაშია დანიშნული, მაგრამ შეხვედრამდე სამი კვირით ადრე ერაყელი ფეხბურთელები შეშფოთებულები...
პრობლემა ყველა რგოლში
ჟოაო ნევეში 25 თებერვლის შემდეგ აღარ გამოჩენილა. მან ბოლოს მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში „პარკ დე პრენსზე’’ „მონაკოს’’ წინააღმდეგ (2:2). მას მერე ორი კვირა სრულდება, პსჟ კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში უკვე „ჩელსის’’ ხვდება. „პარიზიენი’’ წერს, რომ ორკვირიანმა უმოქმედობამ პორტუგალიელ ნახევარმცველს პრაქტიკა მოაკლო, განსაკუთრებით ფიზიკურ ორთაბრძოლებში, რითაც ინგლისური პრემიერლიგის გუნდები არიან ცნობილები. 25 თებერვლის...
ჩავი: მესის ბარსაში დაბრუნება ლაპირტამ ჩაშალა
ახლოვდება „ბარსელონას’’ პრეზიდენტის არჩევნები (15 მარტი) და პრესაში სულ უფრო მეტი იწერება კანდიდატების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. კენჭს კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტაც იყრის, ლეგენდარული ჩავი კი მისი მოწინააღმდეგის ვიქტორ ფონტის ბანაკშია. ჩავიმ La Vanguardia-სთან ინტერვიუში ისეთი ამბები გაიხსენა, რომლებმაც ამომრჩეველი ლაპორტას წინააღმდეგ უნდა განაწყოს. ჩავი 2021-24 წლებში „ბარსას’’ წვრთნიდა. ის იგონებს, რომ 2023-ში ლეო მესის...









