„ტულუზმა’’ მოგების გარეშე გავლილი ექვსთამაშიანი სერია „მეცთან’’ დაასრულა – გამარჯვება 90+9 წუთზე მოიპოვა, როდესაც შეხვედრაში ექვსი გოლი უკვე გასული იყო. სამი გიორგის გუნდს ახლა უკვე 14 ტურია თამაში არ მოუგია და სავარაუდოდ ლიგა 1-ში ადგილს ვეღარ შეინარჩუნებს. სამი გიორგიდან „ტულუზთან’’ მოედანზე ორი ვიხილეთ: წიტაიშვილი თავიდან ბოლომდე, ხოლო აბუაშვილი 71-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. ქვილითაია განაცხადში არ...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
იცნობდეთ: ბარსელონას ძველი პრეზიდენტი
63 წლის კატალონიელი იურისტი ჟოან ლაპირტა ი ესტრუჩი 2031 წლამდე „ბარსელონას’’ პრეზიდენტი იქნება. არჩევნებში, რომელიც 15 მარტს გაიმართა მას ხმა კლუბის წევრთა 68.18%-მა მისცა. მეორეზე გავიდა ვიქტორ ფონტი – 29.52%. ბიულეტენების გარკვეული ნაწილი „შემოუხაზავი’’ იყო. იმისათვის, რომ ლაპორტას პოპულარობაზე ნათელი წარმოდგენა გვქონდეს ახლანდელი არჩევნების შედეგები 2021 წლისას შევადაროთ. ხუთი წლის წინ ლაპორტამ ხმათა 54.28% მიიღო,...
ალისონი ლივერპულმა კიდევ ერთი წლით დაიტოვა
„ლივერპულმა’’ ალისონის კონტრაქტის ის პუნქტი გაააქტიურა, რომლის თანახმადაც ბრაზილიელი მეკარე კიდევ ერთი წლით „ენფილდზე’’ დარჩება. ალისონმა ხელშეკრულება 2021 წელს გააფორმა და ინგლისური კლუბისთვის ექსკლუზიური უფლების მინიჭებას მაშინ დათანხმდა. ერთხელაც გავიმეოროთ: „ლივერპულს’’ უფლება ჰქონდა გოლკიპერისთვის ცალმხრივად ერთი წლით გაეხანგრძლივებინა თანამშრომლობის ვადა. მერსისაიდელები ასე რომ არ მოქცეულიყვნენ ბრაზილიელი 30 ივნისს თავისუფალი აგენტი გახდებოდა. ეს ინფორმაცია ალისონის აგენტმა...
რეალის საბავშვო ბაღი და ლამაზი გოლები
„რეალმა’’ „ელჩეს’’ 4:1 მოუგო. ეს იყო ულამაზესი გოლების მატჩი, რომელთაც ვიდეოში გთავაზობთ. მადრიდელები ლიდერ „ბარსას’’ მისდევენ, მეორე ადგილზე არიან. 28-ე ტურის შეხვედრის წინ მწვრთნელ ალვარო არბელოას ათი ფეხბურთელი ჰყავდა დაშავებული. მათ რიცხვში იყვნენ წამყვანი მოთამაშეები კილიან მბაპე, როდრიგო, ედერ მილიტაო, რაულ ასენსიო და ფერლან მენდი. როგორც „მარკა’’ იტყობინება არბელოამ „ელჩესთან’’ შეხვედრის წინ ოთხ ავტორიტეტულ ფეხბურთელთან...
სამი ირანელი ქალი შინ ბრუნდება
ირანის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების სამმა წევრმა გადაიფიქრა ― მათ ავსტრალიაში დასარჩენად უკვე ჰქონდათ ჰუმანიტარული ვიზები, მაგრამ შინ დაბრუნება გადაწყვიტეს. ირანული დიასპორის ადამიანთა უფლებების დამცველმა აქტივისტებმა გაავრცელეს ცნობა, რომ ლაპარაკია ზარა სოლთან მეშკეჰკარზე, მონა ჰამუდისა და ზარა სარბალიზე. შეგახსენებთ რა მოხდა: 2 მარტს ირანი სამხრეთ კორეას ხვდებოდა. ეს იყო ქალთა აზიის თასის მატჩი. შეჯიბრებას ავსტრალია მასპინძლობს....
ვინ ჩაარტყა ლაპორტას ზურგში მახვილი?
„ბარსელონას’’ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას, რომელიც ხვალ კლუბის მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, 18 წლის დრო ფერნანდესის „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლა ვერ მოუნელებია. 63 წლის ბიზნესმენი გაბრაზებულია „ლა მასიაში’’ აღზრდილი ბიჭის აგენტზე, რომელიც ვეტერანი ფეხბურთელი ივან დე ლა პენია ყოფილა. „დროს წასვლა ზურგში დანის დარტყმის ტოლფასი იყო. მიმაჩნია, რომ ივანმა მიღალატა. ჟორჟე მენდეშთან საერთო ენა გამოვნახეთ...
სლოტს იმედი აქვს, რომ ალისონი ხვალვე ითამაშებს
როგორც გინდა ითამაშოს გიორგი მამარდაშვილმა, „ლივერპულში’’ მაინც ალისონს მისტირიან და მის მალე დაბრუნებაზე ლოცულობენ. კვირას მერსისაიდელებს პრემიერლიგიდან გავარდნის საშიშროების წინაშე მდგომ „ტოტენჰემთან’’ უწევთ შეხვედრა. ამ თამაშის წინ „ლივერპულის’’ თავკაცი არნე სლოტი ჟურნალისტებს შეხვდა და უთხრა, რომ ბრაზილიელი გოლკიპერის ჯანმრთელობაში ასი პროცენტით არ არის დარწმუნებული. შესაძლოა მან საზარდულის ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინა. ამიტომ, გუნდის მეორე მეკარე...
ნატანჯი ფრე წვიმაში
AS: „მიქაუტაძეს რთული მატჩი ჰქონდა; მას მოვლენების სათავისოდ მოტრიალება და აშკარა საგოლე მომენტების შექმნა გაუჭირდა’’. ჟორჟის „ვილიარეალმა’’ სტუმრად „ალავესთან’’ 1:1 ითამაშა. თავსხმაში „ყვითელმა წყალქვეშა ნავმა’’ მე-40 წუთზე უიღბლობის გამო თავის კარში შეაგდო გოლი (რაფა მარინს ბურთი თავში მოხვდა და ბადეში შევარდა) და მხოლოდ 90+8 წუთზე შეძლო ნიკოლა პეპეს ლამაზი დარტყმით გათანაბრება. ამ დროისთვის მიქაუტაძე უკვე...
ლივერპულში ალისონის მალე დაბრუნებაზე ლოცულობენ
შესაძლოა „ლივერპულს’’ ალისონის გარეშე იმაზე მეტხანს მოუწიოს თამაშმა ვიდრე თავიდან ეგონათო, წერს Empire of the Kop. საიტი შეგვახსენებს, რომ ბრაზილიელმა მეკარემ ვარჯიშზე საზარდულის დისკომფორტი იგრძნო და ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში სათამაშოდ სტამბოლს არ გაემგზავრა. მის ნაცვლად „გალათასარაისთან’’ კარი გიორგი მამარდაშვილმა დაიცვა. პორტალი წერს, რომ ქართველისთვის ეს ნოემბერის მერე მხოლოდ მეორე შეხვედრა იყო ჩემპიონთა ლიგაში....
კვარას ძარღებში ყინულია
იმაში, რომ ფრანგული პრესა ორი დღეა ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს გასაკვირი არაფერია. ქართველმა გარემარბმა „ჩელსისთან’’ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში მოედანზე მხოლოდ ნახევარი საათი დაჰყო და ამ დროში საგოლე პასის გადაწოდებას პლუს ორი გოლის შეგდება მოახერხა. პსჟ-მ 5:2 მოიგო, „ეკიპის’’ ერთ-ერთი წერილი კი კვარას ზეიმს მიეძღვნა: რას ნიშნავს მისი ჟესტი? რას გამოხატავს კვარაცხელია ყოველი გოლის გატანის...









