„რეალმა’’ ლა ლიგის ბოლო ტურში „ხეტაფესთან’’ 0:1 წააგო. ამ შეხვედრაში მადრიდელთა გერმანელმა მცველმა ანტონიო რუდიგერმა ყურადღება მოწინააღმდეგის მარცხენა მცველის დიეგო რიკოს წინააღმდეგ უხეშობით მიიპყრო. რიკო უკმაყოფილო დარჩა. მისი აზრით ამ საქციელისთვის რუდიგერი მკაცრად უნდა დაესაჯათ. გერმანელს მოწინააღმდეგის გადათელვა შერჩა. როგორც ჩანს მსაჯებმა და VAR-მა ჩათვალეს, რომ „ჩელსის’’ ყოფილი მოთამაშის მხრიდან ეს მოუქნელი მოქმედება იყო და...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
მარკინიოსს მეოთხე შვილი შეეძინა
„პარი სენ ჟერმენის’’ კაპიტანს, ბრაზილიელ მარკინიოსს ორშაბათს, 2 მარტს მეოთხე შვილი შეეძინა. მისმა მეუღლემ კაროლ კაბრინიომ ახალშობილის ფოტო დაპოსტა. ფოტოზე თავად და მარკინიოსიც არიან. „დაიბადა ჩვენი სრულყოფილი და შესანიშნავი შვილი ფილიპო’’, – მიაწერა ბედნიერმა დედამ ფოტოს. ფილიპომდე წყვილს ჰყავდა სამი შვილი: მარია ედუარდა (2017), ენრიკო (2019) და მარტინა (2022). ისინი 2025 წლის 31 მაისს მიუნხენში...
ოღონდ დღეს არა!…
ფრანგული გაზეთის „ეკიპის’’ 80-წლისთავისადმი მიძღვნილ ინტერვიუში მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა ვარსკვლავმა ზინედინ ზიდანმა წარსული გაიხსენა. მან მოყვა უდიდეს სპორტსმენებთან შეხვედრის ამბები, ილაპარაკა იმ ორ კვირაზე, რომელიც 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის დღეებში საფრანგეთის დედაქალაქში გაატარა, გატაცებით ილაპარაკა თავის საყვარელ სახეობებზე, ფორმულა 1-სა და კრივზე, მუჰამედ ალისა და მაიკ ტაისონზე, რომლის ბრძოლების სანახავად ის და მისი...
დროს სჭირდებოდა დრო
26 იანვარს „პარი სენ ჟერმენმა’’ „ბარსელონადან’’ 18 წლის დრო ფერნანდესი გადაიბირა. პარიზელებმა მასში გამოსასყიდ 8 მილიონზე ოდნავ მეტი გადაიხადეს. დრო „ბარსას’’ ლეგენდარული სკოლის „ლა მასიას’’ აღზრდილია, თუმცა გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა. სწორედ ამით ისარგებლა საფრანგეთის ჩემპიონმა, ხოლო „ბარსელონას’’ გერმანელი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი გაღიზიანდა. მას ეგონა, რომ ფეხბურთელი უცხო კლუბების დაპირებებს ასე უცბად არ წამოეგებოდა....
სლოტი: გიორგი შეიძლებოდა მთავარი მეკარე ყოფილიყო
არნე სლოტმა გიორგი მამარდაშვილს უწოდა მეკარე, რომელიც შეიძლებოდა ნომერი ერთი ყოფილიყო. ამით „ლივერპულის’’ თავკაცმა გუნდის მთავარი მეკარის, ალისონის სიძლიერეს გაუსვა ხაზი. This is Anfield წერს, რომ „ვალენსიასგან’’ ქართველი მეკარის 29 მილიონ გირვანქად ყიდვის მიუხედავად „წითლების’’ კარის შეუცვლელ მცველად ბრაზილიელი რჩება, მაგრამ მისი კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს, 30 ივნისს იწურება. ადრეც დავწერეთ, რომ „ლივერპულსა’’ და „ალისონს’’ შორის...
რა მოხდება ბოლო ტურში?
ორიოდ სიტყვა ჟორჟ მიქაუტაძის გუნდის „ვილიარეალის’’ შესახებ, რომელმაც ესპანური ლა ლიგის ბოლო ტურში „ბარსელონასთან’’ სტუმრად 1:4 წააგო და 26 ტურის შემდეგ 51 ქულით „ატლეტიკოსთან’’ მესამე-მეოთხე ადგილს იყოფს. მარსელინო ტორალის ფეხბურთელები დარჩენილ ათ ტურში „ბეტისთან’’ რვაქულიან უპირატესობას სავარაუდოდ არ გაანიავებენ ანუ ჩემპიონთა ჩემპიონთა ლიგის საგაისო გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ, მაგრამ მესამე ადგილისთვის საბრძოლველი აქვთ. „ვილიარეალსა’’ და „ატლეტიკოს’’...
სამი ქართველის მცდელობა
„მეცის’’ საქმე არ მიდის კარგად. მიუხედავად იმისა, რომ 22-ე წუთის შემდეგ თერთმეტი ათს ეთამაშებოდა, მასპინძელი მაინც დამარცხდა – 0:1. „ბრესტთან’’ წაგება მისთვის რვა შეხვედრაში მეშვიდე გამოდგა. ასეთი სტატისტიკაც შეგვიძლია მოვიტანოთ: „მეცს’’ ბოლო 11 შეხვედრიდან ერთიც არ ჰქონდა მოგებული, მაგრამ იცოდა, რომ „ბრესტთან’’ შეხვედრა მისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობისა იყო. მას აუცილებლად უნდა მოეგო. თამაში მართლაც მასპინძელთა იერიშებით...
იამალის პირველი ჰეთ თრიკი და მიქაუტაძის მაღალი შეფასება
AS: მიქაუტაძე პასს იშვიათად იღებდა. ის იზოლირებული იყო. ქართველი ბურთის ძიებაში უკან ჩარბოდა, მაგრამ შემოტრიალებას და მეტოქის კართან სახიფათო მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა. მას სივრცე აკლდა’’. „ვილიარეალმა’’ ბარსელონაში 1:4 წააგო. ამ შეხვედრაში ლამინ იამალმა კარიერის პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. მან ანგარიში 28-ე წუთზე გახსნა, 37-ზე კი მეორე შეაგდო. შესვენების შემდეგ, 49-ე წუთზე, სენეგალელმა პაპე გუიემ სხვაობა...
ლუის ენრიკე: ზაბარნიმ ყველაზე კარგად ითამაშა
მართალია ოთხშაბათს „მონაკოსთან’’ და შაბათს „ლე ავრთან’’ „პარი სენ ჟერმენის’’ თამაში უზადო არ ყოფილა, მაგრამ შედეგის თვალსაზრისით ლუის ენრიკეს გუნდისთვის გასული კვირა თითქმის იდეალური გამოვიდა. პსჟ ჯერ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა, შემდეგ კი ლიგა 1-ის ცხრილში ოთხქულიანი უპირატესობით დამკვიდრდა პირველ ადგილზე. „ლე ავრთან’’ მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. – რაზე ამახვილებს ყურადღებას...
პსჟ-მ მოიგო, კვარამ – მოინდომა
„პარი სენ ჟერმენმა’’ სტუმრად „ლე ავრთან’’ მოგებით მთავარი საქმე გააკეთა ― სამი ქულა ჩაიწერა და ცხრილში „ლანსს’’ უკვე 4 ქულით უსწრებს. პარიზელები მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ ინიციატივას, რის პირდაპირი მტკიცებულებაც გახლავთ ის, რომ მედიამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ერთხმად და სამართლიანად დაასახელა მასპინძელთა მეკარე მორი დიავი. სენეგალელმა 7 დარტყმა მოიგერია, მათ შორის დეზირე დუეს მიერ 79-ე...









