გერმანიის ნაკრები მარტის სანაკრებო პაუზის დროს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – ბუნდესგუნდი 27 მარტს სტუმრად ბაზელში შვეიცარიას შეხვდება, 30 მარტს კი შტუტგარტში განის ნაკრებს უმასპინძლებს.
გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ამ შეხვედრებისთვის შემადგენლობა დაასახელა:
ბუნდესგუნდში დებუტი ექნებათ „ბაიერნის“ ფეხბურთელებს – მეკარე იონას ურბიგს და 18 წლის ამომავალ ვარსკვლავ ლენარტ კარლს.
მეკარეები: ოლივერ ბაუმანი (ჰოფენჰაიმი), ალექსანდერ ნიუბელი (შტუტგარტი), იონას ურბიგი (ბაიერნი).
მცველები: ვალდემარ ანტონი (დორტმუნდი), ნათანიელ ბრაუნი (აინტრახტი), პასკალ გროსი (დორტმუნდი), იოზუა კიმიხი (ბაიერნი), ალექსანდერ პავლოვიჩი (ბაიერნი), დავიდ რაუმი (ლაიპციგი), ანტონიო რიუდიგერი (რეალი), ნიკო შლოტერბეკი (დორტმუნდი), ანტონ შტახი (ლიდსი), ჯონათან ტაა (ბაიერნი), მალიკ ტიაუ (ნიუკასლი), ჯოშა ვაგნომანი (შტუტგარტი).
ნახევარმცველები: სერჟ გნაბრი (ბაიერნი), ლეონ გორეტცკა (ბაიერნი), ლენარტ კარლი (ბაიერნი), ჯეიმი ლეველინგი (შტუტგარტი), ფელიქს ნმეჩა (დორტმუნდი), ლეროი ზანე (გალათასარაი), კევინ შადე (ბრენტფორდი), ფლორიან ვირტცი (ლივერპული).
თავდამსხმელები: დენის უნდავი (შტუტგარტი), ნიკო ვოლტემადე (ნიუკასლი), კაი ჰავერტცი (არსენალი).
