გერმანიის ნაკრები მარტის სანაკრებო პაუზის დროს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – ბუნდესგუნდი 27 მარტს სტუმრად ბაზელში შვეიცარიას შეხვდება, 30 მარტს კი შტუტგარტში განის ნაკრებს უმასპინძლებს. გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ამ შეხვედრებისთვის შემადგენლობა დაასახელა: ბუნდესგუნდში დებუტი ექნებათ „ბაიერნის“ ფეხბურთელებს – მეკარე იონას ურბიგს და 18 წლის ამომავალ ვარსკვლავ ლენარტ კარლს. მეკარეები: ოლივერ ბაუმანი (ჰოფენჰაიმი), ალექსანდერ ნიუბელი [...]
