სხვა როლი და თამაში…

Home სიახლეები სხვა როლი და თამაში…
სხვა როლი და თამაში…

Goga Bitadze's future with the Orlando Magic is crystal clearNBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. თუმც, ისევ განსხვავებული როლებითა და შედეგებით. გოგა ბითაძე „ორლანდო“ – „ვაშინგტონის“ მატჩში ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. მასპინძლებმა 126:109 მოიგეს და ჩვენებურმა გუნდის გამარჯვებაში საკუთარი წვლილიც დაიდო.

ბითაძემ პარკეტზე 21.28 წუთი დაჰყო, რა დროშიც 9 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ სამიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო ხაზიდან რვაჯერ ისროლა, საიდანაც ხუთი ზუსტი აღმოჩნდა. პასივში ერთადერთი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნისას კი, გუნდმა რვა ქულით მეტი ჩააგდო. „ორლანდოს“ ახლა 32 მოგება და 28 მარცხი მოუგროვდა და შემდეგ ტურში „დალასს“ უმასპინძლებს.

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ საკუთარ მოედანზე „ნიუ იორკთან“ 95:111 დამარცხდა. მამუ საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მწვრთნელისგან 16.22 წუთი მიიღო. ჩვენებურის ანგარიშზე 4 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა. ჩვენიანი სიზუსტემ დააღალატა: სანდრომ ხუთიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო, ერთი სამქულიანი ააცილა და ორივე საჯარიმო ზუსტად გამოიყენა. მისი მოედანზე ყოფნისას კი, „ტორონტომ“ ორი ქულა წააგო. სანდროს გუნდი 35 მოგებითა და 26 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩი სტუმრად, „მინესოტასთან“ უწევს.