ვინ გახდება ნაპოლის მწვრთნელი ზაფხულში?

Home სიახლეები ვინ გახდება ნაპოლის მწვრთნელი ზაფხულში?
ვინ გახდება ნაპოლის მწვრთნელი ზაფხულში?

ROME - Mourinho (1st - 20th matchday)„ნაპოლის” მწვრთნელი გახდა ფრანჩესკო კალცონა — „პარტენოპეელთა” მეპატრონემ აურელიო დე ლაურენტისმა ერთ სეზონში უკვე მესამე სპეციალისტი ჩაუყენა გუნდს სათავეში. დღეს მისი ხელმძღვანელობით იტალიის ჩემპიონი „ბარსელონას” ხვდება. ეს გახლავთ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური შეხვედრა. თუმცა, ტოტალიზატორებს ეტყობა არ სწამთ, რომ კალცონა ციდან ვარსკვლავებს მოწყვეტს და უკვე იღებენ ნიძლავებს, თუ ვინ გახდება „ნაპოლის” თავკაცი ზაფხულში.

როგორც „კორიერე დელო სპორტი” წერს, Betterისა და Goldbet-ის ბუქმეიქერთა ფავორიტი კოეფიციენტით 2,50 არის ჟოზე მოურინიუ. მეორეზეა ანტონიო კონტე, რომლის კოეფიციენტიც არის 4. შემდეგ მოდიან ტიაგო მოტა და ალბერტო ჯილარდინო — 6, ვინჩენცო იტალიანი — 8, ფაბიო კანავარო — 15 და მაურიციო სარი — 20.